fbpx

დიმიტრი ხუნდაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ახალ თავმჯდომარეზე: ალბათ, ხაბე ხებეებს ჩააცმევს საკუთარ ამომრჩევლებს და რევოლუციისთვის მოამზადებს – ვნახოთ, მისგან რა მორიგი სახალისო შემოთავაზება იქნება

ვგულშემატკივრობდი ხაბეიშვილს, რადგან გულწრფელად მემეტებოდა „ნაციონალური მოძრაობისთვის“. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოუგო საკუთარ თავს. ალბათ, ხაბე ხებეებს ჩააცმევს საკუთარ ამომრჩევლებს და რევოლუციისთვის მოამზადებს. ვნახოთ, მისგან რა მორიგი სახალისო შემოთავაზება იქნება, – ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი ხუნდაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ახალ თავმჯდომარედ ხაბეიშვილის დასახელებას. 

მისივე თქმით, ხაბეიშვილის თავმჯდომარედ არჩევა მოსალოდნელი იყო. 

„მოსალოდნელიც იყო, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის არჩევნებში გაიმარჯვებდა ის ფრთა, რომელიც უფრო მეტად დესტრუქციული, უფრო მეტად ყველაფრის მკადრებელია და ვისი პატრონებიც ამით გამოირჩევიან. დესტრუქცია, ძალადობა, წარსულთან დაკავშირებით არავითარი სინანული მათი მახასიათებელია. პირიქით, მათ ალბათ მიაჩნიათ, რომ მეტი ძალადობა უნდა გამოევლინათ“, – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება