fbpx

ბოლნისის მუნიციპალიტეტმა, მონაწილეობითი დემოკრატიის გაძლიერების
მიმართულებით, ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

ბოლნისის მუნიციპალიტეტმა, მონაწილეობითი დემოკრატიის გაძლიერების
მიმართულებით, ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
ევროპის საბჭოს პროექტის „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების
გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ფარგლებში, ქალაქ თბილისში
საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით „სათათბირო დემოკრატიის სამომავლო
ხედვები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ“ გაიმართა. კონფერენციაში
მონაწილეობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა მიიღო.
ღონისძიებას, თბილისის მერი კახი კალაძე და საქართველოს რეგიონული
განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი
ესწრებოდნენ.
კონფერენციაზე, პროექტის ფარგლებში შერჩეულ სამიზნე მუნიციპალიტეტების
წარმომადგენლებმა, მათ შორის ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით
შერაზადიშვილმა, ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს
ხელი. მემორანდუმი მუნიციპალიტეტებში მონაწილეობითი დემოკრატიის
გაძლიერებას ისახავს მიზნად.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება