fbpx

სამტრედიაში 30 დეკემბერს გრანდიოზული საახალწლო კონცერტი გაიმართება

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სამტრედიაში 30 დეკემბერს გრანდიოზული საახალწლო ღონისძიება გაიმართება.

ყველა ასაკის ადამიანზე გათვლილი მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ქალაქის ცენტრალურ პარკში მოეწყობა საშობაო ბაზრობა, ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო გასართობი სივრცეები.
საახალწლო სათამაშოების დამზადების შესწავლა, თამაშები, სახის მოხატვა, ზღაპრის გმირები, ბავშვების შეხვედრა თოვლის ბაბუასთან და საჩუქრები.

ტერიტორიაზე, ასევე, განთავსდება ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.

ქალაქის ტერიტორიაზე მოეწყობა
ზღაპრის გმირების საზეიმო მსვლელობა და მოსიარულე ორკესტრის შოუ.

საღამო ჯგუფი ,,მგზავრების“-ს კონცერტით და გრანდიოზული საახალწლო ფეიერვერკით დასრულდება.

საახალწლო ღონისძიებები, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 24 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება