fbpx

ფონდი “ქართუ” ჩართულია ანტივირუსული მცენარეული პრეპარატის, „სულაჟერი“ კომპლექსური ლაბორატორიული და კლინიკური კვლევების პროექტში

ფონდი „ქართუ“ განცხადებას ავრცელებს ბოლო დღეებში პოლიტიკურად ანგაჟირებული მედიასაშუალებებით გავრცელდა ყალბი და უშინაარსო სიუჟეტები ფონდ „ქართუს“…

ხიბულაში ქართუ ფონდის დაფინანსებით აშენებული სამონასტრო კომლექსი აკურთხეს

ძველ ხიბულაში, ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, აშენებული წმინდა ლაზარეს აღდგინების სახელობის ტაძარის კურთხევა მოხდა. ტაძართან ერთად აშენდა…

ირაკლი ქარსელაძე – 2006-2008 წლებში სკოლებიც ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით შენდებოდა

“ხონისთვის ისტორიული გამოვიდა გორდი-ძეძილეთის ახალი გზა. ეს არის გააზრებული, ტურისტულად წარმოდგენილი და ამ ტურიზმის განვითარების ხელშემწყობი…

ირაკლი კობახიძე -დონორები უნდა შეეგუონ გამჭვირვალობას, ანგარიში უნდა გაუწიონ ქართულ საზოგადოებას და გაუმხილონ ინფორმაცია დაფინანსებასთან დაკავშირებით, ეს არის ევროპული დემოკრატიის მინიმალური  სტანდარტი

დონორები უნდა შეეგუონ გამჭვირვალობას იმის გამო, რომ მათ ანგარიში უნდა გაუწიონ ქართულ საზოგადოებას, რომელსაც კეთილი უნდა ინებონ და გაუმხილონ ინფორმაცია დაფინანსებასთან დაკავშირებით,  ეს არის ევროპული დემოკრატიის მინიმალური სტანდარტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა იმედი LIVE-ში განაცხადა.  როგორც პრემიერმა აღნიშნა, გამჭვირვალობა არის ევროპული დემოკრატიის მინიმალური სტანდარტი, რაც თანდათანობით კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.  „ჩვენ კონკრეტულ შემთხვევებზე ვსაუბრობთ, რომლებიც დაკავშირებულია ქვეყნისთვის არასასარგებლო საქმიანობასთან, დანარჩენში საზოგადოებამ უნდა ჩაიხედოს.  მაგალითად, საზოგადოებამ ზუსტად უნდა ნახოს, რისთვის და რამდენით აფინანსებდა „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ მოძრაობა „სირცხვილიას“, რომლის სახელწოდებაც კი არის მაპოლარიზებელი, ან რატომ შეიძლება, ევროკავშირის ფონდი აფინანსებდეს პოლარიზაციას და იმავდროულად გთხოვდეს დეპოლარიზაციას. ამაზე ხომ საზოგადოებამ უნდა დასვას კითხვები, მაგრამ ეს ზოგადი ინფორმაცია, რაც ჩვენ შემთხვევით გავიგეთ „სირცხვილიას“ დაფინანსებასთან დაკავშირებით, საკმარისი არ არის. მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ჰქონდეს დეტალური ინფორმაცია იმაზე, მაგალითად ვინ აფინანსებს „სირცხვილიას“ და რისთვის, „დროას“ ან „ფრანკლინის კლუბს“ ვინ აფინანსებს და რისთვის და ა.შ. გასაგებია, რომ ეს გამჭვირვალობა დისკომფორტს უქმნის კონკრეტულ დონორებს, მაგრამ გამჭვირვალობა ყოველთვის დაკავშირებულია დისკომფორტთან, თუმცა ეს დონორები უნდა შეეგუონ გამჭვირვალობას იმის გამო, რომ მათ ანგარიში უნდა გაუწიონ ქართულ საზოგადოებას, რომელსაც კეთილი უნდა ინებონ და უნდა გაუმხილონ ინფორმაცია დაფინანსებასთან დაკავშირებით. ეს არის ევროპული დემოკრატიის მინიმალური სტანდარტი. გამჭვირვალობა არის ევროპული დემოკრატიის მინიმალური სტანდარტი, რაც თანდათანობით სამწუხაროდ დგება კითხვის ნიშნის ქვეშ, მაგრამ ეს მინიმალური სტანდარტი ევროკავშირს მოსდგამს მეორე მსოფლიო ომის შემდგომი წლებიდან და რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავყვეთ სწორედ ამ კლასიკურ ევროპულ სტანდარტს და არა იმას, რასაც გვეუბნება კუბილიუსი, შაჰინი თუ რომელიმე სხვა უცხოელი პოლიტიკოსი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნინო ფოჩხუა ფონდ „ქართუს“ ქველმოქმედებაზე – წარმომიდგენია როგორ გეზიზღებათ ეხლა თითოეული ფეხბურთელი, მაგრამ თქვენი ზიზღი მალამოსავით ედება მათ და მთელ საქართველოს, ბიძინა ივანიშვილს კი დიდი პატივისცემა და მადლობა ქართველი ხალხისგან

ექსპერტი ნინო ფოჩხუა ფონდ „ქართუს“ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება, სადაც აღნიშნულია, რომ „ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის…

ირაკლი ლატარია “ქართუს” მიერ საფეხბურთო ნაკრებისთვის ჯილდოს დაწესებაზე: ეს ის ივანიშვილია, რომელიც ქართული ფეხბურთის აღორძინებაში უდიდესი თანხების ჩადებას გეგმავდა, მაგრამ სააკაშვილის ხელისუფლებამ უარი განუცხადა იმიტომ, რომ ივანიშვილმა მოითხოვა თავისივე თანხების სწორი მიმართულებით ხარჯვის კონტროლი

ექსპერტი ირაკლი ლატარია ფონდი “ქართუს” მიერ საფეხბურთო ნაკრებისთვის ჯილდოს დაწესებას სოციალურ ქსელში აფასებს და აღნიშნავს, რომ…

ნინო ფოჩხუა ფონდ „ქართუს“ ქველმოქმედებაზე – წარმომიდგენია როგორ გეზიზღებათ ეხლა თითოეული ფეხბურთელი, მაგრამ თქვენი ზიზღი მალამოსავით ედება მათ და მთელ საქართველოს, ბიძინა ივანიშვილს კი დიდი პატივისცემა და მადლობა ქართველი ხალხისგან

ექსპერტი ნინო ფოჩხუა ფონდ „ქართუს“ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება, სადაც აღნიშნულია, რომ „ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის…

ირაკლი ზარქუა – მინდა ევროკავშირის ელჩს სამი კითხვა დავუსვა – 1. ვინ აფინანსებდა მარგინალებს? 2. ვინ აფინანსებდა ანტიქართულ, ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს? 3. ვინ გადაუხაზა კანონის დამრღვევ ნიკას მელიას გირაო?

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა საქართველოში ევროკავშირის ელჩს სამი კითხვით მიმართავს – 1. ვინ აფინანსებდა მარგინალებს?…

დავით ქართველიშვილი: „საერთაშორისო დონორი-ფონდი და მის მიერ გამოკვებილი რადიკალური „ენჯეო“ სექტორი, ერთმანეთს იზიდავენ საკუთარი საბანკო ანგარიშების პროპორციულად“

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი საკუთარ Facebook-გვერდზე ეხმაურება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის პარლამენტში…

თამთა მეგრელიშვილი: ფაქტია, ქართული ოპოზიციური პარტიები არასამთავრობოების დაფუძნების გზით ქმნიან შესაძლებლობას მიიღონ უცხოეთიდან არადეკლარირებული უკანონო შემოწირულობა

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი იმ პოლიტიკოსებს ამხელს, რომლებსაც პოლიტიკურ პარტიებთან ერთად დაფუძნებული აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციები,…

თამთა მეგრელიშვილი: პოლიტიკური პარტიები მათ მიერ ეშმაკურად დაგეგმილი სქემის მიხედვით, ქართული კანონმდებლობის გვერდის ავლით უცხოეთიდან ფინანსდებიან და ამ ფინანსებს პირდაპირ პოლიტიკურ მიზნებს ახმარენ

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი იმ პოლიტიკური პარტიების სიას აქვეყნებს, რომლებიც კანონის გვერდის ავლით უცხოეთიდან…

სვიმონ ჯანგულაშვილი: 10 ათასზე მეტი საგალობელია, ჯერ არ დაგვითვლია ზუსტად, რომ გამოიცემა ანთოლოგია, მერე გაირკვევა – ქართული გალობის აღორძინება ეკლესიაში პატრიარქის სახელს უკავშირდება

საგალობლები სიმღერასთან ერთად ჩვენი საგანძურია, არ მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენს იდენტობას და სულიერ სამყაროს გამოხატავს, არამედ…

ზურაბ ქადაგიძე: ნებისმიერი თავმოყვარე მოქალაქისთვის მიუღებელია ქართული მართლმსაჯულების ხელყოფის მცდელობა, რომელსაც მიზანმიმართულად ახორციელებენ საერთაშორისო აქტორები ადგილობრივი “აგენტოკრატების” ხელით

პრემიერ-მინისტრმა დღეს კიდევ ერთხელ გააკეთა განცხადება, რომ მიუღებელია სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციის მცდელობა, ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე, –…

 უწმინდესის დიდი ღვაწლით ქართული გალობა თავის კერას, ეკლესიას დაუბრუნდა, ხოლო ანზორ ერქომაიშვილისა და მის თანამოაზრეთა დიდი მეცადინეობით, ეს უნიკალური მემკვიდრეობა მთელმა მსოფლიომ გაიცნო და აღიარა-ირაკლი კობახიძე

ქართული გალობა ჩვენი უძველესი კულტურის ფასდაუდებელი მონაპოვარია. ქართული მრავალხმიანობა აერთიანებს,  ერთი მხრივ, თითოეული ადამიანის უნიკალურობის, და  მეორე მხრივ ადამიანებს შორის ჰარმონიის, სიყვარულის იდეას. მასში საუკეთესოდ ვლინდება ქართველი კაცის თვითმყოფადი ბუნება, მისი დამოკიდებულება მოყვასისადმი, სამშობლოსადმი თუ ზოგადად სამყაროსადმი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში, ქართული გალობის მრავალტომეულის  წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ ქართული გალობის ნამდვილი აღორძინება გასული საუკუნის  70-იანი წლებიდან დაიწყო. მისივე თქმით, ეს პროცესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს და  სახელოვან მუსიკოსსა და ლოტბარს, ანზორ ერქომაიშვილს უკავშირდება. „ქართული გალობა იმ უზენაეს ქრისტიანულ იდეალებს გამოხატავს, რომლებიც ასწლეულების განმავლობაში ქმნიდნენ ქართულ იდენტობას. ქართული გალობის ტრადიციამ, ისევე, როგორც მთლიანად ჩვენმა კულტურამ, არაერთი რთული ისტორიული პერიოდი გამოიარა; საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ ის გაქრობის საფრთხის წინაშეც კი აღმოჩნდა. დღეს ჩვენ უდიდესი მადლიერებით უნდა გავიხსენოთ ილია ჭავჭავაძე, დიმიტრი ყიფიანი, ფილიმონ ქორიძე, ზაქარია ფალიაშვილი და სხვა დიდი ქართველი მოღვაწეები, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს ტრადიციული მრავალხმიანობის, მათ შორის გალობის გადარჩენასა და ჩვენამდე მოტანაში. ქართული გალობის ნამდვილი აღორძინება გასული საუკუნის 70-ანი წლებიდან დაიწყო. გალობის აღორძინება  უპირველეს ყოვლისა ჩვენს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს და ჩვენს სახელოვან მუსიკოსსა და ლოტბარს, ანზორ ერქომაიშვილს უკავშირდება. საბჭოთა რეჟიმის ურთულეს პირობებში ეს საქმე ნამდვილ თავდადებას მოითხოვდა; უწმინდესისა და უნეტარესის დიდი ღვაწლით ქართული გალობა თავის კერას, ეკლესიას დაუბრუნდა, ხოლო ანზორ ერქომაიშვილისა და მის თანამოაზრეთა დიდი მეცადინეობით, ეს უნიკალური ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა მთელმა მსოფლიომ გაიცნო და აღიარა,“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს ქველმოქმედებისა და მრავალი წლის განმავლობაში ფოლკლორის ცენტრის მხარდაჭერისათვის. „დღეს ამ ტრადიციის განვითარებაში საკვანძო როლს ფოლკლორის ცენტრი ასრულებს. ცენტრმა საქართველოს მასშტაბით დააარსა სალოტბარო სკოლები. ცენტრი მხარს უჭერს სამეცნიერო კვლევებს გალობის შესახებ, ხელს უწყობს ახალგაზრდობის მეტ ჩართულობას ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომლის ქველმოქმედებამაც ამ საქმის კეთება შესაძლებელი გახადა და რომელიც მხარს უჭერდა ბატონ ანზორ ერქომაიშვილს და მის ცენტრს მრავალი წლის განმავლობაში.  ცენტრის მიერ გაკეთებულ დიდ საქმეებს შორის გამორჩეული მნიშვნელობისაა ქართული საგალობლების სანოტო ჩანაწერების გაციფრება და ქართული გალობის ანთოლოგიის გამოცემა.  დღეს ჩვენს წინაშეა  თითქმის ათწლიანი, მართლაც ტიტანური შრომის შთამბეჭდავი შედეგი: ეს არის ანთოლოგიის 29 ტომი, 6 ათასზე მეტი საგალობელი, რომელთა უმრავლესობა პირველად დაიბეჭდა; ჩემთვის ცნობილია, რომ ეს დასახული მიზნების მხოლოდ ერთი ნაწილია, რადგან ჯერ ხელნაწერთა დაახლოებით ნახევარია გამოცემული. წინ კიდევ დიდი სამუშაოა და მინდა წარმატებები გისურვოთ ამ საშვილიშვილო საქმეში. მინდა ქართული გალობის ფონდის დამფუძნებელს, ბატონ ვანო ჩხარტიშვილს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ამ საქმეში შეტანილი ძალიან დიდი წვლილისთვის. მადლობას ვუხდი ყველას, ვისაც ანთოლოგიის შექმნაში საკუთარი წვლილი შეაქვს  – ესენი არიან პროექტის ხელმძღვანელები, შემოქმედებითი ჯგუფი, მუსიკოსები, მეცნიერები; მადლობა თითოეულ თქვენგანს.  პირადად ჩემი და საქართველოს მთავრობის სახელით მინდა გამოვთქვა კიდევ ერთხელ  თანადგომა და გპირდებით მხარდაჭერას. მინდა გისურვოთ შემდგომი წარმატებები  ამ ძალიან დიდ, საქვეყნო საქმეში,“- განაცხადა პრემიერმა.

ზურაბ ქადაგიძე „ვეტინგზე“-ხელისუფლება, რომელიც ცდილობს სასამართლოს სრულად დამოუკიდებლობას, მიუღებელია საერთაშორისო აქტორებისათვის, ამიტომაა სასამართლოს დისკრედიტაციის მცდელობა, რათა გავლენები მოიპოვონ ქართულ მართლმსაჯულებაზე

„სახელმწიფოებში სადაც “ვეტინგს” იყენებენ სასამართლო რეფორმის მთავარ იარაღად, ყველგან სამი მთავარი აქტორია – “სოროსის ფონდი”, “USAID”…