fbpx

სამტრედიაში ახლად რეაბილიტირებულ კორტებზე ჩოგბურთის სკოლა გაიხსნა

ლაშა თევზაძის ქუჩაზე არსებულ ახლად რეაბილიტირებულ ჩოგბურთის კორტებზე, ახლაგაზრდების მოთხოვნების გათვალისწინებით და მუნიციპალიტეტის მერის დავით ბახტაძის ინიციატივით ჩოგბურთის სკოლა გაიხსნა.

კომპლექსი აღჭურვილია გასახდელებით და საშხაპეებით.

ჩოგბურთის სკოლას სერთიფიცირებული მწვრთნელი სოფიო შარანგია უხელმძღვანელებს და სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფები იფუნქციონირებს, მათ შორის მოყვარულთა ჯგუფები.

ჩოგბურთის სკოლის გახსნას, მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

დავით ბახტაძე -,,მინდა წარმატებები ვუსურვო ახლად შექმნილ საჩოგბურთო ჯგუფს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სპორტის სხვადასვა სახეობები იყოს წარმომადგენილი სამტრედიაში. მომავალი თაობა უნდა იყოს მრავალმხრივ განვითარებული, გათვითცნობიერებული სხვადასხვა სპორტულ სახეობებში და ყველა სპორტის სახეობა უნდა იყოს ხელმისაწვდომი მათთვის. მიმდიანრეობს სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია სხვადასხვა ლოკაციაზე, რამდენიმე პროექტი უკვე დასრულებულია. სპორტის განვითარება და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა ჩვენთვის პრიორიტეტულია. ამ მიზნით მომავალშიც მრავალი პროექტი განხორციელდება.”

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება