fbpx

თბილისის მერიის განცხადება 

გვინდა, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს „თბილსერვის ჯგუფის“ დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი, ვინმე გიორგი მუხიგულაშვილი სამსახურიდან…

ლევან ნიკოლეიშვილი: რუსებს ებრძვის და რუსია, გამჭვირვალეობას ქადაგებს და გაუმჭვირვალეა, პარადოქსია არა? გიორგი ონიანი არის აგენტი, შესაბამისად, ის უბრალოდ თავისი თავის გადარჩენას “ჩალიჩობს”

გამჭვირვალობის მომხრეებს რუსებად მოიხსენიებს ადამიანი, რომელმაც 2003 წელს მოსკოვში, კაგებეშნიკების სამჭედლოში, მგიმოში დაამთავრა ბაკალავრიატი და მუშაობს…

ლევან ნიკოლეიშვილი: პოლიტიკურმა უმცირესობამ იცის, რომ ბრძოლა წაგებული აქვს და ძალებს ხარჯავს სიტუაციის გამწვავებისათვის, საბოლოდ ეს არაფრის მომცემი პერფორმანსები, მათ არჩევნებამდე უფრო წამგებიან პოზიციაში ჩააგდებს

პოლიტიკურმა უმცირესობამ იცის, რომ ბრძოლა წაგებული აქვს და ძალებს ხარჯავს სიტუაციის გამწვავებისათვის, საბოლოდ ეს არაფრის მომცემი…

მიხეილ სარჯველაძე: „ სასწრაფოების რაოდენობა საკმარისზე მეტი იყო. მათი შრომა ძალიან დასაფასებელია“

”გარკვეული ადამიანების მხრიდან გაჟღერდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს სამედიცინო დახმარება ადგილზე ხელმიუწვდომელი იყო. როცა, ზოგიერთი…

პრემიერი – შეკრებამ მალევე მიიღო  კანონსაწინააღმდეგო, შემდეგ კი უკვე ძალადობრივი ხასიათი, შესაბამისად, არსებობდა შეკრების დაშლის ლეგიტიმური საფუძველი, გარკვეული ინციდენტების მიღმა,  ოპერაცია მთლიანობაში ევროპული  სტანდარტებით  ჩატარდა

ვინც ამ კანონპროექტთან დაკავშირებით იტყუება, ყველა იზიარებს პასუხისმგებლობას იმ ძალადობაზე, რომელიც ჩვენ ვიხილეთ გუშინ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მიერ, კეზერაშვილის, ხაზარაძის და სხვა სუბიექტების მიერ დაფინანსებული ახალგაზრდების შესრულებით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. მისივე თქმით, უცხოელებს, რომლებიც იტყუებიან „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, ასევე ეკისრებათ პასუხისმგებლობა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მიერ განხორციელებულ ძალადობაზე. პრემიერის განცხადებით, არავის აწყობს, მისი ფინანსები იყოს გამჭვირვალე. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მიტინგის დაშლა მთლიანობაში ევროპული სტანდარტებით განხორციელდა. „იყო გადაცდომები, ინციდენტები, მაგრამ მთლიანობაში ეს იყო მიტინგის დაშლა ევროპული სტანდარტებით. რაც შეეხება გადაცდომებს და ინციდენტებს, ამასთან დაკავშირებით ყველა საკითხი იქნება შესწავლილი. რამდენიმე სამწუხარო ინციდენტი იყო, რომელიც იქნება შესწავლილი. ძალიან მკაფიოდ დასტურდება ის, რომ შეკრებამ მალევე მიიღო კანონსაწინააღმდეგო ხასიათი, შემდეგ უკვე ძალადობრივი ხასიათი, შესაბამისად, არსებობდა შეკრების დაშლის ლეგიტიმური საფუძველი. გარკვეული გადაცდომების, ინციდენტების მიღმა, მთლიანობაში ევროპული სტანდარტებით ჩატარდა ოპერაცია, რისთვისაც მადლობა გადავუხადე შინაგან საქმეთა სამინისტროს და პოლიციას,“- განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ მომიტინგეების მხრიდან გამოვლენილ ძალადობაზე პასუხისმგებლობა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს ეკისრებათ

ირაკლი კობახიძე – რადიკალურ ოპოზიციას დღეს უწევს, გაანიავოს ძალადობრივი რესურსი, რაც მათ მოაკლებს მუხტს არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის, თან იშიფრება 15-მდე ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირ დატრენინგებულია ძალადობისთვის

კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რადიკალური ოპოზიცია უკვე ამდენი წელია, ყოველ წელს ცდილობს სამოქალაქო დაპირისპირებას და ეს სცენარი მათ…

ირაკლი კობახიძე – პოლიტიკური უმცირესობა ვერავითარ არსებით ტურბულენტობას ვერ გამოიწვევს, მოვუწოდებ, შეინარჩუნონ სიმშვიდე, შეეგუონ არჩევნებში დამარცხებას და მათი მეგობარი NGO-ების გამჭვირვალობას, რაც არის ევროპული სტანდარტი და ღირებულება

თუ ზუსტად არ იციან ჩვენმა რადიკალმა ოპონენტებმა, რომ გარანტირებულად აგებენ არჩევნებს, მაშინ რა აწუხებთ, მოვიდნენ ხელისუფლებაში…

ირაკლი კობახიძე – შანტაჟის ენა არ ჭრის არც ქართველი ხალხის და არც ამ ხელისუფლების მიმართ, იმიტომ, რომ დღეს ქვეყანას ჰყავს დამოუკიდებელი, სუვერენული ხელისუფლება და ხალხს აქვს ღირსება

შანტაჟის ენა არ ჭრის არც ქართველი ხალხის და არც ამ ხელისუფლების მიმართ, – ასე უპასუხა საქართველოს…

პრემიერი – ვინც ამბობს, რომ ეს კანონი არის რუსული,  ის არა მარტო იტყუება, არამედ ცრუპენტელობს, რადგან  როცა 10 უხეში და რეპრესიული რამ  წერია რუსულ კანონში, საიდანაც არც ერთია ქართულ კანონში, როგორ  არის ქართული კანონი რუსული

2020 წელს ჩვენ მოვისმინეთ ძალიან მძიმე და უხეში ბრალდებები საქართველოს ხელისუფლების მიმართ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით; ამაზე საუბრობდნენ ელჩები, კონკრეტული პოლიტიკოსები, რაც ეფუძნებოდა სინამდვილეში ენჯეოების მიერ დასკვნების გაყალბებას – ცნობილი პარალელური ხმის დათვლას, ცნობილ ზედმეტობებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. მისივე თქმით, უცხოური დაფინანსებით გაყალბდა პარალელური დათვლის მონაცემები, რაც შემდეგ კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ საბაბი გახდა. „ეს კანონი რომ მიიღება, ამის შემდეგ გაიგებს საზოგადოება, ვისი დაფინანსებით ყალბდება ხოლმე პარალელური დათვლის შედეგები. აქამდე ეს ყველაფერი გამჭირვალე არ იყო. ჩვენ გვაქვს ეს ინფორმაცია, მაგრამ არ მინდა ვისაუბრო, ეს არის წარსული. თუმცა, როგორც კი ეს კანონი იქნება მიღებული, საზოგადოება გაიგებს, ვისი დაფინანსებით ყალბდება მაგალითად პარალელური დათვლის შედეგები, ან ზედმეტობის შესახებ მონაცემები,“- აღნიშნა პრემიერმა. მთავრობის მეთაურმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა წერია რუსულ კანონში და რა განსხვავებაა ამ კანონსა და „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს შორის. „ვინც ამბობს, რომ ეს კანონი არის რუსული, ის არა მარტო იტყუება, არამედ ცრუპენტელობს. ეს არის ტყუილის ყველაზე უხეში ფორმა. რატომ არის ეს ცრუპენტელობა და რას ითვალისწინებს მაგალითად რუსული კანონი: რუსული კანონი, გარდა იმისა, რომ ითვალისწინებს დეკლარაციების ჩაბარებას, ითვალისწინებს მაგალითად იმას, რომ რამდენიმე თვით შეიძლება პირდაპირ ჩაჯდეს სახელმწიფო კონტროლი არასამთავრობო ორგანიზაციაში. შეიძლება, შეაჩეროს არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობა ამ კონტროლის განხორციელების პროცესში, შეიძლება საერთოდ აკრძალოს ამ არასამთავრობოს საქმიანობა, შეიძლება სისხლის სამართლის საქმე აღძრას, როგორც ორგანიზაციის, ისე მასში დასაქმებული ადამიანების წინააღმდეგ. გარდა ამისა, რუსული კანონი ითვალისწინებს ბრენდირებას, რაც გულისხმობს იმას, რომ არა მარტო ორგანიზაციაა, არამედ როცა მაგალითად ტელევიზიით გამოდის კონკრეტული პირი და საუბრობს ასეთი ორგანიზაციის სახელით, მას ქვევით ეწერება ტიტრებში, რომ ის არის უცხოელი აგენტი. ეს, ასე ვთქვათ ამერიკული სტანდარტია. ჩამოგითვალეთ 10 პუნქტი, რაც წერია რუსულ კანონში, ძალიან უხეში პუნქტებია, საიდანაც არც ერთი არ წერია ქართულ კანონში. რანაირად არის ქართული კანონი რუსული, ლოგიკა ხომ გაქვთ?,“- განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ ყველა, ვისაც აქვს 9 კლასის განათლება, მიხვდება, რომ როცა 10 უხეში და რეპრესიული რამ წერია რუსულ კანონში, ხოლო არც ერთი – ქართულ კანონპროექტში, არ შეიძლება ამ კანონს რუსული ეწოდოს.

დავით ქართველიშვილი: ეს არის ნეო-ნაციზმი. ეს არის ლიბერალური ფაშიზმი. ამ რეჟიმის დაბრუნებას ცდილობენ საქართველოში

„ესენი წარმოადგენენ აბსოლუტურად გან-სულიერებულ არსებებს, რომლებმაც მათში დაბადებიდან ჩადებული უფლის ხატი და მსგავსება არც კი გაყიდეს…

ზაალ ანჯაფარიძე- სახალხო დამცველმა როგორც იურისტისთვის, ისე მისი თანამდებობისთვის სრულიად არაადექვატური და სახიფათო განცხადება გააკეთა-ეს არის პირდაპირი ნიშანი, რომ ის გამოდის როგორც მხარე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ: “ადმინისტრაციული შენობის შესასვლელების…

ეკა სეფაშვილი: ევროინტეგრაციის კურსის გაგრძელების მიზნით, პოზიტიური ნაბიჯია თუ გამჭვირვალობის კუთხით, გარკვეულ ნაბიჯებს გადავდგამთ – შემდგომში ცოტა უფრო მკაცრი ევროდირექტივის დანერგვა ნაკლებ პრობლემებს გამოიწვევს საქართველოში

„საზოგადოებას შევახსენებ, რომ წინა წლებში სწორედ ევროკავშირის მხრიდან იყო მოთხოვნა არასამთავრობო სექტორის გამჭვირვალობის გაზრდის შესახებ, ამჟამადაც,…

დავით ქართველიშვილი: „გლობალური ომის პარტიის“ შესაძლოა ბოლო გაფართხალების მოწმენი ვართ ერთდროულად სხვადასხვა გეოლოკაციაში განვითარებული იდენტური არეულობების სახით

„დღეს გლობალურ მავნებლობას ებრძვის ვასალურ მძევლობაში მყოფი მთელი ევროპული კონტინენტი,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის…

ირაკლი კობახიძე – კანვასის ტრენინგის ვიდეო არის აშკარა მტკიცებულება იმისა, რომ ამ ქვეყანაში მიზანმიმართულად მზადდებოდა რევოლუცია, დანაშაულის მხარე უნდა გამოიძიოს კონკრეტულმა სამართალდამცავმა უწყებამ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რევოლუცია არ მზადდებოდა

ჩვენ ვნახეთ რევოლუციის მოწყობის ღია მცდელობა 2022 წლის ივნისში, როცა არჩევნების მიუხედავად, არჩევნების მიღმა ითხოვ მთავრობის…

ირაკლი კობახიძე – კოლექტიურ “ნაცმოძრაობას“ სხვა შანსი არ აქვს, რომ დღეს არ სცადონ კიდევ ერთხელ ესკალაცია, თუმცა წარმატების არავითარი რესურსი არ აქვთ, როგორ შეძლება, პოლიტიკური უმცირესობის თუნდაც ძალადობრივი აქცია გახდეს პოლიტიკური უმრავლესობის მიერ გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზი

რადიკალურ დაჯგუფებებს, ოპოზიციას, კოლექტიურ “ნაცმოძრაობას“ სხვა შანსი არ აქვს, რომ დღეს არ სცადონ კიდევ ერთხელ ესკალაცია,…