fbpx

მიხეილ ყაველაშვილი: ოპოზიციაში შემავალ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს ჰყავს ერთი დამკვეთი და ერთიანად მოქმედებენ, მხოლოდ სხვადასხვა საშუალებებით

„მთელი ჩვენი ძალისხმევა იქით არის მიმართული, რომ საზოგადოებამ კარგად დაინახოს ეს ძალები ვინ არიან და როგორ არიან გაერთიანებული, ვგულისხმობ მთლიანად ოპოზიციას,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში, მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისივე თქმით, ოპოზიციის სათავეში სწორედ ის ძალაა, რომელმაც 2008 წლის ომი დაგეგმა და შემდეგ მათი დახმარებით სააკაშვილის მთავრობამ შეასრულა.

„მთელი ჩვენი ძალისხმევა იქით არის მიმართული, რომ საზოგადოებამ კარგად დაინახოს ეს ძალები ვინ არიან და როგორ არიან გაერთიანებული, ვგულისხმობ მთლიანად ოპოზიციას. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ნაცებს თითქოს გახარია აგინებს, ფაქტია ის ღალატი, რაც მან გუნდის წინაშე ჩაიდინა და რის გამო? რომ მელია ვერ დაიჭირა.

ოპოზიციაში შემავალ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს ჰყავს ერთი დამკვეთი და ერთიანად მოქმედებენ, მხოლოდ სხვადასხვა საშუალებებით. გახარიას დავალებაა, როგორმე „ქართულ ოცნებას“ დააკარგვინოს ამომრჩეველი. ამიტომაც გახდნენ რადიკალურები და სააკაშვილის ციხეში გადაყვანა მოითხოვეს. მელია ვერ დაიჭირა და პრემიერ-მინისტრობიდან გადადგა, ახლა კი მის გუნდში ვაჟკაცები გახდნენ. „ლელო“ გახდა ასევე რადიკალური, ფასებზე დაგვიწყო საუბარი ვაშაძემ და ხაბეიშვილმა. ამ ყველას ერთად სათავეში კი უდგას მადამ პრეზიდენტი, რომელზეც სურთ, რომ როგორც ლეგიტიმურ ინსტიტუტზე აქცენტი გააკეთონ და ის მთელ კოჰორტას ჩაუდგეს სათავეში.
მათ სათავეში სწორედ ის ძალაა, რომელმაც 2008 წლის ომი დაგეგმა და შემდეგ მათი დახმარებით სააკაშვილის მთავრობამ შეასრულა. მოვუწოდებ საზოგადოებას, არჩევნებზე ვისაც გინდათ, იმას დაუჭირეთ მხარი, მაგრამ არ შეცდეთ თქვენს არჩევანში. იცოდეთ, რომ ეს ქვეყანა არ ეკუთვნის ხელისუფლებას. ქვეყანა ეკუთვნის თითოეულ მოქალაქეს. პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის წინაშე თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გავიზიაროთ. კარგით ვთქვათ, არ გინდათ „ქართული ოცნება“ და ვინ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში? კოალიციური მთავრობა? და მათ ისევ ხელი უნდა გაიშვირონ დასავლეთისკენ და კვლავ ამ უკანასკნელმა მართოს ეს ქვეყანა.
ვინც არიან ოპოზიციაში – 99% არიან „გლობალური ომის პარტიის“ წარმომადგენლები. ამ ოპოზიციის მოქმედებებიც გამოაშკარავდება. ჩვენ იმაზე გვექნება აქცენტი, თუ რას აკეთებდნენ, როცა ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვა სურდათ – დაწყებული დეკანოიძით, დამთავრებული იმით, შავ ხვრელებზე რომ გვესაუბრებოდა ანა ნაცვლიშვილი,“ – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება