fbpx

თამთა მეგრელიშვილი მშვენიერაძეს: სამწუხაროა თქვენი ასეთი ფერისცვალება, ვის “პოლიტიკურ მრწამსს” ეწირებით?!

“საინტერესოა აღნიშნული სამართლებრივი ფორუმი თქვენს გემოვნებაში არ ჩაჯდა და უშინაარსოდ ამიტომ მიიჩნიეთ?!”- ასე გამოეხმაურა “ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი ადვოკატ გიორგი მშვენიერაძის “ფეისბუქ” სტატუსს.

როგორც მეგრელიშვილი წერს, რა არის დასაცინი იმაში თუ აქტიურია ორმხრივი ვიზიტების დინამიკა როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე?!

“ბატონო გიორგი, ჩემი პედაგოგი იყავით ბევრი რამ მასწავლეთ საჯარო სამართლის (კონსტიტუციური სამართალი, ადამიანის უფლებათა სამართალი) მიმართულებით
ხშირად ვსაუბრობდით მეზობელ სახელმწიფოებზეც, მათ მნიშვნელობაზე და არასოდეს გისწავლებიათ, რომ მეზობელ სახელმწიფოებს უნდა დავცინოთ ახლა რა მოგივიდათ?!

და მაინც რა არის დასაცინი იმაში თუ აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, რომელთანაც საქართველოს აკავშირებს მჭიდრო ურთიერთობები?!

რა არის დასაცინი იმაში თუ აქტიურია ორმხრივი ვიზიტების დინამიკა როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე?!

ჩემზე ადრე გაიგებდით, რომ აზერბაიჯანთან არსებული სამართლებრივი ბაზა მოიცავს 100-ზე მეტ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებას და არეგულირებს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პრაქტიკულად ყველა სფეროს.

ასევე ვიცი რომ იცით რა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მექანიზმია საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი ფორმატი, რომელიც აგრეთვე მოიცავს თანამშრომლობის ფორმატებს პრეზიდენტების დონეზე, საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტებსა და თავდაცვის მინისტრებს შორის.

დიახ, ამ ორ სახელმწიფოს შორის მნიშვნელოვანია სამართლებრივი ურთიერთობებიც.

საინტერესოა აღნიშნული სამართლებრივი ფორუმი თქვენს გემოვნებაში არ ჩაჯდა და უშინაარსოდ ამიტომ მიიჩნიეთ?!

სამწუხაროა თქვენი ასეთი ფერისცვალება, ვის “პოლიტიკურ მრწამსს” ეწირებით?!

არ ვიცი, არ ვიცი, პატივისცემით თქვენი ყოფილი სტუდენტი…”- წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება