fbpx

კარლ ნეჰამერი – საქართველო ავსტრიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მონაცემები  შთამბეჭდავია

კარლ ნეჰამერი – საქართველო ავსტრიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მონაცემები  შთამბეჭდავია

ჩემთვის მართლაც ძალიან სასიხარულოა, რომ აქ ვიმყოფები. ჩვენ გასული წლის ივლისში შევხვდით ერთმანეთს. ჩვენი შეხვედრა უფრო ადრე პერიოდისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა არ გამოვიდა და ამჯერად, ძალიან მიხარია, რომ  შევძელით შეხვედრა, რადგან ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ეს პროდუქტიული თანამშრომლობა. ჩვენ საკმაოდ ხანგრძლივი დიპლომატიური ურთიერთობების ტრადიცია გვაქვს. უკვე 30 წელია, რაც ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობები აღდგენილია. საქართველო ავსტრიისთვის მართლაც რომ ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია. არსებობს ბევრი მიმზიდველი შესაძლებლობა, რათა მოხდეს მათ შორის ავსტრიელი ინვესტორების მოზიდვა, – ამის შესახებ ავსტრიის ფედერალურმა კანცლერმა კარლ ნეჰამერმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მონაცემები  შთამბეჭდავია.

„საქართველოს ეკონომიკური განვითარების მონაცემები შთამბეჭდავია. როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკური ბაზრის განვითარებაზე, ტურიზმზე, როდესაც ვსაუბრობთ ენერგეტიკის მიმართულებაზე, ამ მხრივ საქართველო ძალზედ საინტერესო პარტნიორია ავსტრიული კომპანიებისთვის. მაგალითისთვის, არსებობს

Rauf-სა და Healthy Water-ს შორის თანამშრომლობა, რომელსაც ერთგვარი „ნოუ ჰაუ“ შემოაქვს ქვეყანაში და საქართველოში ერთობლივად ხდება შთამბეჭდავი წარმატების მიღწევა,“- განაცხადა ნეჰამერმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება