fbpx

პრემიერ-მინისტრი მიუნხენის კონფერენციის გახსნის სესიას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, მონაწილეობს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში. მთავრობის მეთაური მიუნხენის 59-ე უსაფრთხოების კონფერენციის გახსნას დელეგაციასთან ერთად დაესწრო.

მიუნხენის უსაფრთხოების 59-ე კონფერენცია კონფერენციის თავმჯდომარემ კრისტოფ ჰოისგენმა გახსნა. გახსნის ცერემონიალზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები როგორც პოლიტიკურ დონეზე, ისე ბიზნესწრეების წარმომადგენლებსა და უმსხვილესი კომპანიების პირველ პირებთან

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება