fbpx

ელექტრონული არჩევნები “ნაც-მოძრაობის” დასასრულია(ვიდეო)

არჩევნები უმაღლესი სტანდარტებით ჩატარდება და ოპოზიციას მანიპულირებისა და ინტერპრეტაციების საშუალება აღარ ექნება. ამ თემაზე თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ვლადიმერ ბოჟაძემ „პოსტივის“ ეთერში ისაუბრა.
„უახლოესი ათწლეულების განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ დაბრუნდება ხელისუფლებაში, ვერსად არჩევნების გზით ვერც ცენტრალურ და ვერც ადგილობრივ დონეზე“.
ბოჟაძის თქმით რადიკალურმა ოპოზიციამ ამომრჩეველთა რაოდენობა მკვეთრად დაკარგა და მისი რეიტინგი ათი წლის მერეც ეცემა.

“1ოქტომბერს არჩევნები სენაკში ელექტრონული წესით ჩატარდება და მინდა მოვუწოდო ოპოზიციას მაინც “ჩაისეირნონ” და ნახონ თუ რა დონეზე ჩატარდება არჩევნები, თუმცა მათ ეს არ აინტერესებთ რადგან, იციან დამარცხდებიან და კანდიდატის დაყენებაც კი ვერ გაბედეს. განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება