fbpx

აღმოჩნდა, რომ პატიმარ სააკაშვილის და პატიმარ ევა კაილის მდგომარეობის შედარება ისეთივე შეუძლებელია, როგორც მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის

ქართული ოცნების წარმომადგნელმა ან საქართველოს მოქალაქემ კი არა, საკუთარმა კოლეგებმა და საკუთარმა სტრუქტურამ უთხრა ევროპარლამენტს, რომ…

ირაკლი ჩიქოვანი – ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ სიმართლეს და სამართლიანობას ალტერნატივა არ აქვს

ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ სიმართლეს და სამართლიანობას ალტერნატივა არ აქვს. სამართლიანობს ნიშნავს იმას, რომ სააკაშვილს აქვს…

მინდა, ბიძინა ივანიშვილს მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო – გიორგი რამიშვილი ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას

ბაკურიანში ჩემპიონატი ტარდება ძალიან მნიშვნელოვან დროს, მსოფლიოში ძალიან რთულ ვითარებაში. ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ…

რაგბის კავშირის პრეზიდენტი – ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ დაანონსებული „ჟურნალისტური გამოძიება“ სიცრუე და შეთხზული ტყუილია

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ დაანონსებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ ივლისში, საქართველო-იტალიის რაგბის მატჩზე…

თამარ ჩიბურდანიძე: ბელგიის ციხეში ნაწამებ ევა კაილზე უფრო მძიმე დანაშაულში ბრალდებული პრეზიდენტი გვყავს ლუქს-პალატაში – ევროპარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი გადმოგვცენ, რომ ქართულ ციხეში, ადამიანურ პირობებში ვამყოფოთ

„ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე ევროპარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერის, ევა კაილის ადვოკატების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მათი…

„ქართული ოცნება“ – ბიძინა ივანიშვილმა გადამწყვეტი როლი შეასრულა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში, როდესაც 2012 წელს სათავეში ჩაუდგა მჩაგვრელი რეჟიმისგან ქვეყნის გათავისუფლებისთვის ბრძოლას, საბოლოოდ, ეს ბრძოლა გამარჯვებით დასრულდა

„ქართული ოცნება“ ბიზნესმენს და მეცენატს, ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს.პარტიის მიერ გავრცელებულ მისალოც წერილში აღნიშნულია, რომ…

ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტთან საქართველოში საინვესტიციო ბანკის მიმდინარე პროექტები მიმოიხილა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტს ვერნერ ჰოიერს მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვდა. პრემიერმა EIB-ის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ევროპის საინვესტიციო ბანკი უწვეს საქართველოს ქვეყნის სტრატეგიული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ხელშეწყობისთვის, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნის კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებისთვის. მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოში საინვესტიციო ბანკის მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს. შეხვედრაზე საუბარი, ასევე, შეეხო EIB-ის მონაწილეობას კერძო სექტორის მხარდაჭერის მიმართულებით. დადებითად შეფასდა პროგრამები საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარების, ისევე როგორც ქვეყნის დიგიტალიზაციისა და ენერგეტიკის მიმართულებით. EIB -თან თანამშრომლობის განმავლობაში საქართველოში განხორციელდა 2.04 მილიარდ ევრომდე მოცულობის მხარდაჭერა საჯარო და კერძო სექტორში

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბოსტონის საკონსულტაციო ჯგუფის (BCG) თავმჯდომარეს რიჩ ლესერს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბიზნესსტრატეგიის საკონსულტაციო ფირმის, ბოსტონის საკონსულტაციო ჯგუფის (BCG) თავმჯდომარეს რიჩ ლესერს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო გამოირჩევა როგორც საიმედო და სტაბილური ბიზნესპარტნიორი. ისაუბრეს ქვეყნაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე, ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო აგრძელებს წინსვლას და ქვეყნის ეკონომიკა სტაბილურად იზრდება, უკვე მეორე წელია ნარჩუნდება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. პრემიერ-მინისტრმა ბოსტონის საკონსულტაციო ჯგუფის (BCG) თავმჯდომარეს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით არსებულ პოტენციალზე. ბოსტონის საკონსულტაციო ჯგუფი (BCG) მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბიზნესსტრატეგიის საკონსულტაციო ფირმაა. ფირმის კლიენტების ძირითადი ნაწილი მსოფლიოს 500 უმსხვილეს კორპორაციას შორისაა. კომპანიის ექსპერტიზის სფეროა ბრენდინგი, კორპორაციული განვითარება, გლობალიზაცია, ფასთა წარმოება, სტრატეგია და ტექნოლოგიები და კომუნიკაციები. BCG-ის 50-ზე მეტი ოფისი მდებარეობს ჩრდილოეთ ამერიკაში, სამხრეთ ამერიკაში, ევროპაში, შორეულ აღმოსავლეთსა და ავსტრალიაში. კომპანიას მსოფლიოს მასშტაბით 25, 000 ადამიანი ჰყავს დასაქმებულ

ირაკლი ღარიბაშვილი ევროპაში მოკავშირე ძალების უმაღლეს სარდალს, აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურს, გენერალ კრისტოფერ კავოლის შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპაში მოკავშირე ძალების უმაღლეს სარდალს, აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურს, გენერალ კრისტოფერ კავოლის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვდა. შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოსა და აშშ-ის მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორული თანამშრომლობა. ხაზი გაესვა იმ დიდ დახმარებას, რომელსაც აშშ წლების განმავლობაში ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, თავდაცვის შესაძლებლობების ჩამოყალიბებისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისთვის ახორციელებს. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერას საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდის თვალსაზრისით და აღინიშნა ქვეყნის წვლილი საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. მთავრობის მეთაურმა გენერალს ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო არის და დარჩება აშშ-ის ყველაზე საიმედო და ერთგულ მოკავშირედ რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ. ითქვა, რომ საქართველო მიესალმება აშშ-ის უფრო აქტიურ ჩართულობასა და ინვესტიციებს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებაში და ეკონომიკის განვითარებასა და დაკავშირებადობაში. პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის მხარეს მადლობა გადაუხადა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

პრემიერი EBRD-ის პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ: მადლობელი ვარ საქართველოს საჯარო და კერძო სექტორებში მნიშვნელოვანი რეფორმების მხარდაჭერისთვის

მადლობელი ვარ საქართველოს საჯარო და კერძო სექტორებში მნიშვნელოვანი რეფორმების მხარდაჭერისთვის და ქვეყნის სტრატეგიული საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის –…

პრემიერ-მინისტრი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტს ოდილ რენო ბასოს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტმა ოდილ რენო ბასომ მიუნხენში,  კონფერენციის ფარგლებში შეხვედრა გამართეს. პრემიერ-მინისტრმა EBRD-ის პრეზიდენტს ოდილ რენო ბასოს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი უწევს საქართველოს ევროპული მისწრაფებების გზაზე. მხარეებმა მიმოიხილეს ბანკის დაფინანსებით მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები, რომლებიც ხორციელდება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის, განათლების, ენერგეტიკის,  საბანკო სექტორისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში. პრემიერ-მინისტრმა EBRD-ის პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ და აღნიშნა, რომ ქვეყანა მსოფლიოში მიმდინარე ურთულესი გამოწვევების ფონზე აგრძელებს ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, ინარჩუნებს მდგრადობასა და მაკროეკონომიკურ სტაბილურობას. EBRD-თან თანამშრომლობის განმავლობაში საქართველოში განხორციელდა 4.9 მილიარდ ევრომდე მოცულობის მხარდაჭერა საჯარო და კერძო სექტორში.

დავით ქართველიშვილი: ურსულა ფონ დერ ლაიენის თავზე კრიმინალური ღრუბელი ჩამოწვა – წარმომიდგენია, კორუფციის რა „ჯეკპოტია“ მოხსნილი დღეს, საერთაშორისო ლობიზმისა და უკრაინაში მიმდინარე ომის გათვალისწინებით

„ბულგაკოვის ნაწარმოების ეპიზოდში, ბოლოს სახლმმართველობაში მხოლოდ ერთი საწყალი მდივანი დარჩება, სამუშაო საათების შემდეგ საპირფარეშოში შუქის ჩასაქრობად…

ირაკლი კობახიძე – ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რომ დღეს საქართველო ადამიანის ღირსების, სამართლის უზენაესობისა და დემოკრატიის პატივისცემის სულისკვეთებით, ქართველი ხალხის ინტერესების კარნახით იმართება

„დაბადების დღეს ვულოცავ ბატონ ბიძინა ივანიშვილს! ადამიანს, რომელმაც 2012 წელს ჩვენს ქვეყანას დემოკრატიული გარდატეხა მოუტანა! მისი…

ანდრია გვიდიანი – აღშფოთებული ვარ ბელგიის ციხეში ევროპალრამენტარ ევა კაილის წამების გამო

აღშფოთებული ვარ ბელგიის ციხეში ევროპარლამენტარ ევა კაილის წამების გამო. ადვოკატების თქმით, ევა კაილის საკანში ცივა, მას…

მამუკა მდინარაძე – დაბადების დღეს ვულოცავ ბიძინა ივანიშვილს, თავის ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებულ ადამიანს

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს. მდინარაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი უპრეცედენტო…