fbpx

ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტი 38 140 000 ლარით განისაზღვრა

დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე სხვადასხვა საკითხთან
ერთად, დეპუტატებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტი განიხილეს
და დაამტკიცეს.
მუნიციპალიტეტის მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი 38 140 000
ლარით განისაზღვრა. სოციალური მიმართულებით დაფინანსებამ 2023 წელს 4 803 140
ლარი შეადგინა. ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის კი 6 456 000 ლარი გამოიყო.
მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტულ მიმართულებებად კვლავ რჩება
ინფრასტრუქტურა, სოციალური უზრუნველყოფა, ჯანდაცვა და განათლება.
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ჩვენი
მუნიციპალიტეტის განვითარებას მომავალ წელს 38 140 000 ლარი მოხმარდება. 2023
წლის ბიუჯეტში მაქსიმალურადაა ასახული მოქალაქეების ინტერესები და
საჭიროებები. ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის სოციალური პროგრამები
პრიორიტეტულია, ამიტომ ამ მიმართულებით მომავალი წლის ბიუჯეტში 4 803 140
ლარია გათვალისწინებული. 2023 წელს, მუნიციპალიტეტში, არაერთი
ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ, რისთვისაც 6 456 000
ლარი გამოიყო. ვიმედოვნებ, რომ 2023 წელი ბოლნისისთვის არაერთი წარმატების
მომტანი იქნება. ჩვენ კი მოქალაქეებისა და მუნიციპალიტეტის კეთილდღეობისთვის
ძალისხმევას არ დავიშურებთ“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით
შერაზადიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება