fbpx

ბადრი ბასიშვილი “ნაც.მოძრაობის” პოლიტსაბჭოს ტოვებს

“ძმათაშორის ომს დაემსგავსა ეს მარაზმი! ამ საყვედურებში ყველას ავიწყდება რომ ყველა დამნაშავე ვართ პუტინის პატიმარი მიშა რომ დღემდე ვერ დავიხსენით.”– წერს სოციალურ ქსელში ბადრი ბასიშვილი, რომელიც აბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს ტოვებს, თუმცა აგრძელებს ბრძოლას და იმედი აქვს, რომ კვლავ ერთად იქნებიან.

“ყველაზე დიდ პოლიტიკურ ორგანიზაციას აკეთილშობილებს პასუხისმგებლობა და დისციპლინა. საჭიროა პარტიის წესდებაში ცვლილებები და სტრუქტურის რეორგანიზაცია.

ვერც დიქტატორმა უნდა გმართოს და ვერც ოლიგარქმა თუ სამშობლო გიყვარს. ვტოვებ პოლიტსაბჭოს. ვაგრძელებ ბრძოლას, ვრჩები ამ დიდი ოჯახის წევრი და მჯერას რომ დღეს ვინც სხვადასხვა აზრზე დგას მალე ერთად მოგვიწევს ბრძოლა.! პარტიის პოლიტსაბჭოში ბევრი ღირსეული წევრი და თანამებრძოლია, მაგრამ ვისურვებდი უფრო ქმედითს, მეტი გამჭვირვალობით და დემოკრატიულად არჩეულს. ძალა ხალხშია! ძალა სიმართლეშია!”- წერს ბადრი ბასიშვილი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება