fbpx

თამთა მეგრელიშვილი: კასიანოვის კრიტიკა გამოცდაზე ჩაჭრილის თავის მართლებას ჰგავს, პროტესტი რომ მხოლოდ გამომცდელის მიმართ აქვს, ამ შემთხვევაში – სიმართლის მთქმელის მიმართ

ანდრეი კასიანოვი უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი წლისთავზეც მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს აკრიტიკებს იმ განცხადების გამო,…

კასიანოვი და უკრაინის ბევრი თანამდებობის პირი საქართველოს მიმართ, რომელიც მათ გვერდშია, ისეთ შეურაცხმყოფელ სიტყვებს მოიხმარენ ხოლმე, როგორსაც იმ რუსეთის მისამართითაც არ იყენებენ, რომელთანაც ომი აქვთ

როდესაც შენი საკუთარი ქვეყნის მთლიანობა ასეთი საფრთხის ქვეშ არის და ერთი წლის თავზე საქართველო შენს გვერდით…

ზურაბ ქადაგიძე კასიანოვზე: მივმართავ საგარეო საქმეთა სამინისტროს – გამოიწვიეთ ჩვენი ელჩი უკრაინიდან, დაიბარეთ ეს ნაძირალა სამინისტროში და დაახვევინეთ აქედან!

ბოღმით იხრჩობა ზელენსკის მთავრობა, რომ ვერ მიაღწია სასურველს და საქართველო არ ჩაერთო ომში მეხამრიდად, – ამის…

ირაკლი ლატარია: ამერიკა, რომელიც არის მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სამხედრო აღჭურვილობით, მაქსიმალურად არიდებს თავს პირდაპირ ჩაერთოს ომში და ამავე დროს, თვეში ათეულობით მილიარდ დოლარს ურიცხავს რუსეთს სასუქის მიღებისათვის

„ჰააგაში, რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუციას საქართველომ არა მხოლოდ მხარი დაუჭირა, არამედ _ თანაავტორიც კი იყო….მოლდოვამ აღნიშნულ რეზოლუციას…

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკაში ქართველ მაშველებს შეხვდა, რომლებიც მიწისძვრის სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში მონაწილეობენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკაში,  ჰათაის პროვინციაში, ქალაქ ანთაქიაში ჩავიდა, სადაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები სხვადასხვა ქვეყნის სამაშველო სამსახურებთან ერთად მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებს აწარმოებენ. მთავრობის მეთაური შინაგან საქმეთა მინისტრთან ვახტანგ გომელაურთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან გრიგოლ ლილუაშვილთან და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსთან თემურ მღებრიშვილთან ერთად ქართველ მაშველებს შეხვდა და მოისმინა ინფორმაცია სამაშველო ღონისძიებების მიმდინარეობის შესახებ. ირაკლი ღარიბაშვილმა მაშველებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. „ჩემი მთავარი გზავნილი თურქი ხალხის მიმართ იყო და არის შემდეგი, რომ საქართველო და ქართველი ხალხი დგას თურქეთის და თურქი ხალხის გვერდით. მე გუშინ ეს გზავნილი და ჩემი სამძიმარი გადავეცი პრეზიდენტ ერდოღანს, რომელსაც მე დავუდასტურე ჩვენი მხარდაჭერა, გამოვხატე ჩვენი სოლიდარობა. ეს არის საშინელი ტრაგედია, რომელიც თავს დაატყდა თურქეთს და ჩვენს მოძმე თურქ ხალხს. მოგეხსენებათ, რომ 40 000-ზე მეტი გარდაცვლილი არის დადასტურებული უკვე და 100 000-ზე მეტი არის დაშავებული. ათასობით ადამიანი დარჩა ბინების გარეშე, მაგრამ ჩვენ გვქონდა საუბარი ბატონ ერდოღანთან, მან მითხრა, რომ მისი დავალებით უკვე შექმნილია შესაბამისი შტაბი, გეგმა აქვთ გაკეთებული და დაახლოებით ერთ წელიწადში 270 000 ბინას ააშენებენ და ყველა ეს ადამიანი იქნება დაკმაყოფილებული. მე ასევე მინდა ვთქვა, რომ ჩვენი გმირი მაშველები არიან აქ ადგილზე. ჩვენ იმავე დღეს გამოვგზავნეთ მაშველები, რომლებიც ადგილზე თავიანთი ტექნიკით ჩამოვიდნენ. სამი ადამიანის გადარჩენა შეძლეს, სამწუხაროდ, 80-ზე მეტი გარდაცვლილი აღმოაჩინეს. მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს გმირ მაშველებს, სამაშველო სამსახურს, მის ხელმძღვანელობას, ბატონ ვახტანგს, ყველას, ვინც ჩართული იყო სამაშველო ღონისძიებებში. მე ვარ ღრმად დარწმუნებული, რომ ისეთი გონიერი და ძლიერი ლიდერი, როგორიც არის ბატონი ერდოღანი, მისი ლიდერობით თურქი ხალხი ამ განსაცდელს დაძლევს და კიდევ უფრო ძლიერი გამოვა ამ პრობლემიდან“, – განაცხადა პრემიერმა. ადგილზე აგრეთვე იმყოფებოდნენ თურქეთის რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ფათიჰ დონმეზი და თურქეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჩაღათაი ქილიჩი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ჰათაის პროვინციაში, ქალაქ ანთაქიაში, თურქულ მხარესთან კოორდინირებით, მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებს ამ დრომდე ახორციელებენ. მაშველები საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში 6 თებერვალს გაემგზავრნენ. პირველ ეტაპზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო ჯგუფი სამუშაოებს ქალაქ ადიამანში აწარმოებდა, როტაციის შემდეგ კი, ახალი ამოცანა განისაზღვრა და ქართულმა სამაშველო ჯგუფმა ქალაქ ათაქიაში გადაინაცვლა. ქართველი მაშველების ჯგუფი დაკომპლექტებულია მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით გადამზადებული მეხანძრე-მაშველებით.  ქართული სამაშველო ჯგუფი თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით იმყოფება. მთავრობის მეთაური დელეგაციასთან ერთად თურქეთის რესპუბლიკის კრიზისული სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის კოორდინაციის ადგილობრივ ცენტრს ეწვია, სადაც მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია  გააცნეს. ადგილზე იმყოფებოდნენ თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი სულეიმან სოილუ, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ფათიჰ დონმეზი, გარემოს დაცვის, ურბანიზაციისა და კლიმატის ცვლილებების მინისტრი მურათ ქურუმი და თურქეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჩაღათაი ქილიჩი.

ვლადიმერ ბოჟაძე: დღესაც კი, უკრაინისთვის უმძიმეს თარიღს, აგრძელებენ უმადურობას და სამარცხვინო განცხადებას აკეთებს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრეი კასიანოვი

დღესაც კი, უკრაინისთვის უმძიმეს თარიღს, აგრძელებენ უმადურობას და სამარცხვინო განცხადებას აკეთებს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრეი კასიანოვი.…

ედიშერ გვენეტაძე ანდრეი კასიანოვზე: კლასიკური ტიპის უმადური, რომელიც უნდა გამოცხადდეს “პერსონა ნონ გრანტად“ და გაძევდეს საქართველოდან

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმად,…

სამხედრო მოსამსახურეები საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმში იმყოფებოდნენ

ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვაქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეები საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ესტუმრნენ.პირად შემადგენლობას საბჭოთა ოკუპაციის…

თამარ ჩიბურდანიძე: როდის დასრულდება უკრაინის ომი, არავინ იცის და არც არავის სურს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა

დასავლეთმა ყველა ბერკეტი გამოიყენა სამხედრო დახმარებისა თუ საინფორმაციო ომისთვის. ყველაფერი გააკეთა, რომ რუსეთის იმიჯი შელახულიყო მსოფლიოში,…

კახა კალაძე თეა წულუკიანზე: თეასთან არანაირი დაპირისპირება არ მაქვს გარდა მეგობრობისა, ნუ ავრცელებთ ცრუ ინფორმაციას

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სიცრუე უწოდა ჟურნალისტის კითხვას,რომელიც თეა წულუკიანის უწყების მხრიდან სპორტის ფედერაციებისთვისდაფინანსების შეწყვეტას და…

უკრაინელი და ქართველი ხალხი იმეგობრებენ, მაგრამ დადგება დრო, როდესაც უკრაინის ხელისუფლებაში მყოფ პირებს მოუწევთ პასუხების გაცემა იმ კითხვებზე, რასაც საქართველოსთან მიმართებით დაუმსახურებლად სვამენ

მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან რუსეთ-უკრაინის ომის ერთ წლისთავზე ისაუბრა.დეპუტატის განცხადებით, ამ ხნის…

ჩემი მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს, უკრაინას, მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას!

ერთი წელი გავიდა, რაც უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო, აგრესიული ომი მიმდინარეობს. შედეგად ათიათასობით სამხედრო და სამოქალაქო პირია…

„ენერგეტიკის მედია კლუბის“ ფარგლებში ჟურნალისტებისთვის ტრენინგები იწყება

„ენერგეტიკის მედია კლუბის“ ფარგლებში ჟურნალისტებისთვის ტრენინგები იწყება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია (სემეკ) ენერგეტიკის სასწავლო…

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ანკარადან ჰათაის პროვინციაში, ქალაქ ანთაქიაში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ანკარადან ჰათაის პროვინციაში, ქალაქ ანთაქიაში გაემგზავრა. ანკარას ესენბოღას საერთაშორისო აეროპორტიდან მთავრობის მეთაური ანკარას გუბერნატორის მოადგილემ მურათ სოილუმ, ანკარას მერის მოვალეობის შემსრულებელმა სერჯან ჩიღგინიმ, ანკარას ჟანდარმერიის სარდლობის უფროსის მოადგილემ უღურ ურჰანმა და თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორმხრივ პოლიტიკურ საკითხთა გენერალური დირექტორატის გენერალურმა დირექტორმა გოქან თურანმა გააცილეს. ირაკლი ღარიბაშვილი ანთაქიაში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა

ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა 1921 წელს დაღუპული გმირები გაიხსენეს

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა1921 წელს საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული გმირები გაიხსენეს.ეროვნული…