fbpx

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ბაღდათის მუნიციპალიტეტში მთლიანად მოსახლეობის საჭიროებებზე იქნება მორგებული

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ბაღდათის მუნიციპალიტეტში მთლიანად მოსახლეობის საჭიროებებზე იქნება მორგებული ბაღდათის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ტერიტორიულ ერთეულებში საპროექტო წინადადებების საერთო კრებების ფორმატში განხილვა დასრულდა. მოსახლეობასთან შეხვედრებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად პირადად მართავდა. შეხვედრებზე მოსახლეობამ პრიორიტეტები თავად შეარჩია. ძირითადი მოთხოვნები სოფლებში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია, სასაფლაოების შეღობვა, სანიაღვრეების კეთილმოწყობა , სკვერების მოწყობა და გარე განათების მონტაჟი დასახელდა. საპროექტო წინადადაებების განხვილვაში მერთნ ერთად აქტიურად არიან ჩართული, მერიის სამსახურის უფროსები, სოფლების მაჟორიტარი დეპუტატები და მერის წარმომადგენლები ტერიტორიულ ერთეულებში. როგორც ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე აცხადებს. სოფლის მხარდაჭერის პროგრამა მუნიციპალიტეტს საშუალებას აძლევს, მოსახლეობის მოთხოვნების საფუძველზე, სოფლებში ინფრასტრუქტურული საკითხები კიდევ უფრო მოწესრიგდეს. აღნიშნული პროგრამისთვის განკუთვნილი თანხა მთლიანად ადგილობრივების საჭიროებებზე იქნება გათვალისწინებული. ბაღდათის მუნიციპალიტეტისთვის 2023 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგგლებში 346 000 ლარია გამოყოფილი. სოფლის მხარდაჭერის პროგრამა რამდენიმე წელია წარმატებისთ მიმდინარეობს, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის სოფლებში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება