fbpx

ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე არ თქმულა, რომ დეოლიგარქიზაცია ითვალისწინებს რომელიმე ერთ პერსონაზე მორგებულ გადაწყვეტილებებს

ევროპარლამენტარებთან გვქონდა საუბარი რეკომენდაციებზე, მათ შინაარსზე, მათ შორის დეოლიგარქიზაციაზე, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე მათგანისგან მოვისმინე, რომ ეს ითვალისწინებს რომელიმე ერთ პერსონაზე მორგებულ გადაწყვეტილებებს, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ევროპარლამენტარებთან ვისაუბრეთ იმ რეზოლუციაზე, რომელიც ევროპარლამენტმა სასწრაფო წესით მიიღო ივნისში. დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ის, თუ რამდენად საჭირო იყო ეს რეზოლუცია. ჩვენ დავაფიქსირეთ საკუთარი პოზიცია ამ დოკუმენტთან დაკავშირებით, დავსვით კითხვები, თუ რამდენად საფუძვლიანია დოკუმენტში მოცემული პოზიციები. ასევე ვისაუბრეთ ევროკომისიის რეკომენდაციებზე. ალბათ ყველაზე სწორი იქნება, რომ თუ რამე კითხვა გაჩნდება რეკომენდაციების განმარტებებზე, უნდა ვთხოვოთ მათვე განმარტონ ეს რეკომენდაციები. გვქონდა საუბარი რეკომენდაციებზე, მათ შინაარსზე, მათ შორის დეოლიგარქიზაციაზე, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე მათგანისგან მოვისმინე, რომ ეს ითვალისწინებს რომელიმე ერთ პერსონაზე მორგებულ გადაწყვეტილებებს. ასეთი რამ არ თქმულა, რაზედაც აპელირებენ ხშირად ოპოზიციის წარმომადგენლები. რეკომენდაცია ეხება სისტემურ მიდგომას, სწორედ ამისთვის შეიქმნა სამუშაო ჯგუფი და თუ ვინმეს საკუთარი აზრის დაფიქსირება სურს, სამუშაო ჯგუფი ღიაა ასეთი მოსაზრებებისთვის“, – აცხადებს ბოჭორიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება