fbpx

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ მერებთან საგანგებო თათბირი გამართა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ მერებთან საგანგებო თათბირი გამართა. მხარის გუბერნატორმა უამინდობით შექმნილი მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა და მერებს შესაბამისი დავალებები მისცა, რათა დროულად მოხდეს საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები და მოქალქეებმა უსაფრთხოდ შეძლონ გადაადგილება. ,,იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში გრძელდება სამუშაოები. ამ ეტაპზე უკვე 238 ლოკაცია გაიწმინდა. ჯერ კიდევ გვაქვს დაახლოებით 80 სოფლის მიმართულებით პრობლემები ვგულისხმობ გზების გაწმენდას, ასევე დაახლოებით 20 000-მდე აბონენტს ელექტროენერგიაც არ მიეწოდება და ამ კუთხითაც მიმდინარეობს მუშაობა. ყველაზე რთული სიტუაცია გვაქვს ჭითურაში, ზესტაფონსა და ბაღდათში. თუმცა, როგორც უკვე ავღნიშნე ყველა მიმართულებით მუშაობს ტექნიკა, ყველა გზა გაიწმინდება და შესაბამისად ელექტროენერგიის მიწოდებაც აღდგება” -განაცხადა ზვიად შალამბერიძემ. იმერეთის მასშტაბით თოვლის გაწმენდითი სამუშაოები მესამე დღეა აქტიურად გრძელდება. ამ ეტაპზე 101 სოფელში მიმდინარეობს სამუშაოები. ამ დროისთვის რეგიონის მასშტაბით 101 სპეც ტექნიკა მუშაობს. თუმცა სამუშაოებს უხვი ნალექი აფერხებს. მეოთხე დღეა იმერეთში ინტენსიურად თოვს. იმერეთის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარმა თითქმის ორ მეტრს მიაღწია. უხვმა ნალექმა დააზიანა ელექტრო გადამცემი ხაზები და ამ დრომდე ელექტროენერგია არ მიეწოდება 20 000 -მდე აბონენტს. კომპანია ,,ენერგო პრო ჯორჯიას” ჯგუფები ავარიულ ლოკაციებზე აქტიურად მუშაობენ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება