fbpx

ირაკლი კობახიძე – ზუსტად იგივე მიზანი აქვს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის შესახებ კანონს, რა მიზანიც აქვს პოლიტიკური პარტიების გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობას

ზუსტად იგივე მიზანი აქვს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის შესახებ კანონს, რა მიზანიც აქვს პოლიტიკური პარტიების გამჭვირვალობის შესახებ…

ირაკლი კობახიძე – თუ სუვერენიტეტს დაკარგავ, შეუძლებელია სათანადოდ იზრუნო შენი ეროვნული ამოცანების მიღწევაზე

თუ სუვერენიტეტს დაკარგავ, შეუძლებელია სათანადოდ იზრუნო შენი ეროვნული ამოცანების მიღწევაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ…

ირაკლი კობახიძე -გვესმის განცხადებები, თითქოს კანონი ეწინააღმდეგება ევროპულ პრინციპებს, მაგრამ ნული კონკრეტიკა, ეს არის მიუღებელი დამოკიდებულება,  მზად ვართ დისკუსიისა და კონკრეტული შენიშვნების  გათვალისწინებისთვი

ირაკლი კობახიძე – გვესმის განცხადებები, თითქოს კანონი ეწინააღმდეგება ევროპულ პრინციპებს, მაგრამ ნული კონკრეტიკა, ეს არის მიუღებელი დამოკიდებულება, მზად ვართ დისკუსიისა და კონკრეტული შენიშვნების გათვალისწინებისთვის როგორც კი ჩვენ მოვისმენთ კონკრეტულ შენიშვნებს ამ კანონთან დაკავშირებით, მზად ვართ დისკუსიისთვის და ასევე შენიშვნების გათვალისწინებისთვის,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დღემდე რეალური, სამართლებრივი შენიშვნა არ ყოფილა, არის ზოგადი განცხადებები, თითქოს კანონი ეწინააღმდეგება ევროპულ პრინციპებს.  „ჩვენ აბსოლუტურად ღია ვართ თანამშრომლობისთვის, დისკუსიებისთვის, კონსულტაციებისთვის, ერთადერთი რაც არის მნიშვნელოვანი, ეს არის სამართლიანი, ღირსეული დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ. როცა საქმე ეხება კონკრეტულად ამ კანონს, ჩვენ ვითხოვთ ერთადერთ რამეს – ნაცვლად ზოგადი განცხადებებისა, გვინდა, მოვისმინოთ კონკრეტული შენიშვნები კანონთან დაკავშირებით, ეს არის სამართლიანი, ღირსეული მიდგომა პარტნიორის მიმართ. ეს არის ერთადერთი რასაც ვითხოვთ. როგორც კი ჩვენ მოვისმენთ კონკრეტულ შენიშვნებს ამ კანონთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მზად ვართ დისკუსიისთვის, მზად ვართ ასევე შენიშვნების გათვალისწინებისთვის. ამასთან დაკავშირებით მე მქონდა საუბარი მაგალითად შარლ მიშელთან, ბატონ კოპმანთან და სხვებთან, ჩვენს პარტნიორებთან. როგორც კი მოვისმენთ კონკრეტულ შენიშვნებს კანონთან დაკავშირებით, აბსოლუტურად ღია ვართ დისკუსიისთვის, უფრო მეტიც მზად ვართ შენიშვნების გათვალისწინებისთვის. დღემდე არც ერთი შენიშვნა რეალურად არ მოგვისმენია, არც ერთი სამართლებრივი შენიშვნა არ მოგვისმენია, არის ზოგადი განცხადებები იმასთან დაკავშირებით, თითქოს ეს კანონი ეწინააღმდეგება ევროპულ პრინციპებს, მაგრამ ნული კონკრეტიკა, ეს არის მიუღებელი დამოკიდებულება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძე – ყველას მოვუწოდებ, რომ თავი შეიკავონ ორმაგი სტანდარტისგან და სადაც დასაგმობია ძალადობა, ყველგან დაგმონ, განურჩევლად მათი პოლიტიკური სიმპათიებისა

პოლიტიკოსებს და ასეთ ეპითეტებს იყენებ, გასაგებია რასთანაც გვაქვს საქმე. მინდა ერთი რამ ვთქვა, რომ ორმაგი სტანდარტი…

ირაკლი კობახიძე – ვეტო უნდა იყოს ჩამოყალიბებული კონკრეტული კანონპროექტის სახით, აქ უკვე იძულებაა, რომ კონკრეტული რაღაც შემოგთავაზონ, მანამდე მზად ვართ პოზიციების შეჯერებისთვის

შესაძლებელია ვეტოს პროცედურის გამოყენება იმისთვის, რომ ჩვენ შევაჯეროთ პოზიციები გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა…

პრემიერი – 2004-2012 წლებში თვისებრივად გაფართოვდა რუსეთის ფედერაციის გავლენა საქართველოს ტერიტორიაზე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში რუსეთის ფედერაციას არ ჰქონია ტერიტორიული წინსვლა საქართველოში

2004-2012 წლებში თვისებრივად გაფართოვდა რუსეთის ფედერაციის გავლენა საქართველოს ტერიტორიაზე. რაც შეეხება ჩვენს ხელისუფლებას, რეალურად პირველი ხელისუფლებაა…

ირაკლი კობახიძე – კანონის გაუქმებას ითხოვენ, რადგან არავის სიამოვნებს გამჭვირვალობა, ეს გასაგებია, თუმცა ვერ იქნება მისაღები ჩვენთვის, ჩვენთვის მისაღებია მხოლოდ ისეთი დამოკიდებულება, რომელიც ითვალისწინებს ქართული საზოგადოებისთვის ფინანსების გასაჯაროებას

ირაკლი კობახიძე – კანონის გაუქმებას ითხოვენ, რადგან არავის სიამოვნებს გამჭვირვალობა, ეს გასაგებია, თუმცა ვერ იქნება მისაღები ჩვენთვის, ჩვენთვის მისაღებია მხოლოდ ისეთი დამოკიდებულება, რომელიც ითვალისწინებს ქართული საზოგადოებისთვის ფინანსების გასაჯაროებას რატომ ითხოვენ ამ კანონის გაუქმებას – მიზეზი მარტივია, არავის სიამოვნებს გამჭვირვალობა, არავის უნდა, რომ მისი ფული დაიხარჯოს გამჭვირვალედ, ყველას აქვს დისკომფორტი ამასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ეს პოზიცია არის აბსოლუტურად გასაგები, თუმცა ვერ იქნება მისაღები ჩვენთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გაუმჭვირვალობის გამო ჩამოყალიბდა ნეგატიური პრაქტიკა, რამაც ამ კანონის მიღება გახადა აუცილებელი.  „ჩვენთვის არის მისაღები მხოლოდ ისეთი დამოკიდებულება, რომელიც ითვალისწინებს ქართული საზოგადოებისთვის ფინანსების გასაჯაროებას და ამ ფინანსების გამჭვირვალობას. რაც შეეხება იმას, რატომ გახდა ამ კანონის ინიცირება, მიღება აუცილებელი – პირველ რიგში ვიტყვი, რომ  ნეგატიური პრაქტიკა ჩამოყალიბდა საქართველოში სწორედ გაუმჭვირვალობის გამო და მინდა, შეგახსენოთ, თუ რა ტიპის აქტივობები ფინანსდებოდა გარე წყაროებიდან, ეს იყო მაგალითად კონკრეტული ორგანიზაციების ჩართულობა რევოლუციურ პროცესებში, ასევე ეს იყო ლგბტ პროპაგანდის პირდაპირი დაფინანსება, მართლმადიდებელ ეკლესიაზე შეტევის, თავდასხმის დაფინანსება, ნარკოტიკების პროპაგანდა,  ეკონომიკური პროექტების დაბლოკვა. ამას წინათ, გავხსენით ქვეშეთი-კობის უნიკალური გვირაბი 9-კილომეტრიანი გვირაბი, აქამდე ყველაზე გრძელი გვირაბი იყო რიკოთის გვირაბი, 2 კილომეტრზე ნაკლებია მისი სიგრძე და საქართველოში განხორციელდა უნიკალური პროექტი 9-კილომეტრიანი გვირაბი გაიჭრა, რომელიც გაიხსნება ახლო მომავალში. ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია აპროტესტებდა ამ გვირაბის გაჭრას, მშენებლობას, შესაბამისი პროექტის განხორციელებას. მას უნდოდა ამ სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტის დაბლოკვა აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი საბაბით. მადლობა ღმერთს, ვერ მიაღწია თავისას, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. გახსოვთ, რა ხდებოდა ჰესებთან დაკავშირებით და ა.შ. ნეგატიური პრაქტიკა ჩამოყალიბდა, რამაც გახადა აუცილებელი ამ კანონის მიღება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – ქართული კანონი თავიდან ბოლომდე შესატყვისობაშია ევროპულ სტანდარტებთან, ერთადერთ რამეს ითვალისწინებს – ეს არის ორგანიზაციის მიერ წელიწადში ერთხელ დეკლარაციის გამოქვეყნება, მის მიღმა არაფერი

ქართული კანონი თავიდან ბოლომდე შესატყვისობაშია ევროპულ სტანდარტებთან, ერთადერთ რამეს ითვალისწინებს – ეს არის ორგანიზაციის მიერ წელიწადში ერთხელ დეკლარაციის გამოქვეყნება, მის მიღმა არაფერი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ძალიან ჰგავს რუსული კანონი ამერიკულ კანონს, მაგრამ სინამდვილეში არავითარი კავშირი, მსგავსება არ არის ქართულ კანონს, აქეთ რუსულ და იქით ამერიკულ კანონებს შორის.  „რაც შეეხება არის თუ არა კანონი რუსული – კონკრეტული ნიშნები უნდა იყოს მსგავსების და ეს ყველაფერი უნდა იყოს მტკიცებულებებით დადასტურებული. რაც შეეხება რუსულ კანონს, რას ითვალისწინებს რუსული კანონი – ყველაზე ძირითად პუნქტებს ჩამოვთვლი, მაგალითად რუსული კანონი ითვალისწინებს ორგანიზაციაში პირდაპირი სახელმწიფო კონტროლის შესვლას, პირდაპირ შეიძლება, შევიდეს ოფისში სახელმწიფო კონტროლი, ჩაჯდეს ორგანიზაციაში და ადგილზე აკონტროლოს  ნებისმიერი დოკუმენტი, საქმიანობა შესაბამისი ორგანიზაციის. მეორე – კანონით გათვალისწინებულია ორგანიზაციის საქმიანობის შეჩერება, უფრო მეტიც, საჭიროების შემთხვევაში შეიძლება, გაუქმდეს შესაბამისი ორგანიზაცია. ასევე რუსული კანონით გათვალისწინებულია ორგანიზაციებისა და არამარტო ორგანიზაციების, შესაბამისი ადამიანების ანუ ორგანიზაციის წარმომადგენლების ბრენდირება კონკრეტული ფორმით, მაგალითად, როდესაც ტელევიზიით გამოდის კონკრეტული პირი, ორგანიზაციის წარმომადგენელი, ქვევით უნდა იყოს აუცილებლად მიწერილი, რომ ის არის უცხოელი აგენტი. ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არის გათვალისწინებული რუსული კანონით – ეს არის ძირითადი პუნქტები. ჩამოვთვალე დაახლოებით 5-6 პუნქტი. ხედავთ, რომ არცერთი ეს პუნქტი ქართულ კანონში გათვალისწინებული არ არის ანუ თავიდან ბოლომდე ქართული კანონი არის შესატყვისობაში ევროპულ სტანდარტებთან, ერთადერთ რამეს ითვალისწინებს – ეს არის ორგანიზაციის მიერ წელიწადში ერთხელ დეკლარაციის გამოქვეყნება, მის მიღმა არაფერი. აქედან გამომდინარე, როცა არაფერი არ გაქვს, როცა ერთი მეორეს საერთოდ არ ჰგავს, ბუნებრივია, შეუძლებელია, რომ ორ კანონს შორის ტოლობის ნიშანი დასვა. ეს არის უმარტივესი ლოგიკა, რომელიც მარტივად უნდა წაიკითხოს ყველამ. ამაზე ბევრად მკაცრი კანონები, ეს არაერთხელ ითქვა, მოქმედებს აშშ-ში, აქაც არის მაგალითად გათვალისწინებული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, ადამიანებზე ვრცელდება ამერიკული კანონი, რომელსაც ეწოდება უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი და ა.შ. ძალიან ჰგავს რუსული კანონი ამერიკულ კანონს, მაგრამ სინამდვილეში არავითარი კავშირი, მსგავსება არ არის ქართულ კანონს, აქეთ რუსულ და იქით ამერიკულ კანონებს შორის, გამომდინარე იქიდან, რომ არც რუსული და არც ამერიკული კანონი არ არის შესატყვისობაში ადამიანის უფლებების ევროპულ სტანდარტებთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

