fbpx

,,საქართველოს ბანკი”  სპეცოპერაციის  მონაწილე თითოეულ ადამიანს მადლობას უხდის

,,საქართველოს ბანკი” განცხადებას ავრცელებს და სპეცოპერაციის  მონაწილე თითოეულ ადამიანს მადლობას უხდის. ,,ბოროტმოქმედი დაკავებულია, ყველა მძევლად აყვანილი უდანაშაულო…

შსს ოფიციალურად ადასტურებს „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელის დაკავებასა და მძევლების გათავისუფლებას

„დაკავებულია ერთი პირი გიდასტურებთ, სპეცოპერაცია არის დასრულებული, ყველა მძევალი არის თავისუფალი“, –  განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული…

ირაკლი ღარიბაშვილი  –  მაქვს პატივი, წარმოვადგენდე საქართველოს და პარტნიორებთან ერთად  მონაწილეობას ვიღებდე მნიშვნელოვან დისკუსიებში უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დელეგაციასთან ერთად, გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო. მთავრობის მეთაური  სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს, რომ პარტნიორებთან ერთად  მნიშვნელოვან დისკუსიებში მონაწილეობს უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად. “მონაწილეობას ვიღებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის გახსნით სესიაში, რომელზეც მსოფლიო ლიდერები გლობალური დღის წესრიგის ყველაზე აქტუალურ საკითხებს იხილავენ

ადიგენის მუნიციპალიტეტში, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და ახალგაზრდების ხელშეწყობის მიზნით, სპორტული მინი მოედნების მოწყობა მიმდინარეობს

ადიგენის მუნიციპალიტეტში, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და ახალგაზრდების ხელშეწყობის მიზნით, სპორტული მინი მოედნების მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოების…

ილია დარჩიაშვილი – გაეროს გენერალური მდივნის მხრიდან დადებითად შეფასდა საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკა, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების მიმართულებით

გაეროს გენერალური მდივნის მხრიდან ძალიან ძლიერი მხარდაჭერა იქნა გამოხატულის აქართველოს მიმართ და მისი მხრიდან დადებითად შეფასდა…

ქართულ სკოლებში წარმატებით ჩაირიცხა 1500-ზე მეტი უკრაინელი მოსწავლე, რომლებიც რუსული აგრესიის გამო იძულებული გახდნენ გამოქცეულიყვნენ-ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოში პრიორიტეტად მივიჩნევთ განათლების სისტემის მხარდაჭერას  სტუდენტებისთვის ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც მიმდინარე რუსულმა ოკუპაციამ ხელყო ყოველდღიური ცხოვრების ბევრი ასპექტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში გამართულ განათლების გარდაქმნის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ქართულ სკოლებში წარმატებით ჩაირიცხა 1500-ზე მეტი უკრაინელი მოსწავლე, რომლებიც რუსული აგრესიის გამო იძულებული გახდნენ გამოქცეულიყვნენ.

 საქართველო ამაყობს, რომ უერთდება დღეს, აქ, ჩვენს პარტნიორებს, რომლებმაც იკისრეს ვალდებულება თავიანთი თემები განათლების გზით გააძლიერონ-ირაკლი ღარიბაშვილი

ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ მიზნად დავისახეთ სოციალური, კულტურული და ფინანსური ბარიერების შემცირება სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის შეუფერხებლად უზრუნველსაყოფად, სამეცნიერო კვლევის შესაძლებლობებსაც მივცემთ ახალგაზრდა თაობას. გარდა ამისა, საქართველოს განათლების სისტემა ხელს შეუწყობს 21-ე საუკუნის უნარებისა და კომპეტენციების ფართო სპექტრის განვითარებას ყველა დონეზე, – –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში გამართულ განათლების გარდაქმნის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო იღებს ვალდებულებას განახორციელოს ეფექტიანი მექანიზმები მასწავლებლის პროფესიის ხარისხისა და მიმზიდველობის გასაუმჯობესებლად. მანვე ხაზი გაუსვა გაეროს ხელმძღვანელობით საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას ამ მიმართულებით. „საქართველო იღებს ვალდებულებას განახორციელოს ეფექტიანი მექანიზმები მასწავლებლის პროფესიის ხარისხისა და მიმზიდველობის გასაუმჯობესებლად. განათლების ყველა საფეხურზე კვალიფიციური მასწავლებლებისა და სპეციალისტების აყვანისა და შენარჩუნების ხელშეწყობა და მათი უწყვეტი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა იქნება განათლების პოლიტიკის დღის წესრიგის სათავეში. საქართველო ასევე გადადგამს ნაბიჯებს, რომლებიც მიზნად ისახავს  ინკლუზიური, უსაფრთხო და ჯანსაღი სასკოლო გარემოს უზრუნველყოფას, სკოლაში კვებისა და სამედიცინო, აგრეთვე ფსიქო-სოციალური და ემოციური მხარდაჭერის სერვისების ხელმისაწვდომობის მხარდაჭერით. პატივცემულო მონაწილეებო, დასკვნის სახით ნება მომეცით, ხაზი გავუსვა გაეროს ხელმძღვანელობით საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას განათლების გარდაქმნის უკეთესი საერთო მომავლის, მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის. საქართველო ამაყობს, რომ უერთდება დღეს, აქ, ჩვენს პარტნიორებს, რომლებმაც იკისრეს ვალდებულება თავიანთი თემები განათლების გზით გააძლიერონ. ერთობლივი ძალისხმევითა და საერთაშორისო კონსოლიდაციით, ჩვენ მივაღწევთ განათლებისა და ჰუმანურობის დასახულ მიზნებს. დიდი მადლობა!,“- აღნიშნა პრემიერმა

ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველო და თურქეთი დიდი ხნის პარტნიორები და კარგი მეზობლები ვართ და მტკიცედ ვიკისრეთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარების ვალდებულება

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება. პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ საქართველო და თურქეთი დიდი ხნის პარტნიორები და კარგი მეზობლები არიან და მათ მტკიცედ იკისრეს სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარების ვალდებულება. “თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შევხვდი. განვიხილეთ ორმხრივი, რეგიონალური და მრავალმხრივი დღის წესრიგის საკითხები. საქართველო და თურქეთი დიდი ხნის პარტნიორები და კარგი მეზობლები ვართ, რომლებმაც მტკიცედ ვიკისრეთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარების ვალდებულება”,-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა

საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა და მსოფლიოსა და კავკასიის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და  თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობას. აღინიშნა ბოლო წლებში ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვანი შედეგები, მაღალი დონის ორმხრივი ურთიერთობების პოლიტიკური დინამიკა და რეგიონულ-გეოსტრატეგიული ხასიათის პროექტებში საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ჩართულობა და აქტიური თანამშრომლობა. განსახილველ საკითხებს შორის იყო უკრაინაში მიმდინარე ომი და, შედეგად, მსოფლიოსა და რეგიონში არსებული რთული უსაფრთხოების ვითარება. ხაზი გაესვა რეგიონის შემდგომი განვითარებისა და გრძელვადიანი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. ამ კონტექსტში, აღინიშნა ირაკლი ღარიბაშვილის შუამავლობით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გასულ წელს მიღწეული შეთანხმება, რომლის შედეგადაც აზერბაიჯანმა სომეხი ტყვეები გაათავისუფლა, სომხეთმა კი, აზერბაიჯანს მნიშვნელოვანი რუკები გადასცა. აღინიშნა, რომ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას  შორის არსებული ეფექტიანი თანამშრომლობის ყველა მიმართულებით კიდევ უფრო განვითარება მნიშვნელოვანია ასევე რეგიონის სტაბილური და მდგრადი განვითარებისთვის. პრემიერ-მინისტრმა თურქეთის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია.

ირაკლი ღარიბაშვილი – ინკლუზიური, თანაბარუფლებიანი და მაღალი ხარისხის განათლება ადამიანის ფუნდამენტური უფლება და საქართველოს მთავრობის უპირატესი სტრატეგიული პრიორიტეტია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში გამართულ განათლების გარდაქმნის მაღალი დონის სამიტის მონაწილე ლიდერებს სიტყვით მიმართა. პრემიერ-მინისტრი გამართულ სამიტს სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ინკლუზიური, თანაბარუფლებიანი და მაღალი ხარისხის განათლება ადამიანის ფუნდამენტური უფლება და საქართველოს მთავრობის უპირატესი სტრატეგიული პრიორიტეტია. “ინკლუზიური, თანაბარუფლებიანი და მაღალი ხარისხის განათლება ადამიანის ფუნდამენტური უფლება და საქართველოს მთავრობის უპირატესი სტრატეგიული პრიორიტეტია. დღეს მქონდა პატივი, დავსწრებოდი ტრანსფორმაციული განათლების სამიტს და სიტყვით მიმემართა მონაწილე ლიდერებისადმი. ვრჩებით განათლების გარდაქმნის იდეის ერთგული ჩვენი ახალგაზრდობისთვის უკეთესი მომავალის შესაქმნელად”,- წერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერეშს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერეშს შეხვდა. მთავრობის მეთაურის ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მსოფლიოში არსებული ვითარება და გამოწვევები მიმოიხილეს. ირაკლი ღარიბაშვილმა ანტონიო გუტიერეშს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ აფასებს გაეროს ჩართულობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის ერთგულია, რაც საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციასა და საოკუპაციო ხაზით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად. საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს და მის გავლენას მსოფლიოზე. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომმა საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურა და წესებზე დაფუძნებული წესრიგი მთლიანად შეარყია. საუბარი შეეხო სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. ხაზი გაესვა ირაკლი ღარიბაშვილის ძალისხმევით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულ შეთანხმებას, რომლის შედეგადაც აზერბაიჯანმა სომეხი ტყვეები გაათავისუფლა, თავის მხრივ კი, სომხეთმა აზერბაიჯანს მნიშვნელოვანი რუკები გადასცა. პრემიერ–მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა, კვლავაც შეასრულოს მედიატორის როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად

ჯუანშერ ბურჭულაძე ჟურნალისტს : „თქვენი მისია არის ქართული ჯარის და სახელმწიფოს დისკრედიტაცია

„ქობულეთში 1955 წელს ჩემი ბაბუის მამამ ააშენა სახლი და იყო ერთ-ერთი საუკეთესო სახლისაქართველოში. თქვენ გერევით თქვენს…

ჯუანშერ ბურჭულაძე: „ნუ დახატავთ ისე თითქოს გადინება გვაქვს, სამინისტრო
მაქსიმალურად ზრუნავს სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე

“„ავიაციას შემოუერთდნენ, დაუბრუნდნენ ისეთი სპეციალისტები, ვინც ათეული წლისგანმავლობაში იყვნენ საზღვარგარეთ წასულები” – აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებსსაქართველოს თავდაცვის…

ბოლნისის მერიასა და HEKS-EPER Georgias-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ, ეკონომიკურ დაპოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისთვის”ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიასა და…

რიკოთის გარკვეული მონაკვეთები წელს გაიხსნება, ხოლო მთლიანად 52 კმ-იანი გზა 2023 წელს დასრულდება

„ჩვენს ქვეყანაში დღეს რაც ხდება ინფრასტრუქტურის განვითარებასთან მიმართებაში, არის უპრეცედენტო, როგორც მასშტაბით, ისე შინაარსით. გვაქვს ტექნოლოგიურად…