fbpx

დავით ქართველიშვილი: ის გარემოება, რომ საქართველოსთვის, მისი ამჟამინდელი ხელისუფლების სახით, პირველ რიგში ადამიანის სიცოცხლეა პრიორიტეტული – ასე “გაწელილად” ეჩვენება მავანს ქუთაისში მიმდინარე მოვლენები

ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ქუთაისში „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის ფაქტს ეხმიანება და წერს, რომ ამ უკიდურესი…

ადიგენის მუნიციპალიტეტში, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და ახალგაზრდების ხელშეწყობის მიზნით, სპორტული მინი მოედნების მოწყობა მიმდინარეობს

ადიგენის მუნიციპალიტეტში, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და ახალგაზრდების ხელშეწყობის მიზნით, სპორტული მინი მოედნების მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოების…

გია გაბრიჭიძე – პოლიცია მაქსიმალურად არის მობილიზებული ბანკში მიმდინარე დრამატული მოვლენა მშვიდობიანად დასრულდეს და მძევლების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას

დღეს, როცა პოლიცია მაქსიმალურად არის მობილიზებული რათა ბანკში მიმდინარე დრამატული მოვლენა მშვიდობიანად დასრულდეს და მძევლების სიცოცხლეს…

თამთა მეგრელიშვილი: მოღალატე, სისხლზე დაგეშილი ხალხი ხართ ვინც დღეს დამნაშავის მხარეს ხართ. პოლიციაზე და მის ხელმძღვანელზე თავდასხმა არის ჩვეულებრივი ღალატი

„გომელაური და მისი უწყება ყველაფერს აკეთებენ რომ ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდეს და ამ დროს პოლიციაზე და მის…

20-23 სექტემბერს თბილისი IUSY-ს „მშვიდობის კომიტეტის’’ (PTN) დელეგაციას უმასპინძლებს

ქართული ოცნება / Georgian Dream-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის მოწვევით, 20-23 სექტემბერს თბილისი ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო გაერთიანების (IUSY)…

ილია დარჩიაშვილი – გაეროს გენერალური მდივნის მხრიდან დადებითად შეფასდა საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკა, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების მიმართულებით

გაეროს გენერალური მდივნის მხრიდან ძალიან ძლიერი მხარდაჭერა იქნა გამოხატულის აქართველოს მიმართ და მისი მხრიდან დადებითად შეფასდა…

ნიკა გვარამია: საზოგადოება ასხივებს უღონობას, ფრუსტრაციას და გადაწყვიტა ეს პრობლემა საკუთარი თავიდან მოიშოროს და იპოვოს ის ვისაც ამას დააბრალებს

„დღეს ქართულმა საზოგადოებამ განტევების ვაცად დანიშნა ოპოზიცია. თუ ვინმე სუსტია -ესაა საზოგადოება. საზოგადოება დღეს ასხივებს უღონობას,…

ზურაბ ჯაფარიძე: შეგიძლია გააკეთო მოძრაობები, თუნდაც რომ აიძულო რუსეთის რაღაც ნაწილები აქ დააბა, ათი ათასი კაცი რომ გააჩერონ აქ პატარა საქმე არ არის, უკრაინისთვის რაღაც დახმარება იქნება

შეგიძლია გააკეთო მოძრაობები, თუნდაც რომ აიძულო რუსეთის რაღაც ნაწილები აქ დააბა, უკრაინისთვის ეს შეიძლება იყოს ძალიან…

თამარ ზაალიშვილმა „TV პირველს“ ცილისწამებისთვის დაწყებული სასამართლო დავა მოუგო

პროფესორმა თამარ ზაალიშვილმა ტელეკომპანია „პირველს“ სასამართლოში დავა მოუგო. ზაალიშვილის მტკიცებით, რომელიც განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის დირექტორის…

ზურაბ გურული ზურაბ გირჩი ჯაფარიძეზე: ნუ ვიქნებით გულუბრყვილონი, მშვიდობა ყველაზე ძვირფასია, გიჟები ხომ არა ვართ რუსებს დავეტაკოთ

“უცნობის” შეკითხვაზე: -რუსეთს რომ არ დაენძრეს ბოლომდე, მაშინ რა უნდა ვქნათო- პასუხია: კი, არის შანსი რომ…

ქართულ სკოლებში წარმატებით ჩაირიცხა 1500-ზე მეტი უკრაინელი მოსწავლე, რომლებიც რუსული აგრესიის გამო იძულებული გახდნენ გამოქცეულიყვნენ-ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოში პრიორიტეტად მივიჩნევთ განათლების სისტემის მხარდაჭერას  სტუდენტებისთვის ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც მიმდინარე რუსულმა ოკუპაციამ ხელყო ყოველდღიური ცხოვრების ბევრი ასპექტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში გამართულ განათლების გარდაქმნის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ქართულ სკოლებში წარმატებით ჩაირიცხა 1500-ზე მეტი უკრაინელი მოსწავლე, რომლებიც რუსული აგრესიის გამო იძულებული გახდნენ გამოქცეულიყვნენ.

 საქართველო ამაყობს, რომ უერთდება დღეს, აქ, ჩვენს პარტნიორებს, რომლებმაც იკისრეს ვალდებულება თავიანთი თემები განათლების გზით გააძლიერონ-ირაკლი ღარიბაშვილი

ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ მიზნად დავისახეთ სოციალური, კულტურული და ფინანსური ბარიერების შემცირება სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის შეუფერხებლად უზრუნველსაყოფად, სამეცნიერო კვლევის შესაძლებლობებსაც მივცემთ ახალგაზრდა თაობას. გარდა ამისა, საქართველოს განათლების სისტემა ხელს შეუწყობს 21-ე საუკუნის უნარებისა და კომპეტენციების ფართო სპექტრის განვითარებას ყველა დონეზე, – –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში გამართულ განათლების გარდაქმნის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო იღებს ვალდებულებას განახორციელოს ეფექტიანი მექანიზმები მასწავლებლის პროფესიის ხარისხისა და მიმზიდველობის გასაუმჯობესებლად. მანვე ხაზი გაუსვა გაეროს ხელმძღვანელობით საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას ამ მიმართულებით. „საქართველო იღებს ვალდებულებას განახორციელოს ეფექტიანი მექანიზმები მასწავლებლის პროფესიის ხარისხისა და მიმზიდველობის გასაუმჯობესებლად. განათლების ყველა საფეხურზე კვალიფიციური მასწავლებლებისა და სპეციალისტების აყვანისა და შენარჩუნების ხელშეწყობა და მათი უწყვეტი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა იქნება განათლების პოლიტიკის დღის წესრიგის სათავეში. საქართველო ასევე გადადგამს ნაბიჯებს, რომლებიც მიზნად ისახავს  ინკლუზიური, უსაფრთხო და ჯანსაღი სასკოლო გარემოს უზრუნველყოფას, სკოლაში კვებისა და სამედიცინო, აგრეთვე ფსიქო-სოციალური და ემოციური მხარდაჭერის სერვისების ხელმისაწვდომობის მხარდაჭერით. პატივცემულო მონაწილეებო, დასკვნის სახით ნება მომეცით, ხაზი გავუსვა გაეროს ხელმძღვანელობით საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას განათლების გარდაქმნის უკეთესი საერთო მომავლის, მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის. საქართველო ამაყობს, რომ უერთდება დღეს, აქ, ჩვენს პარტნიორებს, რომლებმაც იკისრეს ვალდებულება თავიანთი თემები განათლების გზით გააძლიერონ. ერთობლივი ძალისხმევითა და საერთაშორისო კონსოლიდაციით, ჩვენ მივაღწევთ განათლებისა და ჰუმანურობის დასახულ მიზნებს. დიდი მადლობა!,“- აღნიშნა პრემიერმა

ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველო და თურქეთი დიდი ხნის პარტნიორები და კარგი მეზობლები ვართ და მტკიცედ ვიკისრეთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარების ვალდებულება

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება. პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ საქართველო და თურქეთი დიდი ხნის პარტნიორები და კარგი მეზობლები არიან და მათ მტკიცედ იკისრეს სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარების ვალდებულება. “თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შევხვდი. განვიხილეთ ორმხრივი, რეგიონალური და მრავალმხრივი დღის წესრიგის საკითხები. საქართველო და თურქეთი დიდი ხნის პარტნიორები და კარგი მეზობლები ვართ, რომლებმაც მტკიცედ ვიკისრეთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარების ვალდებულება”,-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა

საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა და მსოფლიოსა და კავკასიის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და  თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობას. აღინიშნა ბოლო წლებში ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვანი შედეგები, მაღალი დონის ორმხრივი ურთიერთობების პოლიტიკური დინამიკა და რეგიონულ-გეოსტრატეგიული ხასიათის პროექტებში საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ჩართულობა და აქტიური თანამშრომლობა. განსახილველ საკითხებს შორის იყო უკრაინაში მიმდინარე ომი და, შედეგად, მსოფლიოსა და რეგიონში არსებული რთული უსაფრთხოების ვითარება. ხაზი გაესვა რეგიონის შემდგომი განვითარებისა და გრძელვადიანი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. ამ კონტექსტში, აღინიშნა ირაკლი ღარიბაშვილის შუამავლობით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გასულ წელს მიღწეული შეთანხმება, რომლის შედეგადაც აზერბაიჯანმა სომეხი ტყვეები გაათავისუფლა, სომხეთმა კი, აზერბაიჯანს მნიშვნელოვანი რუკები გადასცა. აღინიშნა, რომ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას  შორის არსებული ეფექტიანი თანამშრომლობის ყველა მიმართულებით კიდევ უფრო განვითარება მნიშვნელოვანია ასევე რეგიონის სტაბილური და მდგრადი განვითარებისთვის. პრემიერ-მინისტრმა თურქეთის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია.

ირაკლი ღარიბაშვილი – ინკლუზიური, თანაბარუფლებიანი და მაღალი ხარისხის განათლება ადამიანის ფუნდამენტური უფლება და საქართველოს მთავრობის უპირატესი სტრატეგიული პრიორიტეტია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში გამართულ განათლების გარდაქმნის მაღალი დონის სამიტის მონაწილე ლიდერებს სიტყვით მიმართა. პრემიერ-მინისტრი გამართულ სამიტს სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ინკლუზიური, თანაბარუფლებიანი და მაღალი ხარისხის განათლება ადამიანის ფუნდამენტური უფლება და საქართველოს მთავრობის უპირატესი სტრატეგიული პრიორიტეტია. “ინკლუზიური, თანაბარუფლებიანი და მაღალი ხარისხის განათლება ადამიანის ფუნდამენტური უფლება და საქართველოს მთავრობის უპირატესი სტრატეგიული პრიორიტეტია. დღეს მქონდა პატივი, დავსწრებოდი ტრანსფორმაციული განათლების სამიტს და სიტყვით მიმემართა მონაწილე ლიდერებისადმი. ვრჩებით განათლების გარდაქმნის იდეის ერთგული ჩვენი ახალგაზრდობისთვის უკეთესი მომავალის შესაქმნელად”,- წერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი