fbpx

სამხედრო ბაზებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა სოხუმის დაცემიდან…

ზვიად შალამბერიძე: ჩვენ ვართ ერთნი და ჩვენ ერთმანეთს აუცილებლად დავიბრუნებთ სოხუმის დაცემიდან დღეს 29 წელი შესრულდა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ და ხელისუფლების სხვა…

„თბილისობა 22“ პირველ და 2 ოქტომბერს მრავალფეროვანი პროგრამით

დედაქალაქის მთავარი დღესასწაული – „თბილისობა 2022“ პირველ და 2ოქტომბერს მრავალფეროვანი პროგრამით აღინიშნება.რიყის პარკი1-ელი და 2 ოქტომბერი11:00…

ჯანდარაში, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა, მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კარგარეთელმა, მერის მოადგილემ, ფუად მირზოევმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა, სამირ ხიალოვმა და ვუგარ…

ორფოლოს პოლიგონზე 62-ე ბატალიონმა საველე წვრთნა დაასრულა

თადაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-6 საარტილერიო ბრიგადის 62-ე საარტილერიობატალიონის საველე წვრთნები ორფოლოს პოლიგონზე დასრულდა. საარტილერიო ბატალიონმაწვრთნების…

ირაკლი ღარიბაშვილი – პროკურატურის სისტემის განვითარება ჩვენი გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჩვენი უცვლელი პრიორიტეტია

ძვირფასო სტუმრებო, დიდი პატივია ჩემთვის და ჩვენ ვართ მოხარული, რომ პირველად ვმასპინძლობთ პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის წლიურ 27-ე კონფერენციას და გენერალურ შეხვედრას საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პროკურორთა საერთაშორისო 27-ე წლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, პროკურატურის სისტემის განვითარება ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მთავრობის უცვლელი პრიორიტეტია. პრემიერმა ირაკლი შოთაძესა და მის პროფესიონალთა გუნდს მადლობა გადაუხადა. „მსურს განსაკუთრებით მივესალმო ჩვენს ძვირფას სტუმრებს – პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტს ჩოელ კიუ  ვანგს, გენერალურ მდივანს ჰან მორაალს, ევროჯასტის პრეზიდენტს, ბატონ ლადისლავ ჰამრანს,  გაეროს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მოადგილეს, ქალბატონ ნაჟატ შამემ ხანს და ძალიან ბევრი ქვეყნის პროკურატურების ხელმძღვანელებს, მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე პროფესიონალებსა და მაღალი დონის ექსპერტებს მთელი მსოფლიოდან.  კონფერენციის სათაური – „გლობალური მოვლენები, რომლებმაც შეცვალეს  სისხლის სამართლის მართლმსაჯულების  სისტემები“, ნათლად მეტყველებს იმაზე, თუ რა რთულ, გამოწვევებით სავსე დროში გვიწევს ცხოვრება და საქმიანობა. კორონავირუსის პანდემიით განპირობებული სირთულეების, ახლა უკრაინაში ომი, ევროპის კონტინენტზე საომარი მოქმედებებიდან გამომდინარე საფრთხეების, ასევე ციფრულ ტრანსფორმაციასთან დაკავშირებულ დანაშაულთა, მათ შორის, კრიპტოვალუტის მეშვეობით ფულის გათეთრების თუ კიბერდანაშაულის მზარდი მასშტაბების პირისპირ აშკარაა, რომ დღეს მსოფლიო განახლების რთულ პროცესს გადის; უფრო სამართლიანი, დემოკრატიული, მშვიდობიანი საერთაშორისო საზოგადოების მშენებლობაში სამართალდამცავ ორგანოთა მუშაობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, იქნება ეს ეროვნულ დონეზე თუ საერთაშორისო პარტნიორობის ფარგლებში.  პროკურატურის სისტემის განვითარება ჩვენი გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჩვენი უცვლელი პრიორიტეტია. ჩვენს დროს პროკურატურის დამოუკიდებლობა ქვეყნის უზენაესი კანონით – კონსტიტუციით იქნა აღიარებული და სრულად დამოუკიდებელ ინსტიტუციად ჩამოყალიბდა. მასშტაბური რეფორმების შედეგად საქართველოს პროკურატურა ეფექტიან, ანგარიშვალდებულ და გამჭვირვალე ინსტიტუციად ჩამოყალიბდა და, ამასთან, მუდმივად ვითარდება. მე მინდა, ჩვენს გენერალურ პროკურორს, ბატონ ირაკლი შოთაძეს და მის პროფესიონალთა გუნდს მადლობა გადავუხადო,”- აღნიშნა პრემიერმა.  მისივე თქმით, ტრანსფორმაციაში უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო პარტნიორების მუდმივი თანადგომა, როგორიცაა პროკურორთა საერთაშორისო ასოციაცია. „რა თქმა უნდა, ამ ტრანსფორმაციაში უმნიშვნელოვანესია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მუდმივი თანადგომა, თქვენი თანადგომა. განსაკუთრებით ვაფასებთ ისეთ ავტორიტეტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას, როგორიცაა პროკურორთა საერთაშორისო ასოციაცია. 180-ზე მეტი ქვეყნის უწყებებთან თუ ინდივიდუალურ წევრებთან თანამშრომლობა, ერთი მხრივ, არსებითია ჩვენი პროკურატურის შემდგომი სრულყოფისათვის, განვითარებისთვის და, ამავდროულად, გვჯერა, რომ თავადაც მნიშვნელოვან როლს ვთამაშობთ სამართლიანი და დემოკრატიული მსოფლიოს მშენებლობაში.  მიმდინარე კონფერენციით და ამ დღეებში დაგეგმილი ღონისძიებებით, მათ შორის,საქართველოს პროკურატურასა და ევროკავშირის პროკურატურას შორის სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმების გაფორმებით კიდევ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ ჩვენი საერთო მიზნებისაკენ.  დაბოლოს, მსურს მადლობა გადავუხადო ასოციაციის აღმასრულებელ კომიტეტს მსოფლიო კონფერენციის მასპინძლად საქართველოს პროკურატურის დასახელებისთვის. ეს ჩვენთვის დიდი პატივია. ჩვენ ამას აღვიქვამთ ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმებისა და ინსტიტუციური  განვითარების მნიშვნელოვან აღიარებად. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც დიდი ძალისხმევა გასწია კონფერენციის მაღალ დონეზე ჩასატარებლად. ჩვენი მთავრობის სახელით გპირდებით, რომ მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციასთან   თამაშრომლობის გასაღრმავებლად. წარმატებულ და ნაყოფიერ სამუშაო დღეებს გისურვებთ. დიდი მადლობა! ,“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. კონფერენციის მონაწილეებს აგრეთვე სიტყვით მიმართეს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ და პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტმა ჩეოლ-კიუ ჰუანმა.  ღონისძოებას 60 ქვეყნის …

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ძალოსნის, რაფაელ ჩიმიშკიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ძალოსნის, რაფაელ ჩიმიშკიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. როგორც მთავრობის მეთაური ფეისბუქ გვერდზე აღნიშნავს, მისმა სპორტულმა მიღწევებმა რაფაელ  ჩიმიშკიანი ქართული სპორტის ნამდვილ ლეგენდად, მსოფლიო ძალოსნობის  ერთ-ერთ გამორჩეულ ფიგურად აქცია. „მწუხარებას გამოვთქვამ სახელოვანი ძალოსნის რაფაელ ჩიმიშკიანის გარდაცვალების გამო. მისმა სპორტულმა მიღწევებმა რაფაელ  ჩიმიშკიანი ქართული სპორტის ნამდვილ ლეგენდად, მსოფლიო ძალოსნობის  ერთ-ერთ გამორჩეულ ფიგურად აქცია. გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ ბატონი რაფაელის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“, – აღნიშნავს პრემიერი.

კოჯორში მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები დასრულდა და საგზაო მოძრაობა აღდგა

დაბა კოჯორში, იუნკერთა ქუჩაზე, სადაც მიმდინარე წლის ივნისშიმიწის მასის ჩამოშლამ გზის სავალი ნაწილი დააზიანა, ასფალტისსაფარი დაიგო…

ბინები, აგარაკი, მიწის ნაკვეთები, აპარტამენტი- ეკა გიგაურის ქონება

ცემა-ტყეპა ,,ენმ,,-ის ოფისში

მოძრაობა “საქართველოსთვის” წევრი, გიორგი მუმლაძე ამტკიცებს, რომ “ენმ”-ის ოფისში მას და კიდევ 6 ადამიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ,…

ჩაფიძის გულის ცენტრის 133-ე საქველმოქმედო აქცია ვეტერანებისთვის

მიმდინარე წლის 24 სექტემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა,…

ზნეობა, პრინციპულობა და ღირსება – ეს ის მთავარი თვისებებია, რითიც თამამად შემიძლია მისი დახასიათება-გიორგი მამაცაშვილი

ჟურნალისტი გიორგი მამაცაშვილი სოციალურ ქსელში თეიმურაზ კუპატაძის დაწინაურებას ეხმიანება- თემოს ბავშვობიდან ვიცნობ.სკოლის პერიოდიდან.და ვიცნობ, როგორც ზნეობრივ…

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენს ებრაელ ძმებს საქართველოში და მათ, ვინც ისტორიულ სამშობლოში – ისრაელში დაბრუნდით, ებრაელ ხალხს მთელ მსოფლიოში გულითადად გილოცავთ ახალ წელს – როშ ჰაშანას

ჩვენს ებრაელ ძმებს საქართველოში და მათ, ვინც ისტორიულ სამშობლოში – ისრაელში დაბრუნდით, ებრაელ ხალხს მთელ მსოფლიოში…

გარდაბანში „ახალგაზრდული ფესტივალი 2022“ ჩატარდა

24 სექტემბერს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით,  გარდაბანში „ახალგაზრდული…

დღეს ჭყონდიდობაა, დღესასწაული განსაკუთრებულად მარტვილში აღინიშნება

დღეს ჭყონდიდობაა. დავით აღმაშენებლის და მწიგნობართუხუცესის ხსენების რელიგიური და საერო დღესასწაული განსაკუთრებულად მარტვილში აღინიშნება. დილიდან სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ, მოადგილეებთან, მარტვილის მერთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მარტვილს დამეგობრებული ქალაქების დელეგაციებთან ერთად გიორგი ჭყონდიდელი ძეგლი შეამკო. მთელი დღის განმავლობაში, განახლებული რეგიონების ფარგლებში რეაბილიტირებულ თავისუფლების ქუჩაზე, სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები გაიმართება. ასევე ღონიძიების ფარგლებში მოხდება მარტვილის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება. გამოფენილია ხალხური რეწვის ნიმუშები. ადგილობრივებს და სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში საშულება აქვთ მონაწილეობა მიიღონ მეგრული კულინარიის მასტერკლასებში. მარტვილში ჭყონდიდობის დღესასწაული აღნიშვნა საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვით დაიწყო. ღონისძიება საღამოს გელა გნოლიძის  ღამის შოუს ბენდის  კონცერტით დასრულდება