fbpx

ძალიან საწყენია მსგავსი განცხადებების მოსმენა, რომ თითქოს მმართველმა გუნდმა რაღაც დააკლო პარტნიორებთან ურთიერთობებში


ძალიან სამწუხარო და გულსატკენია ჩემთვის მსგავსი განცხადებების მოსმენა გამომდინარე იქიდან, რომ მე პირადად, როგორც ევროინტერგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, ნამდვილად არ დამიკლია არანაირი ძალისხმევა ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობაში. იგივე შემიძლია ვთქვა პარლამენტის თავმჯდომარეზე, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეზე და ორვე კომიტეტის წევრებზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ინფორმაცია საჯაროა და ყველას შეუძლია ნახოს, ვინ რას აკეთებდა.

„ძალიან საწყენია მსგავსი განცხადებების მოსმენა, რომ თითქოს მმართველმა გუნდმა რაღაც დააკლო პარტნიორებთან ურთიერთობებში. არ ვფიქრობ, რომ მსგავსი განცხადებები დაეხმარება საქართველოს რამენაირად ამ ეტაპზე, როდესაც ჩვენ გვჭირდება, რომ პირიქით, საერთაშორისო საზოგადოებას ვაჩვენოთ ის, რომ ჩვენ ვმუშაობთ დაუღალავად საქართველოს ევროკავირში ინტეგრაციისთვის“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება