ოლივერ ვარჰეი- ვაჭრობის მიმართულებით წარმატება გვაქვს, ძალიან მიხარია რომ ევროკავშირის საწარმოები მეტ შესყიდვებს განახორციელებენ, რადგან ჩვენი შეთანხმება ამის საშუალებას იძლევა

ვაჭრობის მიმართულებით წარმატება გვაქვს, ძალიან მიხარია რომ ევროკავშირის საწარმოები მეტ შესყიდვებს განახორციელებენ, რადგან ჩვენი შეთანხმება ამის საშუალებას იძლევა- ამის შესახებ გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და  საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ჯოზეფ ბორელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ოლივერ ვარჰეის თქმით,  საქართველოსა და ევროკავშირს შორის დაკავშირებადობა  ციფრული, ენერგო ან სატრანსპორტო კავშირების გამოყენებით პრიორიტეტულია. „გასული წლის საბჭოს შეხვედრის შემდეგ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები დაწინაურდა. ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ კომუნიკაცია მოხდეს ძალიან მკაფიო ჩვენი თანამშრომლობის შესახებ. ამ კონტექსტში მინდა ხაზი გავუსვა პარტნიორობის ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმას, რომელშიც 3,9 მილიარდი ევროს მობილიზაცია მოხდება საჯარო და კერძო სექტორიდან მხოლოდ საქართველოში. საინვესტიციო კლიმატის მიმართულებით ამ პოტენციალის ასათვისებლად მნიშვნელოვანი ძალისხმევა იქნება საჭირო. კოვიდის კრიზისის შემდეგ ეს მუშაობა გააქტიურდება, გარკვეული გამოწვევები იქნება დაძლეული, განსაკუთრებით საქართველოს მოსახლეობის, ვთქვათ, ევროკავშირში მაძიებელთა მიმართულებით. ჩვენ შევეცდებით გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობა ამ მიმართულებით. რაც შეეხება ვაჭრობას, წარმატება ვიხილეთ. ძალიან მახარებს, რომ ევროკავშირის საწარმოები მეტ შესყიდვებს განახორციელებენ, იმიტომ, რომ ჩვენი შეთანხმება იძლევა ამის საშუალებას. ჩვენ შევთანხმდით, რომ მცირე და საშუალო საწარმოებში მოხდება ჩვენი თანამშრომლობის მიერ  შეთავაზებული შესაძლებლობების გამოყენება და ათვისება. დაკავშირებადობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის – იქნება ეს ციფრული, ენერგო ან სატრანსპორტო კავშირების გამოყენებით, აუცილებელი იქნება ჩვენი საზოგადოებების დასაახლოებლად.  დასკვნის სახით მინდა დავადასტურო: ჩვენი მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოს დავეხმაროთ იმ 12 პრიორიტეტის განხორციელებაში, რომელიც ევროკავშირმა განსაზღვრა, საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში და ქვეყნის მედეგობის გაზრდაში, რათა სარგებელი მოუტანოს ამან ყველაფერმა საქართველოს მოსახლეობას. ყოველთვის გექნებათ ჩემი პირადი დახმარების საფუძველი და მიზეზი“,- აღნიშნა ოლივერ ვარჰეიმ.

ირაკლი ღარიბაშვილი – დიდად ვაფასებთ ევროკავშირის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ისევე როგორც კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში

პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრას სოციალურ ქსელ ტვიტერში ეხმაურება. მთავრობის მეთაურის თქმით, ჯოზეფ ბორელთან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა, უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ სფეროებში თანამშრომლობა განიხილა. „ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელსა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელთან. მქონდა შესაძლებლობა განმეხილა ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა, უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ სფეროებში თანამშრომლობა. დიდად ვაფასებთ ევროკავშირის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ისევე როგორც კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში”,-წერს პრემიერი.

ჯოზეფ ბორელი- ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობა თვისობრივად მაღალ დონეზე გადავიდა და საქართველო მტკიცედ ადგას ევროპულ გზას

ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობა თვისობრივად მაღალ დონეზე გადავიდა და საქართველო მტკიცედ ადგას ევროპულ გზას- ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. „დღევანდელი შეხვედრა, მეშვიდე საბჭოს სხდომა იმის მტკიცებულებაა, რომ ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ასევე ეს სხდომა ცხადჰყოფს, რომ ჩვენი ურთიერთობა თვისობრივად მაღალ დონეზე გადავიდა და საქართველო მტკიცედ ადგას ევროპულ გზას. მოუთმენლად ველი საქართველოში წინსვლის ნახვას ამ გზაზე და იმედი მაქვს, რომ პოლიტიკური ძალები საქართველოში ამ ისტორიულ შესაძლებლობას გამოიყენებენ და ძალისხმევას გაზრდიან იმისათვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მოიპოვოს და ევროკავშირს კიდევ უფრო დაუახლოვდეს”,- აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში პოლიტიკური დიალოგი ცენტრალური მნიშვნელობის საკითხია. „მინდა რამდენიმე სიტყვა ვთქვა იმ პოლიტიკური დიალოგის შესახებ, რაზეც საუბარი გვქონდა საბჭოზე, რომელსაც დღეს ვატარებდით. ეს არის ცენტრალური მნიშვნელობის მქონე საკითხი, მასზე დღესაც ვისაუბრეთ და მომავალშიც ვისაუბრებთ. ჩვენ მეგობრები და პარტნიორები ვართ  და შეგვიძლია ღიად ვისაუბროთ ამ საკითხზე, როდესაც ეს საკითხი შესრულდება. ხაზი უნდა გაესვას, რომ მეტი ძალისხმევა არის ამ მიმართულებით საჭირო. ჩვენი შეფასება გავაცანი პარტნიორებს იმ სფეროებში, სადაც საქართველოს გარკვეული წუხილი უკავშირდება: სასამართლო სისტემა, სამართლის უზენაესობა, მედიის თავისუფლება, მათ შორის მზარდი პოლიტიკური წნეხი, საზედამხედველო ინსტიტუტების დამოუკიდებლობა და მედია. ეს სფეროები ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ როცა საუბარია ევროპულ ფასეულობებზე და პრინციპებზე და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საქართველო ამ საკითხებს მოაგვარებს და მთელი პოლიტიკური სპექტრი, უპირველეს ყოვლისა მთავრობა და ასევე სამოქალაქო საზოგადოება ჩაერთვება ამაში. ჩვენ ამ სიტუაციას ვაკვირდებით, მათ შორის სეპარატისტული რეგიონებიდან მომდინარე ინფორმაციას. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ევროკავშირი მტკიცედ დგას საქართველოს გვერდით და სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ძალისხმევას ამ მიმართულებით ჩვენი სპეციალური წარმომადგენლის საშუალებით და ჩვენი სამოქალაქო მონიტორინგის მისიის საშუალებით“,- განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

ზვიად შალამბერიძე სამუშაო ვიზიტით პოლონეთში იმყოფებოდა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი სამუშაო ვიზიტით პოლონეთში იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში…

ანუ, “შენიანები” ამოიცან ჯოუ? ის დრო გაიხსენეე, შსს-ს ისნის პოლიციის განყოფილების ოპერის, ჯონის ნასედკა რომ იყავ, ნავთლუღიბაზრის ხორცისექციის დახლიპატრონიი?

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის ამჟამად პატიმრობაში მყოფი სოსო გოგაშვილის წერილს ეხმაურება და მას წარსულს…

ვანო ჩხარტიშვილი განცხადებას ავრცელებს : “მიყენებული რეპუტაციული ზიანისთვის, ცრუ ინფორმაციის გამავრცელებლებს სათანადო ფასის გადახდა საერთაშორისო სასამართლოებში მოუწევთ

ქართულ საინფორმაციო საშუალებებში, ერთ-ერთ უკრაინულ საიტზე სანქციების „მომლოდინე“ ქართველი ბიზნესმენების სიის თაობაზე გუშინ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით…

ხაინდრავა აშშ-ს გადამდგარ გენერალ ჰოჯესზე: ავღანეთში ამერიკის დამყარებული „დემოკრატიის” შესახებ თუ იცის?

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ძალების თადარიგის გენერლის ბენ ჰოჯესის განცხადებას კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელ ტვიტერის…

საბურთალოს რაიონში, ბარათაშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონში, ბიძინა ბარათაშვილის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დაიწყო.პროექტის ფარგლებში, 4 453 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება.აღნიშნულ…

გიორგი ვოლსკი ხატია დეკანოიძეზე – ესაა ნაცმორაობის პოლიტიკური სახე – როდესაც შენს ქვეყანას განიხილავ, როგორც გეოპოლიტიკური მიზნის მიღწევის მექანიზმს, სამშობლოს განცდა არ გაქვს, თან ამისაგან სარგებელიც გრჩება

დასჭირდათ და არ გამოიყვანეს ხალხი ცხინვალის რეგიონიდან. მერე რა თუ ბევრი სამოქალაქო პირი დაიხოცა, სამაგიეროდ “რუსეთს…

ვიოლა ფონ კრამონმა ერთმანეთთან დააკავშირა Credit Suisse ქურდობა და მისივე რეზოლუცია. ეს ძალიან საინტერესო კავშირია და თვითონ ამ რეზოლუციის არსზე ძალიან კარგად მეტყველებს

როდესაც ვიოლა ფონ კრამონი აკავშირებს Credit Suisse ქურდობას და მის რეზოლუციას ერთმანეთთან, ეს საინტერესოა, რაც საზოგადოებამ…

ირაკლი კობახიძე ნაცმოძრაობაზე – ეს ადამიანები არიან პოლარიზებული არა ჩვენთან, არამედ საკუთარ სამშობლოსთან, ეკლესიასთან, ხალხთან, სპორტსმენებთან, ყველაფერ წმინდასთან, რამ შეიძლება ეს უსამშობლო და უღმერთო ადამიანები აიძულოს, უარი თქვან რადიკალიზმზე, ჩემთვის წარმოუდგენელია

დღეს ნაცმოძრაობის ერთ-ერთმა ძველმა სახემ, გია ნოდიამ საინტერესო რამ თქვა: დღეს ხვიჩა კვარაცხელიაზე ხუმრობას ისეთივე სტატუსი…

რადიკალურ ოპოზიციას ორგანულად აღიზიანებს და აშფოთებს ნებისმიერი წარმატება, რომელსაც საქართველო აღწევს

ნაციონალებმა, ლამის სპორტის სახეობა არ დატოვეს, რომ ყველაზე წარმატებულ ჩვენს სპორტსმენებს არ დაპირისპირებოდნენ – ამის შესახებ…

ირაკლი კობახიძე – მადლობა ჩვენს სპორტსმენებს იმ ემოციური დღეებისთვის, რომელიც გვაჩუქეს და რამდენიმე დღისთვის, რომელიც იყო ძალიან წარმატებული ქართული სპორტისთვის

მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს სპორტსმენებს იმ ემოციური დღეებისთვის, რომელიც გვაჩუქეს და რამდენიმე დღისთვის, რომელიც იყო ძალიან…

ვახტანგ მახარობლიშვილი – საქართველოსთვის პერსპექტივის მინიჭების შემდეგ,  ეს არის საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს პირველი სხდომა, შესაბამისად, მას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება

ეს არის პირველი სხდომა, რომელიც იმართება საქართველოსთვის პერსპექტივის მინიჭების შემდეგ, შესაბამისად, ამ სხდომას და ამ დისკუსიას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება, – ამის შესახებ ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა, ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ასოცირების საბჭოს ფარგლებში ასევე საუბარი იქნება კონფლიქტის თემატიკაზე, რეგიონალურ უსაფრთხოებაზე და ქართული მხარე ევროპულ მხარეს მიაწვდის ინფორმაციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. „დღეს ბრიუსელში იმართება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა. ეს არის ის ფორმატი, რომელიც არის ყველაზე მაღალი ფორმატი, რომელიც გათვალისწინებულია ასოცირების შეთანხმებით, შესაბამისად, საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. სხდომის ფარგლებში, რა თქმა უნდა, ორივე მხარეს შესაძლებლობა ექნება მიმოიხილოს და ისაუბრონ საქართველო-ევროკავშირს შორის აქტუალურ ყველა თემასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, საუბარი იქნება პოლიტიკურ დიალოგზე, იმ დინამიკაზე, რაც საქართველო-ევროკავშირს შორის არსებობს. მოგეხსენებათ, რომ ეს არის პირველი სხდომა, რომელიც იმართება საქართველოსთვის პერსპექტივის მინიჭების შემდეგ, შესაბამისად, ამ სხდომას და ამ დისკუსიას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება რა თქმა უნდა და ამ კონტექსტში საუბარი იქნება ინ ნაბიჯებზე და იმ ურთიერთობებზე, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება, რომ  დავაშენოთ და განვითარდეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ბუნებრივია, სხდომაზე ასევე მიმოიხილავენ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების იმპლემენტაციას. ბუნებრივია, ასოცირების საბჭოს ფარგლებში ასევე საუბარი იქნება კონფლიქტის თემატიკაზე, საუბარი იქნება რეგიონალურ უსაფრთხოებაზე და ქართული მხარე ევროპულ მხარეს მიაწვდის ინფორმაციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. ვიზიტის ფარგლებში პრემიერ მინისტრი ასევე გამართავს შეხვედრებს უმაღლეს წარმომადგენელთან ბატონ ჟოზეფ ბორელთან და ასევე შედგება შეხვედრა გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ბატონ ვარჰეისთან.  რა თქმა უნდა, ამ შეხვედრებზეც საუბარი იქნება იმ ახალ შესაძლებლობებზე და პერსპექტივებზე, რომელიც გამოჩნდა და კიდევ სამომავლოდ გამოჩნდება იმ ახალი რეალობის გათვალისწინებით, რომელიც მოტანილი იქნა საქართველოსთვის პერსპექტივის მონიჭებით“, – განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის წყაროების უკეთ ათვისების მიმართულებით-რომეო მიქაუტაძე

„საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის წყაროების უკეთ ათვისების მიმართულებით. ჩვენ, პოლონეთის მთავრობისა და…