ირაკლი კობახიძე – ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ჩვენი ქვეყნის, მოსახლეობის წინაშე, მათ შორის იმაზე, რომ უზრუნველყოფილი იყოს მშვიდი გარემო და ამ კანონის ინიცირება ემსახურება სწორედ ამ ძალიან პრინციპულ ამოცანას

ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ჩვენი ქვეყნის წინაშე, ჩვენი მოსახლეობის წინაშე, მათ შორის იმაზე, რომ ამ ქვეყანაში უზრუნველყოფილი…

ირაკლი კობახიძე – ხელისუფლებას აქვს მკაფიოდ განსაზღვრული კურსი და როგორც ევროკავშირში, ისე ნატოში ინტეგრაცია ხელისუფლების კონსტიტუციურ ამოცანად განისაზღვრა

მოწოდებაა, რომ გაიხსნას მოლაპარაკებები საქართველოსთან დეკემბერში, როცა ეს გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული. შესაბამისად, ჩვენი პოზიცია ნათელია,…

ლევან ნიკოლეიშვილი-მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილში უსაფრთხოება ისევ გამოწვევის წინაშეა, ევროპის ბევრ ქვეყნებშიც მოსალოდნელია ხელისუფლების ცვლილებები, ამიტომაც ჩქარობენ გარკვეული ძალები, საქართველოში დაგეგმილი პოლიტიკური ავანტიურა არჩევნებამდე გაათამაშონ

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ექსპერტი იმ ძირითად…

კახა კალაძე: საჭიროა შევიარაღდეთ სიმართლით, ზუსტი ინფორმაციით, მოვიძიოთ ფაქტები, გავაანალიზოთ მიმდინარე პროცესები, რადგან ეს ყველა ჩვენგანის ვალია ქვეყნის წინაშე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები კონკრეტული ძალების მიერ დაგეგმილი სცენარის გამოძახილია.   სოციალურ…

კახა კალაძე: ძალადობაა, როცა ზეწოლის გზით გაიძულებენ გაიმეორო მათი მესიჯები; ძალადობაა, როდესაც მოითხოვენ დაესწრო აქციებს

თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში” მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და გამჭვირვალობის…

პრემიერ-მინისტრი  ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს ქვეყანაშიარსებულეკონომიკურ და პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ქვეყანაში არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება განიხილეს. საუბარი…

ანონსი

11 მაისს, 13.00 საათზე, ბორჯომში, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი, რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე და საპარლამენტო…