fbpx

ლევან ნიკოლეიშვილი-კონსტიტუციით იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამოწმებს მოსამართლეთა კეთილსინდისიერებას, რადიკალ-მავნებლებს კი უნდათ, რომ ეს საკითხი შემოწმებული იქნას მათი პატრონი უცხოელების მიერ

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ე.წ ვეტინგის სისტემაზე გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, “ერთადერთი ორგანო კონსტიტუციის მიხედვით, რომელიც ამოწმებს მოსამართლეების კეთილსინდისიერებას ეს არის იუსტიციის უმაღლესი საბჭო”.

როგორც ნიკოლეიშვილი წერს, კონსტიტუციით იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამოწმებს მოსამართლეთა კეთილსინდისიერებას, რადიკალ-მავნებლებს კი უნდათ, რომ ეს საკითხი შემოწმებული იქნას მათი პატრონი რადიკალ-მავნებლების, მათ შორის უცხოელების მიერ!

“იფ, რა კარგია, ოპოზიციას და არასამთავრობოებს უნდათ სახელმწიფოებანა ითამაშონ (ქალაქობანა კიდევ გამიგია!), ხან თვითონაც მოსდის თავში სხვადასხვა არაადეკვატური აზრები, მაგრამ უცხოელი პატრონებიც ხომ ეხმარებიან და ეხმარებიან. გვაქვს კონსტიტუცია, უმაღლესი იურიდიული ძალის მქონე სახელმწიფოს ძირითადი კანონი, რომლის მიხედვით რეგულირდება ძირითადი საკითხები.მაგალითად, ამავე კონსტიტუციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამოწმებს მოსამართლეთა კეთილსინდისიერებას, რადიკალ-მავნებლებს კი უნდათ, რომ ეს საკითხი შემოწმებული იქნას მათი პატრონი რადიკალ-მავნებლების, მათ შორის უცხოელების მიერ! ვაშა, ისევ ვსვამ კითხვას რად გვინდა არჩევნები, რად გვინდა კონსტიტუცია და სახელმწიფო სტრუქტურები, დავხაროთ თავები, მოვიხაროთ წელში, და შემოვისვათ ზოგიც თავზე და ზოგიც ზურგზე, გამოვაცხადოთ თავი ვასალებად, მერე მონებად….არ გამოვა ასე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ იმის გამო შეაკლეს თავი ჩვენმა წინაპრებმა საქართველოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს, რომ გადაგვარებული ქართველები და მათი პატრონები კისერზე შემოვისვათ?!”- წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება