ნაძალადევის რაიონში, ხევძმარის ქუჩა N10ბ-ს მიმდებარედ გზის დამჭერი კედლისმოწყობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 72მ სიგრძის საყრდენი კედელიშენდება.სამუშაო…
თვე: თებერვალი 2023
პრემიერ-მინისტრი Goldman Sachs-ის გლობალური ურთიერთობების პრეზიდენტს ჯარედ კოენს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, ამერიკული მულტინაციონალური საინვესტიციო ბანკის და ფინანსური სერვისების კომპანიის – Goldman Sachs-ის გლობალური ურთიერთობების პრეზიდენტს ჯარედ კოენს შეხვდა. პრემიერ-მინისტრმა ამერიკის უმსხვილესი საინვესტიციო ბანკის გლობალური ურთიერთობების პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში ეკონომიკური კუთხით არსებული მდგომარეობისა და საინვესტიციო გარემოს შესახებ. აღინიშნა, რომ გასულ წელს, მიუხედავად მსოფლიოში პანდემიით გამოწვეული გართულებებისა, საქართველო განაგრძობს წინსვლას და ქვეყნის ეკონომიკა სტაბილურად იზრდება. საუბარი შეეხო კონკრეტული მიმართულებებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. აღინიშნა, რომ საქართველო გამოირჩევა როგორც საიმედო და სტაბილური ბიზნესპარტნიორი. ამერიკული მულტინაციონალური საინვესტიციო ბანკის და ფინანსური სერვისების კომპანიის წლიურმა შემოსავალმა 2022 წელს 47,36 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა
პრემიერ-მინისტრი მიუნხენის კონფერენციის გახსნის სესიას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, მონაწილეობს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში. მთავრობის მეთაური მიუნხენის 59-ე უსაფრთხოების კონფერენციის გახსნას დელეგაციასთან ერთად დაესწრო. მიუნხენის უსაფრთხოების 59-ე კონფერენცია კონფერენციის თავმჯდომარემ კრისტოფ ჰოისგენმა გახსნა. გახსნის ცერემონიალზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები როგორც პოლიტიკურ დონეზე, ისე ბიზნესწრეების წარმომადგენლებსა და უმსხვილესი კომპანიების პირველ პირებთან
პრემიერ-მინისტრი ფრანგული კომპანიის – „Airbus Helicopters”-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია „Airbus Helicopters” -ის აღმასრულებელ დირექტორს ბრუნო ივენს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკვე არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას, კერძოდ კი, აღინიშნა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფრანგულ კომპანია “Airbus Helicopters”-თან 3 ახალი შვეულმფრენის შესყიდვის მიზნით გააფორმა ხელშეკრულება. “H145” მრავალფუნქციური შვეულმფრენია, რომელსაც შეუძლია შეასრულოს პოლიციური, სატრანსპორტო, სამძებრო და სამაშველო ფუნქციები. ახალი შვეულმფრენები სრულად იქნება დაკომპლექტებული ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოში არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებსა და ხელსაყრელ ბიზნესგარემოს. როგორც მან აღნიშნა, ქვეყანა საიმედო და სტაბილური ბიზნესპარტნიორია. მიუხედავად პანდემიის წლებში ეკონომიკისთვის მიყენებული ზარალისა, ქვეყანამ მოლოდინს გადააჭარბა და ისევე, როგორც 2021 წელს, 2022 წელსაც ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა.
ვცდილობდით, აშშ-ში მოქმედ კანონზე მსუბუქი რეგულაცია მიგვეღო – თუ ეს ეცოტავებათ ან ეჭვი ეპარებათ, რომ დოკუმენტი აშშ-ის კანონმდებლობის ანალოგია, მაშინ ამერიკული ვარიანტი, რომელიც უფრო მკაცრია, ერთი-ერთში გადმოვთარგმნოთ და მივიღოთ
საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ, ტელეკომპანია „იმედთან“ პარლამენტისთვის წარდგენილ ახალ კანონპროექტზე ისაუბრა. მისი…
დავით კაჭარავა: რეზოლუცია, რომელშიც წერია, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს, აბსურდი და პოლიტიკური გადაწყვეტილებაა – უხერხულიც კია, რისკენაც ევროპარლამენტი მოგვიწოდებს
„ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ყოვლად მიუღებელ რეზოლუციას დაუჭირა მხარი, თუმცა ჩვენთვის ახალი არ იყო, რადგან უკვე…
გური სულთანიშვილი – სტრასბურგის სასამართლომ ევროპარლამენტარების აშკარად პოლიტიკური რეზოლუცია გადაფარა და თქვა, რომ ნაცების რეჟიმი და უშუალოდ მიშა იყო სისტემური წამების, ყველაზე უპატიებელი ცოდვის შემოქმედი
სტრასბურგის სასამართლომ ევროპარლამენტარების აშკარად პოლიტიკური რეზოლუცია გადაფარა და თქვა, რომ ნაცების რეჟიმი და უშუალოდ მიშა იყო…
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ლიეტუველ ხალხს სამძიმარს უცხადებს ანტანას ტერლიაცკასის გარდაცვალების გამო
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე უნივერსიტეტის სახელით სამძიმარს უცხადებს ლიეტუველ ხალხს ცნობილი ლიეტუველი მამულიშვილის,…
დავით კაჭარავა: მსოფლიო გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი საფრთხე არსებობს და ზუსტად ახლაა „ხალხის ძალის“ კანონპროექტის დაინიცირების დრო – ეს დოკუმენტი ამერიკული კანონის შერბილებული ვარიანტია
„ამ კანონპროექტთან დაკავშირებით ძალიან დიდი აჟიოტაჟი ატყდა, მიაწერეს, რომ რუსეთიდანაა გადმოკოპირებული, რეალურად კი ეს არის ამერიკული…
იუსტიციის სამინისტრო – სტრასბურგის გადაწყვეტილებით დგინდება, რომ 2012 წლამდე საქართველოს პენიტენციურ სისტემაში წამებას სისტემური ხასიათი ჰქონდა, მათ შორის იყო კვირაში რამდენჯერმე პატიმრების ცემა
იუსტიციის სამინისტრო – სტრასბურგის გადაწყვეტილებით დგინდება, რომ 2012 წლამდე საქართველოს პენიტენციურ სისტემაში წამებას სისტემური ხასიათი ჰქონდა,…
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ მერებთან საგანგებო თათბირი გამართა
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ მერებთან საგანგებო თათბირი გამართა. მხარის გუბერნატორმა უამინდობით შექმნილი მდგომარეობის შესახებ დეტალური…
გურამ მაჭარაშვილი: თუ აშშ-ის კანონმდებლობის ბაზაზე შემუშავებული ჩვენი კანონპროექტი ეჭვებს აჩენს, ვფიქრობთ, ერთი ერთში დავაკოპიროთ ამერიკული კანონი, რომელიც უფრო მკაცრია, და ასე დავაინიციროთ – ამის მერეც თუ იქნება განცხადება, რომ ის რუსული კანონპროექტია, გამოდის, თავად აშშ-ს ჰქონია რუსული კანონი
სამწუხაროდ, ჩვენი კანონპროექტი არც რადიკალურმა ოპოზიციამ და, როგორც ვატყობთ, არც ჩვენმა პარტნიორებმა არ წაიკითხეს, – აცხადებს…
სამტრედიაში დიდთოვლობის გამო გზების გაწმენდა ინტენსიურად მიმდინარეობს
სამტრედიის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის გამო ადგილობრივი მნიშვნელობის გზების თოვლიდან გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. გზების გაწმენდისა და უხვი…
ლევან ნიკოლეიშვილი ნაცმოძრაობაზე: ჯერ რეზოლუციაზე ხელმოწერით და შემდეგ გენშტაბის უფროსის პირით საზოგადოებას ფაქტობრივად უთხრეს, რომ ომი მათ დაიწყეს
ზაზა შათირიშვილის წერილის წაკითხვის შემდეგ, ნაცმოძრაობის რეჟიმის ორი უმძიმესი და მოღალატეობრივი ფაქტი გამახსენდა. პირველი – ომიდან…
გოგა ხაინდრავა: “სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, “ევროს კავშირის” 577 დეპუტატს ბრალი ედება სააკაშვილის რეჟიმის მიერ საქართველოს ციხეებში პატიმართა წამების მხარდაჭერაში!”
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ოჩიგავას წამების საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ტვიტერის საკუთარ გვერდზე ეხმიანება: “სტრასბურგისადამიანის…