fbpx

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა პატივი მიაგო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას 

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა, ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, პატივი მიაგო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას და ყვავილებით შეამკო გმირთა მემორიალი დაბა თიანეთში. 

ა(ა)იპ თიანეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ჩართულობით, თემატური ღონისძიება გაიმართა, რომელსაც მერიისა და ააიპ-ების თანამშრომლები ესწრებოდნენ. 

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით – 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები  1000 ლარს მიიღებენ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება