fbpx

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ესპანეთში, ბასკეთის მხარეში ვიზიტის მეორე დღეს ბასკეთის პარლამენტის თავმჯდომარეს, ბაკარჩო ტეხეირას, საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელს, რაკელ მოლინას და აღნიშნული კომიტეტის წევრებს შეხვდა

შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე, პარლამენტის წევრი, მიხეილ ყაველაშვილი და…

ირაკლი ღარიბაშვილი- კარლ ნეჰამერის ისტორიული ვიზიტი ადასტურებს ორ ქვეყანას შორის დინამიკურ თანამშრომლობას და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციისადმი ავსტრიის რესპუბლიკის ურყევ მხარდაჭერას

ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერთან კარლ ნეჰამერთან შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება. როგორც  მთავრობის მეთაური აღნიშნავს, კარლ ნეჰამერის ისტორიული ვიზიტი ქვეყნებს შორის დინამიკურ თანამშრომლობას და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციისადმი ავსტრიის რესპუბლიკის ურყევ მხარდაჭერას ადასტურებს. „მაქვს პატივი, ვუმასპინძლო ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერს საქართველოში. ბატონი კარლ ნეჰამერის ისტორიული ვიზიტი ადასტურებს ორი ქვეყნის დინამიკურ თანამშრომლობას და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციისადმი ავსტრიის რესპუბლიკის ურყევ მხარდაჭერას. ბევრ სხვა საკითხთან ერთად, განვიხილეთ სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების პერსპექტივები”,- აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

კარლ ნეჰამერი – საქართველო ავსტრიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მონაცემები  შთამბეჭდავია

კარლ ნეჰამერი – საქართველო ავსტრიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მონაცემები  შთამბეჭდავია ჩემთვის მართლაც ძალიან სასიხარულოა, რომ აქ ვიმყოფები. ჩვენ გასული წლის ივლისში შევხვდით ერთმანეთს. ჩვენი შეხვედრა უფრო ადრე პერიოდისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა არ გამოვიდა და ამჯერად, ძალიან მიხარია, რომ  შევძელით შეხვედრა, რადგან ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ეს პროდუქტიული თანამშრომლობა. ჩვენ საკმაოდ ხანგრძლივი დიპლომატიური ურთიერთობების ტრადიცია გვაქვს. უკვე 30 წელია, რაც ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობები აღდგენილია. საქართველო ავსტრიისთვის მართლაც რომ ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია. არსებობს ბევრი მიმზიდველი შესაძლებლობა, რათა მოხდეს მათ შორის ავსტრიელი ინვესტორების მოზიდვა, – ამის შესახებ ავსტრიის ფედერალურმა კანცლერმა კარლ ნეჰამერმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მონაცემები  შთამბეჭდავია. „საქართველოს ეკონომიკური განვითარების მონაცემები შთამბეჭდავია. როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკური ბაზრის განვითარებაზე, ტურიზმზე, როდესაც ვსაუბრობთ ენერგეტიკის მიმართულებაზე, ამ მხრივ საქართველო ძალზედ საინტერესო პარტნიორია ავსტრიული კომპანიებისთვის. მაგალითისთვის, არსებობს Rauf-სა და Healthy Water-ს შორის თანამშრომლობა, რომელსაც ერთგვარი „ნოუ ჰაუ“ შემოაქვს ქვეყანაში და საქართველოში ერთობლივად ხდება შთამბეჭდავი წარმატების მიღწევა,“- განაცხადა ნეჰამერმა.

ნუგზარ წიკლაური – დღევანდელი გადაწყვეტილებით, პარტიამ უკან გადადგა ნაბიჯი, ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა გაიმარჯვეს პოლიტიკასა და პოლიტიკურ იდეალებზე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, მადლობას უხდის ყველა ამომრჩეველს, ვინც მონაწილეობა მიიღო უპრეცედენტოდ დემოკრატიულ პროცესში.…

ექთნის განცხადება კიდევ ერთი დასტურია, რომ სააკაშვილისთვის მთავარია, რომ თავად და თავისი გარემოცვა იყვნენ კარგად – ადამიანი იძულებული გახადა, ზეწოლასთან დაკავშირებით, საჯაროდ ესაუბრა

ბუნებას არ იცვლიან, კვლავ ორგანიზებულად უტევენ ყველას – საქართველოს საზოგადოებას, ექთანს, ექიმს, ადვოკატს, – ასე ეხმაურება…

მთავარი არხის ჟურნალისტის ბექა ყორშიას მხრიდან განხორციელებული პროვოკაციული “ექსპერიმენტი” ახალციხის მერიის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად-ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია: მთავარი არხის ჟურნალისტის ბექა ყორშიას მხრიდან განხორციელებული პროვოკაციული “ექსპერიმენტი” მერიის და მისი თანამშრომლების…

პრემიერი – პოლიტიკური ურთიერთობა უმაღლეს ნიშნულზეა ავსტრიასა და საქართველოს შორის

რაც შეეხება სხვა საკითხებს, ჩვენ მოგეხსენებათ, რომ პოლიტიკურ დონეზე, პოლიტიკური ურთიერთობა უმაღლეს ნიშნულზეა ავსტრიასა და საქართველოს შორის. დღევანდელი ვიზიტი სწორედ ამის დამსახურებაა და მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა ჩვენს პატივცემულ სტუმარს. ჩვენ ასევე გვქონდა განხილვა, თუ როგორ უნდა გავაღრმავოთ ჩვენი ურთიერთობები სხვა მიმართულებებით, როგორიცაა ვაჭრობა, ეკონომიკა, ტურიზმი, ინვესტიციები,- – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის ფედერალურ კანცლერთან კარლ ნეჰამერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო არის ძალიან საინტერესო ადგილი ინვესტიციების განსახორციელებლად. „საქართველო არის ძალიან საინტერესო ადგილი ინვესტიციების განსახორციელებლად. ჩვენ ბოლო 2 წელია, შევძელით ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიღწევა, შარშანწინ გვქონდა 10.5 % ზრდა, შარშან 10% რაც რა თქმა უნდა გვაძლევს საშუალებას, რომ კიდევ უფრო მეტი პროექტები განვახორციელოთ ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის. საქართველო ერთ-ერთი მიმზიდველი ქვეყანაა ინვესტიციების თვალსაზრისით, ჩვენ ვართ მსოფლიოში მე-7 ადგილზე ბიზნესის კეთების მიმართულებით, ასევე ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებბიუროკრატიული და ნაკლები ბარიერების მქონე ქვეყანა და ჩვენ ყოველთვის მივესალმებით ავსტრიული კომპანიების, ავსტრიელი ინვესტორების შემობრძანებას საქართველოში,“- განაცხადა პრემიერმა.

აფხაზეთის, სამაჩაბლოს ოკუპაცია დღემდე გრძელდება, რაც ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნისთვის დიდი გამოწვევაა. ჩვენ ამ გამოწვევას სწორი, გონივრული პოლიტიკით ვპასუხობთ-ირაკლი ღარიბაშვილი

აფხაზეთის, სამაჩაბლოს ოკუპაცია დღემდე გრძელდება, რაც ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნისთვის დიდი გამოწვევაა. ჩვენ ამ გამოწვევას სწორი, გონივრული…

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით, 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ახალი პროგრამა იწყება, რომელიც ქვეყნის მასშტაბით, 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს, კერძოდ: აშენდება…

UNDP პროგრამის „დეცენტრალიზაციის და კარგი მმართველობის ხელშეწყობა
ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა
გაიმართა

ქალაქ ბორჯომში UNDP პროგრამის „დეცენტრალიზაციის და კარგი მმართველობისხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ პროექტის „ადგილობრივი, საჯაროდა სამოქალაქო სექტორის…

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ბაღდათის მუნიციპალიტეტში მთლიანად მოსახლეობის საჭიროებებზე იქნება მორგებული

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ბაღდათის მუნიციპალიტეტში მთლიანად მოსახლეობის საჭიროებებზე იქნება მორგებული ბაღდათის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში,…

დიმიტრი ხუნდაძე სააკაშვილის „შპიგელთან“ ინტერვიუზე: აგენტურული ქსელი შეკრულია – აგენტები თავიანთი პატრონების დასახელებასა და თავიანთ აგენტურულ შემოქმედებაზე საუბარს იწყებენ

ნათლად დავინახეთ, რომ სააკაშვილის სამედიცინო დიაგნოზი – დემენცია აბსოლუტურად არარეალურია, რადგან ამ დაავადებით, ასეთ ინტერვიუებს, ასეთ…

ოლაფ შოლცი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების გაგზავნას გამორიცხავს

ის ფაქტი, რომ ახლახან მივიღეთ გადაწყვეტილება ტანკების გაგზავნის შესახებ და გერმანიაში შემდეგი დებატები იწყება, უბრალოდ არასერიოზულად…

დიმიტრი ხუნდაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ახალ თავმჯდომარეზე: ალბათ, ხაბე ხებეებს ჩააცმევს საკუთარ ამომრჩევლებს და რევოლუციისთვის მოამზადებს – ვნახოთ, მისგან რა მორიგი სახალისო შემოთავაზება იქნება

ვგულშემატკივრობდი ხაბეიშვილს, რადგან გულწრფელად მემეტებოდა „ნაციონალური მოძრაობისთვის“. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოუგო საკუთარ თავს. ალბათ, ხაბე ხებეებს ჩააცმევს საკუთარ…

ნონა მამულაშვილი : ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა გაიმარჯვა პოლიტიკაზე

„არჩევნების შედეგები არ მაძლევს იმედის საფუძველს, რომ დაიწყება ისეთი პროცესი, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება,“- ამის…