fbpx

დიმიტრი ხუნდაძე სააკაშვილის „შპიგელთან“ ინტერვიუზე: აგენტურული ქსელი შეკრულია – აგენტები თავიანთი პატრონების დასახელებასა და თავიანთ აგენტურულ შემოქმედებაზე საუბარს იწყებენ

ნათლად დავინახეთ, რომ სააკაშვილის სამედიცინო დიაგნოზი – დემენცია აბსოლუტურად არარეალურია, რადგან ამ დაავადებით, ასეთ ინტერვიუებს, ასეთ ანალიზსა და პროგნოზებს ადამიანი ვერ აკეთებს. ჩვენ ვამბობდით, რომ მიხეილ სააკაშვილი საუბარს დაიწყებდა, მაგრამ ველით, რომ ის უფრო მეტს, მეტი კონკრეტიკით ისაუბრებს, – განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ მიხეილ სააკაშვილის მიერ გერმანულ გამოცემა „შპიგელისთვის“ მიცემულ ინტერვიუზე დასმული კითხვის პასუხად. 

მისივე თქმით, „აგენტები თავიანთი პატრონების დასახელებას იწყებენ“.

„ჩვენ ვამბობდით, რომ სააკაშვილი საქართველოში არა საქართველოს სიყვარულის ჟინით, არამედ დაწერილი სცენარის მიხედვით ჩამოვიდა. როგორც ხედავთ, თურმე, თავად მიხეილ სააკაშვილმაც არ იცოდა, ამას ვინ გეგმავდა და ახლა ხვდება, რომ გეგმის უკან დგანან გარკვეული ძალები, რომლებიც აგენტოკრატიითაა წარმოდგენილი. მიშა ხან ერთი, ხან მეორე დაინტერესებული პატრონის მიერ იმართება. ფაქტია, რომ მიშა არის ყველასი, ოღონდ – არა საქართველოსი. ის საქართველოში დაგეგმილი დესტრუქციის გეგმის ნაწილი იყო. ამას ჩვენ ვამბობდით, მაგრამ დღეს მიხეილ სააკაშვილი ამას თავად ადასტურებს. ხედავთ, რომ აგენტებმა თავად დაიწყეს საუბარი თავიანთ აგენტურულ შემოქმედებაზე – რურუა მერაბიშვილს აბრალებს, რომ რუსული ინტერესების გამტარებელია; მერაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს სდებს ბრალს 2008 წელს დამდგარი სამწუხარო შედეგის გამო; მიხეილ სააკაშვილი ნანობს, რომ თავის დროზე არ მოხსნა მერაბიშვილი; როგორც გახსოვთ, მიშას დედის, ქალბატონი გიული ალასანიას საუბარში ჩანდა, რომ ის ანგარიშს უწევდა, რუსეთში რას იტყოდნენ მიშას მაშინდელ, შესაძლო ჩამოსვლაზე… მოკლედ, აგენტურული ქსელი შეკრულია. აგენტები თავიანთი პატრონების დასახელებას დაიწყებენ. შესაბამისად, საზოგადოებას მეტი ყურადღება, მეტი სიფხიზლე და სიფრთხილე სჭირდება. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვცდილობთ, ყველა მანკიერი მხარე გამოვააშკარაოთ“, – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება