fbpx

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ზანავში ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია დასრულდა

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ შმაგი ბიძიშვილმა, პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები ადგილზე მოინახულეს.

პროექტის ფარგლებში შენობის შიდა ინტერიერის მოწყობა განხორციელდა, შეიღება ოთახების კედლები, მოეწყო იატაკი, შეიღება შენობის გარე ფასადი და ჩაისვა კარ-ფანჯარა.

დიდი ზანავის ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ-შ.პ.ს „New ალგეთი“-მა განახორციელა.
სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით დაფინანსდა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება