fbpx

აფხაზეთის, სამაჩაბლოს ოკუპაცია დღემდე გრძელდება, რაც ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნისთვის დიდი გამოწვევაა. ჩვენ ამ გამოწვევას სწორი, გონივრული პოლიტიკით ვპასუხობთ-ირაკლი ღარიბაშვილი

აფხაზეთის, სამაჩაბლოს ოკუპაცია დღემდე გრძელდება, რაც ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნისთვის დიდი გამოწვევაა. ჩვენ ამ გამოწვევას სწორი, გონივრული პოლიტიკით ვპასუხობთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის ფედერალურ კანცლერ, კარლ ნეჰამერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ღარიბაშვილმა სხვა საკითხებთან ერთად ყურადღება ტერიტორიული მთლიანობის პრობლემაზეც გაამახვილა.

„დღეს ევროპის კონტინენტზე, ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ასეთი მასშტაბის კრიზისი არ ყოფილა, რაც რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პრობლემაა მთელი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის, მსოფლიოსთვის და ასევე, ჩვენი რეგიონისთვის. მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანას აქვს თავისი პრობლემები. ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. 2008 წლის ომი, რა თქმა უნდა, დამანგრეველი იყო ჩვენი ქვეყნისთვის. ამის შედეგია ჩვენი ისტორიული ტერიტორიების – აფხაზეთის, სამაჩაბლოს აღიარება და აღნიშნული ოკუპაცია დღემდე გრძელდება, რაც ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნისთვის დიდი გამოწვევაა. ჩვენ ამ გამოწვევას სწორი გონივრული პოლიტიკით ვპასუხობთ. ჩვენ მოვახერხეთ ბოლო ათ წელიწადში ის, რომ გვაქვს მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება