fbpx

ანუ, “შენიანები” ამოიცან ჯოუ? ის დრო გაიხსენეე, შსს-ს ისნის პოლიციის განყოფილების ოპერის, ჯონის ნასედკა რომ იყავ, ნავთლუღიბაზრის ხორცისექციის დახლიპატრონიი?

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის ამჟამად პატიმრობაში მყოფი სოსო გოგაშვილის წერილს ეხმაურება და მას წარსულს ახსენებს.

“შანსი არაა, ერთი შემობრუნებული სიტყვა გაგიტარო. მაშ დავიწყოთ:

“16 ივლისს, ღამით, ჩვენი, გოგაშვილების წინააღმდეგ რაშისტი ოცნების დავალებით ბინძური პროვოკაცია მოაწყო მილიციამ და გაიშნიკებმა. დიახ, ეს არ იყო უსაფრთხოების ოფიცრების სპეცრაზმი, არც კანონმორჩილი პოლიცია, არცერთ დროში საამაყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. უკანონო სპეცოპერაცია ჩაატარა ძაღლობამ, რათაც გადააქცია ოცნებამ ძალოვანების მნიშვნელოვანი ნაწილი…”

ანუ, “შენიანები” ამოიცან ჯოუ? ის დრო გაიხსენეე, შსს-ს ისნის პოლიციის განყოფილების ოპერის, ჯონის ნასედკა რომ იყავ, ნავთლუღიბაზრის ხორცისექციის დახლიპატრონიი? შეგეშალა მოგივიდა. სპეცრაზმი იყო და საამაყო პოლიცია!

“ღირსება შერჩენილო ოფიცრებო, ხო კარგად იცით თქვენი უფროსობის განცხრომისა და ფუფუნებაში ცხოვრების ამბავი…”

შენზე ამბოობ ისეევ? შენზე რო არც ფუფუნება ითქმის და არცა განცხრომა? შენ აღზევებაი – ღორობაც არა ჰქვიან, იმიტომ რომა მანაც თავის კუჭნაწლავის შესაძლებლობები იციის, შენა კიდე არაა. მუქთა იყოი, კუბო იყოი – პრინციპით რო გიცხოვრია!

“მაშინ, როდესაც თქვენ რიგითები ვალებში იხრჩობით, ქვეყნიდან გაქცევას ფიქრობთ, რომ ვალები დაფაროთ და ოჯახები არჩინოთ…”

მაგრა იკაიფე ჩემზე მაშინაა? თათბირი რო მააწყვე – ეგ კაცი საჯარო სექტორში დასაქმებული არ გამაგონოთო! განა ყველა შენსავით დამატებით პროფესიაი ვფლობდიით? წლები, ჯანმრთელობა და სიცოცხლე გადავდეთ სამშობლოს დაცვაში!!! ვალებში გეგონა დამახრჩობდიი თუ ქვეყნიდან გამაძეებდიი? მოდი – რამდენი თვეც დამაკელი პენსიაზე გასასვლელად – იმდენი წელი არ გამოსულიყავი გარეთ!

“შსს-ში და სუსში მუშაობის პერიოდში მე გავიცანი ბევრი ღირსეული, პროფესიონალი და პატრიოტი ოფიცერი. მათ მინდა მივმართო კითხვით – თქვენ ხომ კარგად იცით, რაც ხდება სისტემაში. რუსული სპეცსამსახურების დირექტივით რომ გამუშავებენ, ხომ იცით?”

მე და ჩემი პროფესიონალი კოლეგები გარეთ რო გაუშვი და მათი თანამდებობები რო გაყიდე – ის სამი წელი შენ ვისი დირექტივებით მუშაობდი? CİA, Mi-6, MIT-ი თუ Mossad-ი? ან რუსული სპეცსამსახურების დირექტივები სად ისწავლეე? ნავთლუღში ჯონისგან თუ დოლიძეზე და ჩუღურეთში დახლებიი მეპატრონეებისაგან?

“რა ხელფასსაც იღებთ – ვალებში, გზაში და საჭმელში არ გყოფნით, ნუ გაათელინებთ თქვენს ღირსებას ბოლომდე ამ ორკებს, ნუ იცხოვრებთ დღევანდელი დღით და თქვენს შვილებს ნუ მოუსპობთ მომავალს…”

მოდი მე და შენს შორის უკანონოდ დაგროვებულ ქონებათა საბაზრო ღირებულებების სხვაობაში “გამარჯვებულს” – ყოველი თეთრი ამ წუთისოფელში თითო წამის წვალებად ექცეს, გინდ ციხეში და გინდ თავისუფლებაზე. ჩვენ შვილებს კი არც შეეხო, ვერაან!!! ერთი სიტყვით და არსად არ ვეხები და არც შევეხები არც შენს ცოლს და არც შენს შვილებს და არც ცოცხალ თუ გარდაცვლილ მშობლებს”!

-წერს სოციალურ ქსელში დავით ქართველიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება