fbpx

საკვების შემოტანაზე გიული ალასანიას საათობით აცდევინებენ და მერე ვინმეს უკვირს, წყობიდან რატომ გამოვდივარ-მიხეილ სააკაშვილი

„ყოველ ჯერზე, საკვების შემოტანაზე, ჩემს არც თუ ისე პატარა ასაკის დედას, გიული ალასანიას, ამცირებენ და საათობით აცდევინებენ და მერე ვინმეს უკვირს, წყობიდან რატომ გამოვდივარ.”– წერს მიხეილ სააკაშვილი კლინიკიდან გამოგზავნილ წერილში, რომელიც გიული ალასანიამ გააცნო ჟურნალისტებს:

“მინდა ვკითხო ამ სპეცოპერაციის განმხორციელებლებს, თქვენ დედები საერთოდ გყავთ? გასაგებია, რომ პუტინისგან ჩემი მკვლელობა გაქვთ დავალებული და ამ მიზნით მომწამლეთ და ყველა სხვა დანაშაულს ჩადიხართ, მაგრამ დედაჩემი რა შუაშია? საღამოს სახლში რომ მიხვალთ ბარბარობის აღსანიშნავად, კმაყოფილები რომ დღესაც დაამცირეთ დამსახურებული პროფესორი, იქნებ პირჯვრის გადაწერისას, ერთხელ მაინც ჩაიხედოთ სარკეში და იქნებ სადმე სინდისის და ადამიანურობის ნატამალი აღმოაჩინოთ“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება