fbpx

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერეშს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერეშს შეხვდა. მთავრობის მეთაურის ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მსოფლიოში არსებული ვითარება და გამოწვევები მიმოიხილეს. ირაკლი ღარიბაშვილმა ანტონიო გუტიერეშს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ აფასებს გაეროს ჩართულობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის ერთგულია, რაც საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციასა და საოკუპაციო ხაზით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად. საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს და მის გავლენას მსოფლიოზე. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომმა საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურა და წესებზე დაფუძნებული წესრიგი მთლიანად შეარყია. საუბარი შეეხო სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. ხაზი გაესვა ირაკლი ღარიბაშვილის ძალისხმევით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულ შეთანხმებას, რომლის შედეგადაც აზერბაიჯანმა სომეხი ტყვეები გაათავისუფლა, თავის მხრივ კი, სომხეთმა აზერბაიჯანს მნიშვნელოვანი რუკები გადასცა. პრემიერ–მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა, კვლავაც შეასრულოს მედიატორის როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად

სოზარ სუბარი: ძალიან ბევრი ადამიანი გვიცხადებს თანადგომას და უახლოეს დღეებში, შეიძლება, დაიწყოს ეს პროცესი. მოხდება „ხალხის ძალის“ გაფართოება, ბევრი ადამიანი შემოგვიერთდება

,,ჩვენს მიერ დასმულ კითხვებს,გამოქვეყნებულ წერილებს, გარკვეულწილად მხილების კამპანიის ნაწილშიც აქვს ძალიან დიდი გამოხმაურება საზოგადოების მხრიდან,” –…

მამუკა მდინარაძე “ტვ პირველზე:” რა მიზანიც ჰქონდათ, რომ ჩამოშალონ სახელმწიფო, ასეთი ,,სთორებით” სახელმწიფოს ვერ ჩამოშლიან. ჩემი რჩევა იქნებოდა, რა თქმა უნდა ხუმრობით, რომ ამ ,,სთორიში” რაღაც განვითარება ყოფილიყო

,,ეს კადრებიც რომ მიწოდებულია, ჩვენ საიდან ვიცით? ამის მტკიცებულება რა არის? “ტვ პირველი“, სამწუხაროდ, იმდენ ფეიკს…