fbpx

რადიკალურ ოპოზიციას ორგანულად აღიზიანებს და აშფოთებს ნებისმიერი წარმატება, რომელსაც საქართველო აღწევს

ნაციონალებმა, ლამის სპორტის სახეობა არ დატოვეს, რომ ყველაზე წარმატებულ ჩვენს სპორტსმენებს არ დაპირისპირებოდნენ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ყველას გვახსოვს თავდასხმები ლაშა ტალახაძეზე, მათ მიერ აგორებული სამარცხვინო კამპანია თორნიკე შენგელიას წინააღმდეგ. ამის კულმინაცია იყო თავდასხმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ნაციონალების ცნობილი სახეების შესრულებით.

მისივე თქმით, ვახო სანაია და მიშა მშვილდაძე ხვიჩაზე მაგარი თავდამსხმელები ვერასოდეს გახდებიან და მათი ნებისმიერი მცდელობა, ჩრდილი მიაყენონ ჩვენი სპორტსმენების გამარჯვებებს, წარუმატებლობისთვის არის განწირული

„ამ ადამიანებმა, მოკლედ რომ მოვიხსენიო – ნაციონალებმა, ლამის სპორტის სახეობა არ დატოვეს, რომ ყველაზე წარმატებულ ჩვენს სპორტსმენებს არ დაპირისპირებოდნენ.
ყველას გვახსოვს მაგალითად თავდასხმები ლაშა ტალახაძეზე, ეს არის კაცი , რომელმაც ორი ოლიმპიადა მოიგო და რომელიც ჩვენი განსაკუთრებული სიამაყის საგანია და აქაც კი მოახერხეს მათ თავდასხმა. გვახსოვს სამარცხვინო კამპანია თორნიკე შენგელიას წინააღმდეგ დაახლოებით 1 წლის წინ. ამის კულმინაცია იყო ხვიჩა კვარაცხელიაზე თავდასხმა ნაციონალების ცნობილი სახეების შესრულებით.
ყველას გვესმის, რომ ვახო სანაია და მიშა მშვილდაძე ხვიჩაზე მაგარი თავდამსხმელები ვერასოდეს გახდებიან და მათი ნებისმიერი მცდელობა, რომ ჩრდილი მიაყენონ ჩვენი სპორტსმენების გამარჯვებებს, რა თქმა უნდა, წარუმატებლობისთვის არის განწირული. თუმცა, თავად ფაქტია საინტერესო და ნიშანდობლივი. ამ ადამიანების ერთობლიობას – რადიკალურ ოპოზიციას ორგანულად აღიზიანებს და აშფოთებს ნებისმიერი წარმატება, რომელსაც საქართველო აღწევს – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება