fbpx

ომისა და ღალატის პარტიის მიმართ ისმის საკმაოდ ლეგიტიმური შეკითხვა – ომის დაწყების შემთხვევაში თავად სად იქნებიან? პასუხი აქაც საკმაოდ მარტივია – ცხადია 2008 წლის აგვისტოში წითელი ხიდისკენ გაკვალულ გზაზე

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღიდან რადიკალური ოპოზიციისა და მათი დასავლეთელი ლობისტების მხრიდან მიმდინარეობს საქართველოს ამ ომში მხარედ ჩართვაზე გამალებული ბრძოლა, ისმოდა შეკითხვა – რატომ, რა ინტერესები აქვს იმ ხალხს, რომ საქართველო ომში ჩაებას? – ასე ეხმიანება ექსპერტი გია გაბრიჭიძე ანალიტიკოს ლევან ნიკოლეიშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ „საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ოპოზიცია ხელისუფლებისგან დაჟინებით მოითხოვს, რუსეთ – უკრაინის ომში ქართველი მოხალისეების მონაწილეობა ნებისმიერი, პირდაპირი თუ არაპირდაპირი ფორმით წაახალისოს“.

როგორც გაბრიჭიძემ აღნიშნა, მათ კარგად იციან, რომ ხელისუფლება და ხალხი არ აჰყვება ამ პროვოკაციებს, საქართველო ომში მხარედ არ ჩაერთვება და ტელეეკრანებიდან აფრქვევენ მოწოდებებს, რითაც ცდილობენ ხელისუფლებას ტალახი მოსცხონ.

„მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღიდან რადიკალური ოპოზიციისა და მათი დასავლეთელი ლობისტების მხრიდან მიმდინარეობს საქართველოს ამ ომში მხარედ ჩართვაზე გამალებული ბრძოლა, ისმოდა შეკითხვა – რატომ, რა ინტერესები აქვს იმ ხალხს, რომ საქართველო ომში ჩაებას?
აქვე აუცილებლად უნდა ითქვას, რომ აბსოლუტურად ყველა სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს რომ მათი მოქალაქეები არ ჩაერთონ ამ ომში.
არადა პასუხი საკმაოდ მარტივია: პირველი და უმთავრესი არის ის ზიზღი და ბოღმა, რაც ამ რადიკალებს საკუთარი ხალხის მიმართ გააჩნიათ. შემდეგ მოდის ხელისუფლების შეცვლის სურვილი, რომელსაც ფიქრობენ რომ იმ მოცემულობაში არა-არჩევნების გზით საკმაოდ მარტივად მოახერხებენ და მეორეც – ფული.
ის ფული, რომელიც ასეთ დროს საკმაოდ მარტივად იშოვება.
ომისა და ღალატის პარტიის მიმართ ისმის საკმაოდ ლეგიტიმური შეკითხვა – ომის დაწყების შემთხვევაში თავად სად იქნებიან?
პასუხი აქაც საკმაოდ მარტივია – ცხადია 2008 წლის აგვისტოში წითელი ხიდისკენ გაკვალულ გზაზე.
ასევე მინდა ვთქვა – მათ კარგად იციან, რომ ხელისუფლება და ხალხი არ აჰყვება ამ პროვოკაციებს, საქართველო ომში მხარედ არ ჩაერთვება და ტელეეკრანებიდან აფრქვევენ მოწოდებებს, რითაც ცდილობენ ხელისუფლებას ტალახი მოსცხონ და თავიანთი თავი გმირ მებრძოლებად წარმოაჩინონ.
აი ეს არის მათი მთელი ვნება, რომელიც პატრიოტული მოტივებით იფუთება.
საბედნიეროდ ქართველი ხალხი კარგად ხვდება ამას და სწორედ ამიტომ არაფერი გამოუვათ.“ – წერს გაბრიჭიძე facebook – ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება