fbpx

მაკა ბოჭორიშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე:ჯიუტი ბავშვის პოზიციას ჰგავს, არ უნდათ, იყვნენ იმ ინსტიტუტის წარმომადგენლები, რომლისაც რეალურად არიან. ჩვენ ამ სიჯიუტეს ვხედავთ 2020 წლის არჩევნების შემდეგ

საქართველოს პარლამენტის წევრებს ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფიდან აქვთ ყველანაირი შესაძლებლობა იმისა, რომ საკუთარი აზრი, პოზიციები დააფიქსირონ და იმუშაონ იმ საკითხებზე, რაც ევროკომისიამ რეკომენდაციების სახით მოგვცა, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან უცნაურია და ყველანაირ ლოგიკას სცდება, როდესაც დეპუტატი აცხადებს, რომ მას არ სურს, საპარლამენტო ორგანოს ფარგლებში, სამუშაო პროცესში მონაწილეობა მიიღოს.

მისივე განცხადებით, მმართველმა გუნდმა ყველაფერი შესაძლებელი გააკეთა, რაც ხელს შეუწყობდა ამ პროცესის კონსტრუქციულ რეჟიმში წარმართვას იმ ორგანოში, სადაც ასეთი მსჯელობები უნდა იმართებოდეს. ბოჭორიშვილის განმარტებით, პარლამენტში შექმნილია ჯგუფები, რომელიც საჭიროა 12 რეკომენდაციის შესასრულებლად და ამ მიზნით კომიტეტებში მუშაობა მიმდინარეობს.

„საქართველოს პარლამენტის წევრებს ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფიდან აქვთ ყველანაირი შესაძლებლობა იმისა, რომ საკუთარი აზრი, პოზიციები დააფიქსირონ და იმუშაონ იმ საკითხებზე, რაც ევროკომისიამ რეკომენდაციების სახით მოგვცა. რაღაც ჯიუტი ბავშვის პოზიციას ჰგავს, არ უნდათ, იყვნენ იმ ინსტიტუტის წარმომადგენლები და ნაწილები, რომლისაც რეალურად არიან. ჩვენ ამ სიჯიუტეს ვხედავთ 2020 წლის არჩევნების შემდეგ და ეს ისევ გრძელდება. მათ არ სურთ იმუშაონ საქართველოს პარლამენტში“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება