fbpx

ლევან მურუსიძე გოგაშვილზე: ისეთი რაღაც გააკეთა, რომ პირდაპირ გადაეშვა თავით, ამ სიბინძურეში. გასაგებია, ვინც დაგეგმა ეს სასამართლოს წინააღმდეგ, მაგათგან რაღაც ბენეფიტებს ელოდება და მაგის გამო გადაუსვა ხაზი ყველაფერს

მოსამართლე ლევან მურისიძემ „ქრონიკას“ ექსკლუზიურად მიაწოდა აუდიოჩანაწერი, რომელიც სუსის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის დაცვის უფროსთან ალეკო სამხარაძესთან საუბრის შინაარსს ასახავს.

როგორც საუბრიდან ჩანს, მურუსიძე გოგაშვილის დაცვის უფროსს ეუბნება, რომ გოგაშვილს ვერაფრით დაეხმარება და ვერც ვერავის მოუწოდებს, რომ გოგაშვილმა სასჯელს თავი აარიდოს. ის, ასევე, მოუწოდებს გოგაშვილს, რომ როგორც უნდა, ისე მოიქცეს.

,,ადგა და პირდაპირ დაარტყა სასამართლოს. ნუ, კიდევ თავისას აგრძელებს. ჩათვალე, რომ დრო საერთოდ არ არისო, რადგან აირჩიე ეს გზაო, ნუ აირჩიე მაშინ-თქო და მიყევი-თქო. დამეხმარე რა? მივიდე და ვიღაც მოსმართლეს ვუთხრა, ადექით და ახლა სოსო გამოუშვით-თქო, თუ რა? ისეთი რაღაც გააკეთა, რომ პირდაპირ გადაეშვა თავით ამ სიბინძურეში. გასაგებია, მისი მესიჯი. კი, ბატონო, ამ სიბინძურეში გადაეშვა თავით, გასაგებია, ვინც დაგეგმა ეს ახლა სასამართლოს წინაშე, რაც ხდება, რომ მაგათგან რაღაც ბენეფიტებს ელოდება და მაგის გამო, გადაუსვა ხაზი ყველაფერს. გადაუსვა, გადაუსვა. ნუ, ნახე, ალეკო, და როგორც გინდა, ისე უთხარი, რომ რაც გინდა, ის ქენიო. მეტი რაღა უნდა გააკეთოს,’’ – აცხადებს საუბრის დროს ლევან მურუსიძე.

მოსამართლე ლევან მურუსიძემ 21 სექტემბერს განაცხადა, რომ დაკავების შემდეგ სოსო გოგაშვილმა მას წერილი მისწერა და დაიმუქრა, რომ თუ არ გათავისუფლდებოდა, ისეთ რაღაცებს დააბრალებდა, რომ სასამართლოს დისკრედიტაცია მოხდებოდა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება