fbpx

ილია დარჩიაშვილი – ჩვენი ქვეყანა მწვანე ენერგიის და განახლებადი ენერგიების გამომუშავების მიმართულებით ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანა ხდება

ჩვენი ქვეყანა მწვანე ენერგიის და განახლებადი ენერგიების გამომუშავების მიმართულებით ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანა ხდება, – ამის შესახებ საქართველოს საგარო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დღევანდელ შეკრებაზე ევროკომისიის პრეზიდენტის დასწრებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა.

„დღეს მნიშვნელოვანი დღეა რუმინეთში, სადაც შეიკრიბნენ ლიდერები და ხელი მოეწერა ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებას. სტრატეგიულ შეთანხმებას მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის. აქ აღნიშვნის ღირსია, რომ საქართველოს ამ პროცესში აქვს გამორჩეული ადგილი. ჩვენი ქვეყანა მწვანე ენერგიის და განახლებადი ენერგიების გამომუშავების მიმართულებით ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანა ხდება. ასევე გადაცემის ნაწილში საქართველოს აქტიური და მნიშვნელოვანი როლი ექნება მომავალშიც. უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროექტი კიდევ უფრო მეტად აახლოებს ჩვენს ქვეყანას ევროკავშირთან. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დღევანდელ შეკრებაზე ევროკომისიის პრეზიდენტის დასწრებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ეს ნიშნავს, რომ ეს პროექტი მხარდაჭერილია ევროკომისიის მხრიდან. გარდა იმისა, რომ ორი ევროკავშირის წევრი ქვეყანა არის მონაწილე ამ შეთანხმების, ევროკომისიის პრეზიდენტის დასწრება ვფიქრობ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, ეს პოლიტიკური ჟესტი, მისი აქ ჩამობრძანება. ეს ნიშნავს, რომ ამ პროექტს ერთის მხრივ, მხარდაჭერა ექნება და მეორეს მხრივ, ჩვენი პრიზმიდან, ჩვენი ჭრილიდან დანახული, საქართველოს ენიჭება კიდევ მორიგი ბერკეტი, რომ შეასრულოს რეგიონული ლიდერი ქვეყნის როლი, რაც პირველ რიგში, ეხმარება ჩვენი ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას, რაც ჩვენი ერთ-ერთი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება