fbpx

ირაკლი ღარიბაშვილი- 2023 წლის მაისის ბოლოდან მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩამოყვანას ვგეგმავთ

2023 წლის მაისის ბოლოდან ივნისში, ივლისსა და აგვისტოში მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩამოყვანას ვგეგმავთ-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტები გაიმართება თბილისში, ბათუმსა და „ბლექ სი არენა“-ზე.

„ასევე გეტყვით, რომ კულტურის ნაწილში ჩვენი მოქალაქეებისთვის, ახალგაზრდებისთვის ვგეგმავთ მსოფლიო ვარსკვლავების ჩამოყვანას. იგეგმება მაისის ბოლოდან ივნისი, ივლისი, აგვისტო,  მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩამოყვანა, თბილისის სტადიონზე, ბათუმში, „ბლექ სი არენა“-ზე, ყველგან უნდა იყოს მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტები. ამ პროგრამაზეც ვმუშაობთ და ამის თაობაზე მოგვიანებით საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობა 10 ახალი საკურორტო ქალაქის და დაბების სრულ რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციაზე მუშაობს.

„ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას ვგეგმავთ. ვმუშაობთ 10 ახალი საკურორტო ქალაქის და დაბების სრულ რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციაზე ვმუშაობთ ამჟამად, მაგრამ ამის თაობაზე მინდა, რომ მოგვიანებით ვუთხრა საზოგადოებას და მივაწოდო ინფორმაცია“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება