fbpx

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ძალოსნის, რაფაელ ჩიმიშკიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ძალოსნის, რაფაელ ჩიმიშკიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

როგორც მთავრობის მეთაური ფეისბუქ გვერდზე აღნიშნავს, მისმა სპორტულმა მიღწევებმა რაფაელ  ჩიმიშკიანი ქართული სპორტის ნამდვილ ლეგენდად, მსოფლიო ძალოსნობის  ერთ-ერთ გამორჩეულ ფიგურად აქცია.

„მწუხარებას გამოვთქვამ სახელოვანი ძალოსნის რაფაელ ჩიმიშკიანის გარდაცვალების გამო.

მისმა სპორტულმა მიღწევებმა რაფაელ  ჩიმიშკიანი ქართული სპორტის ნამდვილ ლეგენდად, მსოფლიო ძალოსნობის  ერთ-ერთ გამორჩეულ ფიგურად აქცია.

გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ ბატონი რაფაელის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“, – აღნიშნავს პრემიერი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება