fbpx

პრემიერი – ხალხს უკვე გამოტანილი აქვს განაჩენი, მათ შორის იმ დანაშაულზე, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ ჩაიდინა 2008 წლის აგვისტოში

სალომე ზურაბიშვილი და „ნაცმოძრაობა“ შეთანხმებულნი არიან იმასთან დაკავშირებით, რომ მაშინ ნაცმოძრაობამ დაიწყო ომი. ეს არის მათი გაცხადებული პოზიცია, ასეთ პირობებში რა ვიცი რა უნდა გამოვიძიოთ, მაგრამ ყველაფერთან დაკავშირებით შეიძლება ზოგადად მსჯელობა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ხალხს უკვე გამოტანილი აქვს განაჩენი, მათ შორის იმ დანაშაულზე, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ ჩაიდინა 2008 წლის აგვისტოში. „ყველამ ყველაფერი იცის ამ თემასთან დაკავშირებით, თქვენ იცით, რომ ევროსაბჭოს რეზოლუციას მოაწერა თვითონ „ნაცმოძრაობამ“ ხელი, სადაც არის შეტანილი უმძიმესი ჩანაწერები, მათ შორის იქ საუბარია იმაზე, რომ სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები დაიწყო სააკაშვილის ხელისუფლებამ. საუბარია იმაზე, რომ შემდეგ რუსეთს ჰქონდა საპასუხო რეაქცია ამასთან დაკავშირებით და ა.შ. ამას ხელი მოაწერა ნაცმოძრაობამ. თვითონ სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ სწორედ სააკაშვილმა დაიწყო მაშინ ომი. ასეთი ვითარებაა. ერთადერთი ვინც არ საუბრობს საერთოდ ამ თემაზე ეს არის „ქართული ოცნება“. თორემ რაც ეწერა „ხალხის ძალის“ წერილში, სალომე ზურაბიშვილი და „ნაცმოძრაობა“ შეთანხმებულნი არიან იმასთან დაკავშირებით, რომ მაშინ ნაცმოძრაობამ დაიწყო ომი. ეს არის მათი გაცხადებული პოზიცია, ასეთ პირობებში რა ვიცი რა უნდა გამოვიძიოთ, მაგრამ ყველაფერთან დაკავშირებით შეიძლება ზოგადად მსჯელობა. „ხალხის ძალას“ აქვს ეს პოზიცია, შეგვიძლია ყველაფერთან დაკავშირებით ვიმსჯელოთ, თუმცა მე მგონი, ხალხს უკვე გამოტანილი აქვს  განაჩენი, მათ შორის იმ დანაშაულზე, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ ჩაიდინა 2008 წლის აგვისტოში,“- აღნიშნა პრემიერმა.

ეკა სეფაშვილი: შესაძლოა, „გლობალური ომის პარტია“ სალომე ზურაბიშვილის მეშვეობით გეგმავდეს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას, რაც არის დაუშვებელი იმიტომ, რომ ეს ადამიანი სათავეში ედგა სასტიკ და სისხლიან რეჟიმს

„ხალხის ძალის“ წინა წერილშიც აღვნიშნეთ, რომ დროა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სისტემურ დანაშაულებს პასუხი გაეცეს და დაიწყოს…

ლევან ნიკოლეიშვილი-კონსტიტუციით იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამოწმებს მოსამართლეთა კეთილსინდისიერებას, რადიკალ-მავნებლებს კი უნდათ, რომ ეს საკითხი შემოწმებული იქნას მათი პატრონი უცხოელების მიერ

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ე.წ ვეტინგის სისტემაზე გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, “ერთადერთი ორგანო…

მიხეილ ყაველაშვილი: როგორც ჩვენი ხელისუფლებისგან ითხოვდნენ ომში ჩართვას და ოფიციალურად ქალბატონი დეგნანი სულ სხვა რამეს ამბობდა, შეგვიძლია, პარალელი გავავლოთ 2008 წლის ომთან – რას იძახდა ოფიციალურად ეს ხალხი და კულუარულად რას მოუწოდებდნენ სააკაშვილს

„დღეს „გლობალური ომის პარტია“ მართავს რადიკალური ოპოზიციის თითქმის 99%-ს“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა…

ირაკლი კობახიძე – შემაშფოთებელია, რომ ისეთი ადამიანები, როგორებიც არიან კეზერაშვილი, ადეიშვილი, ურთმელიძე და სხვები, სარგებლობენ თავისუფალი მიმოსვლით ევროპის მასშტაბით

ჩვენთვის შემაშფოთებელია, რომ ისეთი ადამიანები, როგორებიც არიან კეზერაშვილი, ადეიშვილი, ურთმელიძე და სხვები, სარგებლობენ თავისუფალი მიმოსვლით ევროპის მასშტაბით, ეს არის აბსოლუტურად შემაშფოთებელი მოვლენა. ამ ადამიანებს აქვთ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულები, ისინი არიან მსჯავრდებულნი უმძიმესი დანაშაულების გამო, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ამას უყურებს საზოგადოება და  შესაძლოა გაჩნდეს მძიმე აღქმები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად არის ევროპული ბიუროკრატია სამართლის უზენაესობის, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების ერთგული. „გარდა ამისა, არის სერიოზული, საფუძვლიანი ეჭვი, რომ მათ შორის კონკრეტული ადამიანები დღესაც ჩადიან უმძიმეს დანაშაულებს ევროკავშირის მოქალაქეების წინააღმდეგ. ამასთან დაკავშირებით, შეგახსენებთ, BBC-მაც კი გაავრცელა საგანგებოდ ფილმი. ასე რომ, როცა ასეთი ადამიანები სარგებლობენ თავისუფალი მიმოსვლით ევროპაში, ჯერ ქართველებს ძარცვავდნენ, ახლა ევროპელებს ძარცვავენ, რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელი და შემაშფოთებელი. როდესაც ზურაბ ადეიშვილი, რომელსაც უამრავი უმძიმესი დანაშაული აქვს ჩადენილი ხვდება ევროკავშირში ოფიციალურ თანამდებობის პირებს, ან ბერლინში, ოფიციალურ თანამდებობის პირებს, ეს არის აბსოლუტურად შემაშფოთებელი, ამას უყურებს საზოგადოება და ასეთ დროს, რა თქმა უნდა, შეიძლება საზოგადოებაში გაჩნდეს მძიმე აღქმები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად არის ევროპული ბიუროკრატია სამართლის უზენაესობის, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების ერთგული. იმისთვის, რომ ასეთი ნეგატიური აღქმების ჩამოყალიბება არ იყოს დაშვებული, ასეთი ვიზიტები უნდა შეწყდეს. თუ იქნება საჭირო და ასეთი ზომები  იქნება ალბათ მისაღები, ყველა შესაბამისი სამართლებრივი ზომა იქნება გამოყენებული იმისათვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად მოვითხოვოთ ამ ადამიანების გადაადგილების შეზღუდვა ევროპულ სივრცეში,“- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე -ბატონ სტოლტენბერგთან ბრიუსელში უკვე გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა, დისკუსიები, მათ შორის, ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატში,  ჩვენთვის მნიშვნელოვანია,  გავაღრმაოთ ურთიერთობები

ბუნებრივია, ნებისმიერი ახალი შესაძლებლობა იქნება გამოყენებული იმისათვის, რომ ვისაუბროთ ურთიერთობების გაღრმავებაზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე საუბრისას განუცხადა. მისივე თქმით, იენს სტოლტენბერგთან ბრიუსელში გაიმართა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა და დისკუსიები, მათ შორის, ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატში. „რაც შეეხება ბატონ სტოლტენბერგს,  ჩვენ ბრიუსელში უკვე გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა, დისკუსიები, მათ შორის, ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატში და რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გავაღრმაოთ ურთიერთობები. ბუნებრივია, ნებისმიერი ახალი შესაძლებლობა იქნება გამოყენებული იმისათვის, რომ ვისაუბროთ ურთიერთობების გაღრმავებაზე,“- განაცხადა პრემიერმა.

გურამ მაჭარაშვილი: მხოლოდ ომის საქმე არაა, სხვა დანაშაულებიც ცნობილია, მაგრამ ომის საქმეზე ნაციონალური მოძრაობა მხილებულია თავისივე პატრონების მხრიდან

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი დარწმუნებულია, რომ ნაციონალური მოძრაობის, როგორც რეჟიმის გასამართლების პროცესი არ გაიწელება.…

ირაკლი კობახიძე „ნაცმოძრაობაზე“: კამპანიას აწარმოებენ სიღარიბესთან დაკავშირებით და ამაში ხარჯავენ მგონი 48 000 დოლარს – 48 000 დოლარით შეეძლოთ თუნდაც რამდენიმე ოჯახისთვის დახმარების გაწევა სიღარიბის დაძლევაში და არა ამ აბსურდული კამპანიის წარმოება

კამპანიას აწარმოებენ სიღარიბესთან დაკავშირებით და ამაში ხარჯავენ მე მგონი 48 000 დოლარს. 48 000 დოლარით შეეძლოთ…

ირაკლი კობახიძე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქართულ ჯარს დააბრალა  ომის დანაშაული, რომელიც მას არ ჩაუდენია

ქართველ ხალხს აქვს უკვე განაჩენი გამოტანილი ამ პოლიტიკური ძალისთვის, მათ შორის იმ უმძიმესი, მთავარი დანაშაულის გამო, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ ჩაიდინა 2008 წლის აგვისტოში – ხალხი არ საუბრობს ამაზე, მაგრამ ხალხმა ყველაფერი იცის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაული, რომელიც მას არ ჩაუდენია. „ჩვენ მოვიგეთ ორი უმნიშვნელოვანესი სასამართლო პროცესი, ერთი ჰააგაში, მეორე სტრასბურგში. ერთ შემთხვევაში ჩვენს სამხედროებს ადანაშაულებდა რუსული მხარე ომის დანაშაულის ჩადენაში და მეორე შემთხვევაში ადანაშაულებდნენ ქართველ სამხედროებს ადამიანის უფლებების დარღვევაში. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ერთ და მეორე შემთხვევაში ჩვენი სამხედროები ყოფილიყვნენ სათანადოდ შეფასებულები., არც ერთ შემთხვევაში ჩვენს სამხედროებს არ დაურღვევიათ ადამიანის უფლებები და არ ჩაუდენიათ ომის დანაშაული. ჩვენ ეს პოზიცია დავიცავით, ჩვენ ქართული ჯარის პოზიციები, ღირსება დავიცავით და არავის არ მივეცით იმის საშუალება, რომ ქართული ჯარისთვის დაებრალებინათ ის, რაც მას არ გაუკეთებია. თუმცა, წინა ხელისუფლება რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში იმ პერიოდში, როცა წარიმართებოდა სასამართლო პროცესები, მე დარწმუნებული ვარ, შედეგი იქნებოდა აბსოლუტურად განსხვავებული. თქვენ გახსოვთ, მათ ხელი მოაწერეს ევროსაბჭოს რეზოლუციას, რომლის მიხედვითაც არა მხოლოდ სააკაშვილმა დაიწყო ომი, არამედ, ქართველ სამხედროებსაც დააბრალეს ომის დანაშაული, კასეტური ბომბები და ა.შ. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაული, რომელიც მას არ ჩაუდენია, ეს არის „ნაციონალურმა მოძრაობის“ კიდევ ერთი დანაშაული. იმ ვითარებაში, როდესაც დასრულებულია ჰააგის პროცესი, სტრასბურგის პროცესი, რა თქმა უნდა, მეტი რესურსი არსებობს იმისათვის, რომ წარიმართოს გამოძიება ამ თემებზე, იმიტომ, რომ აღარ ექმნება საფრთხე ქართული ჯარის ინტერსებს, ქართული სახელმწიფოს ინტერესებს. მე არ წამომიწევია ეს თემა, აქედან გამომდინარე, მე არ ვარ ადრესატი და ასევე მე შემიძლია ერთი რამ გითხრათ: ქართველ ხალხს აქვს უკვე განაჩენი გამოტანილი ამ პოლიტიკური ძალისთვის, მათ შორის იმ უმძიმესი, მთავარი დანაშაულის გამო, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ ჩაიდინა 2008 წლის აგვისტოში. ხალხი არ საუბრობს ამაზე, მაგრამ ხალხმა ყველაფერი იცის“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – უნდა აშენდეს ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო, ამ ყველაფერს საუკეთესოდ მიხედავს ახალი მინისტრი, რომელსაც აქვს შესაბამისი პროფესიონალიზმი და შესაბამისი თვისებები

პრინციპული პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული, როგორც მოგეხსენებათ, ორიოდე კვირის წინ. დღეს უკვე, ახალი მინისტრი, ბატონი მიხეილ სარჯველაძე გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ წინ წაწიოს ეს პროცესი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, უნდა აშენდეს ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო და პროცესს იდეალურად გაუძღვება ახალი მინისტრი. „მათ შორის იგულისხმება, რა თქმა უნდა, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვითარების მოწესრიგება, მათ შორის იმის გადალაგება, რაც იყო დაწყებული, ვგულისხმობ რეორგანიზაციის პროცესს. უნდა აშენდეს ახალი კლინიკა, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო. ამ ყველაფერს საუკეთესოდ მიხედავს ახალი მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე, რომელსაც აქვს შესაბამისი პროფესიონალიზმი და შესაბამისი თვისებები. იდეალურად გაუძღვება ის ამ პროცესს,“- განაცხადა პრემიერმა.

პრემიერი გელათზე – მთავრობის მხრიდან გამოიყო კონკრეტული თანხები, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული ტაძარი, ჩვენი კულტურული სიმდიდრე და სამუშაოებიც დაიწყება უახლოეს დღეებში

პრემიერი გელათზე – მთავრობის მხრიდან გამოიყო კონკრეტული თანხები, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული ტაძარი, ჩვენი კულტურული სიმდიდრე…

ირაკლი კობახიძე – მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობის გაღრმავება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ ვიზიტები შედგება მეზობელ ქვეყნებში

შემთხვევითი არ არის, რომ ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ ვიზიტები შედგება მეზობელ ქვეყნებში. შაბათს იქნება ვიზიტი აზერბაიჯანში, ამას მოყვება ერთ კვირაში ვიზიტი სომხეთში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, ყველა საკითხზე გვექნება საუბარი, რომელიც უკავშირდება ორმხრივ თანამშრომლობას და  რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფას. „მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობის გაღრმავება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, აქედან გამომდინარე, შემთხვევითი არ არის, რომ ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ ვიზიტები შედგება მეზობელ ქვეყნებში. შაბათს იქნება ვიზიტი აზერბაიჯანში, ამას მოყვება ერთ კვირაში ვიზიტი სომხეთში. ყველა საკითხზე გვექნება საუბარი, რომელიც უკავშირდება ორმხრივ თანამშრომლობას. მნიშვნელოვანია რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფა და აქ იცით, რომ ჩვენი ქვეყანა ყოველთვის ასრულებდა ხოლმე დადებით როლს. შესაბამისად, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ გაღრმავდეს ორმხრივი ურთიერთობები და ხელი შევუწყოთ მშვიდობას, სტაბილურობას ჩვენს რეგიონში სამხრეთ კავკასიაში“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე: “ვეტინგი” ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ზოგადად კონსტიტუციურ პრინციპებს – ჩვენთვის პირველ საფეხურზე დგას საქართველოს კონსტიტუცია და შემდეგ ნებისმიერი რეკომენდაცია

ე.წ. “ვეტინგი” ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ზოგადად კონსტიტუციურ პრინციპებს. “ვეტინგი” გულისხმობს იმას, რომ ხდება მოსამართლეების კეთილსინდისიერების…

მიხეილ ყაველაშვილი: ოპოზიციაში შემავალ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს ჰყავს ერთი დამკვეთი და ერთიანად მოქმედებენ, მხოლოდ სხვადასხვა საშუალებებით

„მთელი ჩვენი ძალისხმევა იქით არის მიმართული, რომ საზოგადოებამ კარგად დაინახოს ეს ძალები ვინ არიან და როგორ…

ირაკლი კობახიძე: მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს ისტორიულად საუკეთესო მაჩვენებლები, ჩვენ ვერ ვიქნებით ბედნიერი ვიდრე სიღარიბე არ განულდება საქართველოში და ვიდრე უმუშევრობის პრობლემა საბოლოოდ არ დაიძლევა

დღეს ჩვენ არ ვართ ბედნიერი იმ სურათით, რომელიც არის ჩამოყალიბებული, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს ისტორიულად საუკეთესო…