ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით, დღეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარაში, ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი…
თვე: სექტემბერი 2022
პრემიერ-მინისტრი საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრებს მსოფლიო თასის გათამაშებაზე ორი საპრიზო ადგილის მოპოვებას ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრებს მსოფლიო თასის გათამაშებაზე ორი საპრიზო ადგილის მოპოვებას ულოცავს. მთავრობის მეთაური სპორტსმენებს შემდგომ ასპარეზობებში წარმატებას უსურვებს. „ქართული სპორტის კიდევ ერთი დიდი გამარჯვება – საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრებმა მსოფლიო თასის გათამაშებაზე ორი საპრიზო ადგილი მოიპოვა. ირმა ხეცურიანი ოქროს, ხოლო ნინა თიბილაშვილი – ბრინჯაოს მედლების მფლობელები გახდნენ. ვულოცავ ჩვენს საამაყო სპორტსმენებს და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებ!“, – წერს პრემიერ-მინისტრი ფეისბუქ გვერდზე.
ბოლნისის მუნიციპალიტეტმა, მონაწილეობითი დემოკრატიის გაძლიერების
მიმართულებით, ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
ბოლნისის მუნიციპალიტეტმა, მონაწილეობითი დემოკრატიის გაძლიერებისმიმართულებით, ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმაევროპის საბჭოს პროექტის „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის…
საქართველოში პური იაფდება, პურის მწარმოებელი კომპანიების ნაწილმა პროდუქტზე ფასები უკვე შეამცირა
საქართველოში პური იაფდება. პურის მწარმოებელი კომპანიების ნაწილმა პროდუქტზე ფასები უკვე შეამცირა. თუმცა, ელოდებიან, რომ მსოფლიო ბაზარზე…
ძალიან მაგარი გამოსვლა ჰქონდა პრემიერს “გაერო”-ში, სადაც ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა-ზურა ქადაგიძე
ძალიან მაგარი გამოსვლა ჰქონდა პრემიერს “გაერო”-ში, სადაც ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა საქართველოს განსაკუთრებულ…
ყადაღა სოსო გოგაშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და უახლოესი გარემოცვის უძრავ და მოძრავ ქონებას დაედო
ანტიკორუფციული სააგენტოს გამომძიებლის, დავით მშვილდაძის ინფორმაციით, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და…
20 სექტემბრის მდგომარეობით, საზოგადოებრივ სამუშაოებზე, 23 000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი დასაქმდა-ზურაბ აზარაშვილი
20 სექტემბრის მდგომარეობით, საზოგადოებრივ სამუშაოებზე, 23 000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი, შრომისუნარიანი პირი დასაქმდა. 4 316-მა ადამიანმა…
სორტაში რეზერვისტებმა ფიცი დადეს
თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის 101-ე, 102-ე და 103-ებატალიონების რეზერვისტებმა სორტაში სამხედრო ფიცი დადეს.…
29 წელი ბაბუშერას ტრაგედიიდან
დღეს, ბაბუშერას ტრაგედიის დროს დაღუპულებს იხსენებენ. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილეები, მირონ ჩიგოგიძე, ჯანდრი უბირია,…
თბილისში ერეკლე დანელიას სახელობის ქუჩა გაიხსნა
არასამთავრობო ორგანიზაცია ” დაიცავი შენი წილი სამშობლოს”-ს ინიციატივით და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით, თბილისის მუნიციპალიტეტის…
ირაკლი ღარიბაშვილი – დღეს მაქვს პატივი, წარმოვადგენდე საქართველოს, ჩვენს ძლიერ, ამაყ და თავისუფლებისმოყვარე ერს
2008 წელს ჩემს ქვეყანაში შემოიჭრა რუსეთი, რამაც ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტის მიმდინარე ოკუპაცია გამოიწვია. oმ ეტაპზე, საერთაშორისო თანამეგობრობამ აღიარა ეს აგრესია, თუმცა, ვისწავლეთ, რომ მსოფლიო დემოკრატიებმა ერთად უნდა იმოქმედონ თავისუფლებისა და მშვიდობის გამარჯვების უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოცდაათი წლის წინ საქართველო გაერთიანებული ერების ოჯახის წევრი გახდა ქვეყანას გააზრებული აქვს რეგიონსა და მთელ მსოფლიოში საერთო ღირებულებების დაცვის ვალდებულება. „ბატონო პრეზიდენტო,ბატონო გენერალურო მდივანო, ძვირფასო კოლეგებო, ქალბატონებო და ბატონებო, ქართველი ხალხის სახელით, მაქვს პატივი, კიდევ ერთხელ მოგმართოთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეას. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ 77-ე სესიაზე და ვაანალიზებთ სადამფუძნებლო პრინციპებსა და იმ პროგრესს, რომელსაც ჩვენ, საერთაშორისო საზოგადოებამ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შექმნის დღიდან მივაღწიეთ. 1946 წელს, პირველ სესიაზე, დამფუძნებლებმა დადეს პირობა, რომ გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად გაერთიანდებოდნენ. მნიშვნელოვანი წინსვლის მიუხედავად, უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ აგრესიის აქტები ამჟამადაც ხორციელდება. და ეს სწორედ ისეთი აქტებია, როგორებმაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დაარსება განაპირობა. 2008 წელს ჩემს ქვეყანაში შემოიჭრა რუსეთი, რამაც ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტის მიმდინარე ოკუპაცია გამოიწვია. oმ ეტაპზე, საერთაშორისო თანამეგობრობამ აღიარა ეს აგრესია, თუმცა, ვისწავლეთ, რომ მსოფლიო დემოკრატიებმა ერთად უნდა იმოქმედონ თავისუფლებისა და მშვიდობის გამარჯვების უზრუნველსაყოფად. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია იმისათვის შეიქმნა, რომ მომდევნო თაობები ომის უბედურებისგან ვიხსნათ და სახელმწიფოების სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა დავიცვათ. ეს ჩვენი მოვალეობა და დაპირებაა. დღეს მაქვს პატივი, წარმოვადგენდე საქართველოს, ჩვენს ძლიერ, ამაყ და თავისუფლებისმოყვარე ერს, რომელმაც შეინარჩუნა თავისი სათუთი მემკვიდრეობა და ისტორია, თან განვითარდა და მოერგო 21-ე საუკუნის გეოპოლიტიკურ რეალობას. ოცდაათი წლის წინ საქართველო გაერთიანებული ერების ოჯახის წევრი გახდა. დღეს, კიდევ უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, გააზრებული გვაქვს ჩვენს რეგიონსა და მთელ მსოფლიოში საერთო ღირებულებების დაცვის ვალდებულება, რომელიც ვიკისრეთ“, – განაცხადა პრემიერმა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო ყველა შესაძლებლობას იყენებს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გზით, მშვიდობის სფეროში წინსვლის მისაღწევად.…
ქართული ოცნებები რეალობად იქცევა! ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ჩვენი ერი, არაორდინარული გამოწვევების ფონზე გახდა გამძლეობისა და წინსვლის მაგალითი-ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოში, ჩვენი მთავრობა მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს განათლებაში, საზოგადოებრივ ჯანდაცვასა და ეკოლოგიაში, რათა მომავალმა თაობებმა კეთილდღეობაში იცხოვრონ.…
საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური ინსტიტუტები სრულ შესაბამისობაში არიან შეერთებული შტატებისა და სხვათა მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებულ ფინანსურ სანქციებთან-ირაკლი ღარიბაშვილი
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის უახლესი ანგარიში საქართველოს საინვესტიციო კლიმატის შესახებ ცხადყოფს, რომ „საქართველოს ეროვნული ბანკი და…
ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველო დგას უკრაინის გვერდით
ომი კვლავ მიმდინარეობს, ჩემი ქვეყნიდან არცთუ ისე შორს. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი ძირს უთხრის ქვეყნის ტერიტორიულ…
ირაკლი ღარიბაშვილი – მადლობას ვუხდი ჯო ბაიდენსა და მის მეუღლეს თბილი მიღებისა და საქართველოს მიმართ შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერისთვის
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენისა და მისი მეუღლის ჯილ ბაიდენის სახელით, მსოფლიო ლიდერების პატივსაცემად გაიმართულ მიღებას დაესწრო. მთავრობის მეთაური ჯო ბაიდენსა და მის მეუღლეს თბილი მიღებისა და საქართველოს მიმართ შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერისთვის სოციალურ ქსელ “ტვიტერში” მადლობას უხდის. ,,მქონდა პატივი, დავსწრებოდი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და მისი მეუღლის ჯილ ბაიდენის სახელით მსოფლიო ლიდერების პატივსაცემად გამართულ მიღებას, სადაც ლიდერები იკრიბებიან და მოსაზრებებს უცვლიან ერთმანეთს გლობალური გამოწვევების შესახებ. მადლობელი ვარ თბილი მიღებისა და საქართველოს მიმართ შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერისთვის”,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.