fbpx

ზურაბ ქადაგიძე: ხელმოცარული პოლიტიკოსები აკრიტიკებენ ბიძინა ივანიშვილს, რატომ ცდილობს ფეხბურთელების მოტივაციის ამაღლებას და აქამდე სად იყოო, თითქოს მათ გაუკეთებიათ ოდესმე რაიმე ქართული სპორტისთვის – ბიძინა ივანიშვილი და მისი ფონდი კვლავ გააგრძელებს სიკეთის კეთებას, ეს ხელმოცარული პოლიტიკოსები კი კვლავ ხელმოცარულებად დარჩებიან

„ხელმოცარული პოლიტიკოსები აკრიტიკებენ ბიძინა ივანიშვილს, ერთი თვის შემდეგ რატომ ცდილობს ფეხბურთელების მოტივაციის ამაღლებას, აქამდე სად იყოო,…

ლევან ნიკოლეიშვილი-თუკი ფონდი “ქართუ” ფეხბურთელებს დააჯილდოებს ისინი აუცილებლად გაიყიდებიან?! არა, მავნებლობო, ფეხბურთელებს ამით მადლობას უხდიან-ახლა კი დავფიქრდეთ თავად რადიკალ-მავნებლები რა თანხის სანაცლოდ იყიდებიან

„რა წარმოდგენა აქვთ, ფეხბურთელებზე, ზოგადად ხალხზე ხომ ფაქტია. ე.ი. თუ კი ფონდი “ქართუ” ფეხბურთელებს დააჯილდოებს ისინი…

ირაკლი კობახიძე – ძალიან დასაფასებელია ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერა ჩვენი ნაკრების, ქართული ფეხბურთის მიმართ

ჩვენთვის, მთავრობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა და რა თქმა უნდა, ძალიან დასაფასებელია ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერა ჩვენი ნაკრების, ქართული ფეხბურთის მიმართ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურმა ფონდ „ქართუს“ და ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა. „ჩვენ ვიცით, რომ ჩვენს ფეხბურთელებს მოტივაცია არ აკლიათ, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული რამ და მადლობა ამისთვის ფონდ „ქართუს“ და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვის, ასევე თითოეული შემდგომი მოგებული თამაშისთვის. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ რაც შეიძლება წინ წავა ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე. ყველა ძალიან ვგულშემატკივრობთ ჩვენს ნაკრებს,“- აღნიშნა პრემიერმა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალი სტადიონის მშენებლობა ასევე არის მთავრობის მხრიდან სპორტის მიმართ განსაკუთრებული მხარდაჭერის გამოხატულება. „რაც შეეხება სტადიონს, სტადიონიც არის ჩვენი სპორტის, ფეხბურთის, რაგბის მიმართ განსაკუთრებული მხარდაჭერის გამოხატულება. ჩვენს ქალაქს სჭირდება ახალი სტადიონი. იცით, რომ არის სხვადასხვა სტიპის სირთულეები დინამოს სტადიონზე, მათ შორის, 51 000- ია მაქსიმალური ტევადობა, ჩვენ გვჭირდება 70 000-იანი სტადიონი იმისათვის, რომ მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ ჩვენს გულშემატკივრებს და შევძლოთ უმაღლესი რანგის მატჩების მასპინძლობა ჩვენს დედაქალაქში. გვინდა 2028 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობა, რაზეც განაცხადს შევიტანთ, მანამდე ბუნებრივია აშენდება ახალი სტადიონი. ეს გეგმები მთლიანად დაკავშირებულია ჩვენს მოტივაციასთან, რომ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი სპორტის განვითარებას. სპორტი არ ნიშნავს მხოლოდ როგორც ასეთი სპორტულ წარმატებას, ეს ნიშნავს ადამიანების ჯანმრთელობას, უკეთეს სოციალურ განვითარებას და ა.შ. ამიტომ სპორტს მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი,“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. პრემიერ-მინისტრის თქმით, წინა ხელისუფლების დროს ანადგურებდნენ ინფრასტრუქტურას და იყო უხეში ჩარევა სპორტში. „გუშინ მე ვისაუბრე იმაზე, თუ როგორი იყო წინა ხელისუფლების დამოკიდებულება სპორტის მიმართ. ანადგურებდნენ ინფრასტრუქტურას, იყო უხეში ჩარევა სპორტში და ამან მოიტანა ის, რომ  ცხრა წლის განმავლობაში არა თუ წინ ვერ წავიდა ქართული სპორტი, პირიქით, 90-იანებთან შედარებითაც წავიდა უკან. ბათუმის სტადიონი დაანგრიეს, „ნორჩი დინამოელის“ ბაზა დაანგრიეს, „თბილისის დინამო“ ისეთ ხალხს ჩაუგდეს ხელში, რომლებმაც მხოლოდ უკან დახია ჩვენი საამაყო კლუბი. ეს იყო წინა ხელისუფლების შედეგები. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ხელი შევუწყოთ სპორტის განვითარებას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ფონდ „ქართუს“, პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს იმისათვის, რომ ისიც აქტიურად, განსაკუთრებული მოტივაციით უჭერს მხარს ქართულ სპორტს, თქვენ იცით, რომ ფონდ „ქართუს“ ამის გარდა უამრავი ინვესტიცია აქვს ჩადებული ქართულ სპორტში, მათ შორის ათეულობით მილიონია დახარჯული რაგბის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის და სხვა მიმართულებებით. კიდევ ერთხელ მადლობა ფონდ „ქართუს“ და ბატონ ბიძინა ივანიშვილს,“- აღნიშნა პრემიერმა.

საქველმოქმედო ფონდ “ქართუს” განცხადება :ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის ფონდი „ქართუ“ საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით 30 მილიონ ლარს გადასცემს- ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის ფონდი “ქართუ” ეროვნულ ნაკრებს დამატებით 30 მილიონი ლარით დააჯილდოებს

ფონდი „ქართუ“ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით, 30 მილიონ ლარს გადასცემს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ყოველი…

ფონდი „ქართუ“ განცხადებას ავრცელებს

ფონდი „ქართუ“ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციასა და რეორგანიზაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ბოლო დროს…

ვლადიმერ ბოჟაძე: 2024 წელს დაქსაქსულ და დასუსტებულ ოპოზიციას მხოლოდ დამარცხება ელოდება, ამიტომ აგრძელებს ომის და ღალატის პარტიის მართვადი მედია და სამოქალაქო სექტორის ნაწილი, ტყუილით და დეზინფორმაციით ფონდი ,,ქართუს” წინააღმდეგ ბრძოლას

,,ქართუს” არცერთი წამით არ შეუწყვეტია საქველმოქმედო პროექტების განხორციელება, მაშინაც კი როცა ბიძინა ივანიშვილი ფაქტობრივი სანქციები დაეკისრა.…

თამთა მეგრელიშვილი: ფონდი „ქართუ“ ინფრასტრუქტურულ და საქველმოქმედო პროექტებს ახორციელებს და მისი საბოლოო ბენეფიციარი სახელმწიფო და ხალხია

„ქართუ“ კომერციული ორგანიზაცია არ არის და მის ძირითად ფუნქციას ქველმოქმედება წარმოადგენს. ფონდის ისტორია 20 წელზე მეტს…

ლევან ნიკოლეიშვილი-როგორც წესი ხელმოცარული თავის უიღბლობას ყველას და ყველაფერს აბრალებს, სწორედ ამ სენით არიან შეპყრობილები მავნებლები და მათი რუპორ ტელევიზიები, რომლებსაც რასაც ფონდი „ქართუ” აკეთებს, იმის 1% გაკეთებაც არ შეუძლიათ

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ფონდი „ქართუს“ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება, სადაც აღნიშნულია, რომ „ბოლო დღეებში რამდენიმე ტელეკომპანიამ,…

ივანიშვილების ოჯახი ფონდი “ქართუს” ერთადერთი დონორია, ანუ ბიძინა ივანიშვილი, ფონდს თავად სწირავს რეგულარულად საკუთარ სახსრებსა და შემოსავლებს

“მცირე პაუზის შემდეგ, პოლიტიკურად ანგაჟირებულმა მედიამ ისევ შეუტია ფონდ „ქართუს“. ბოლო დღეებში რამდენიმე ტელეკომპანიამ, რომელთა ზურგს…

ლევან ნიკოლეიშვილი “ტვ პირველის” სიუჟეტზე ფონდ “ქართუს” განცხადებაზე- დეზინფორმაციის პარტიული ტელე მანქანა მუდმივად ცდილობს ფონდის დისკრედიტაციას, რაც მათი ბოსების პარტიული დავალების უბადრუკი აღსრულება გახლავთ

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ფონდი “ქართუს” მიერ “ტვ პირველის” სიუჟეტზე გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. მისი თქმით,…

თამარ ჩიბურდანიძე: 11 წელია „ქართული ოცნება“ ცდილობს გადაარჩინოს სააკაშვილისგან განწირული გენოფონდი და დღეს ეს უსირცხვილო დემოგრაფიაზე საუბარს ბედავს?

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი თამარ ჩიბურდანიძე „ნაცმოძრაობის“ 11-პუნქტიან მანიფესტს სოციალურ ქსელში ეხმაურება, სადაც ერთ-ერთი პუნქტი დემოგრაფიული…

ფონდი „ქართუ“ ლაგუნა ვერეს აუზის სივრცეს მუნიციპალიტეტს გადმოსცემს-კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ფონდი „ქართუ“ ლაგუნა ვერეს აუზის სივრცეს მუნიციპალიტეტს გადმოსცემს. დღეს ცნობილი გახდა,…

ზურაბ ქადაგიძე: ფონდი”ქართუ” იყო და რჩება საქართველოს მხარდამჭერად და მთავარ კონტრიბუტორად ქართული საზოგადოებისათვის სიკეთეების შექმნის საქმეში

ეს საჩუქარი და საზოგადოების სიკეთეებზე ზრუნვაც “ბოროტებად” შერაცხა ჩვენმა “საამაყო” კრიტიკულმა-მედიამ და სპეკულაციები დაიწყო ფინანსურ-იურიდიულ დეტალებზე,…

ფონდი “ქართუ” ჩართულია ანტივირუსული მცენარეული პრეპარატის, „სულაჟერი“ კომპლექსური ლაბორატორიული და კლინიკური კვლევების პროექტში

ფონდი „ქართუ“ განცხადებას ავრცელებს ბოლო დღეებში პოლიტიკურად ანგაჟირებული მედიასაშუალებებით გავრცელდა ყალბი და უშინაარსო სიუჟეტები ფონდ „ქართუს“…

ხიბულაში ქართუ ფონდის დაფინანსებით აშენებული სამონასტრო კომლექსი აკურთხეს

ძველ ხიბულაში, ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, აშენებული წმინდა ლაზარეს აღდგინების სახელობის ტაძარის კურთხევა მოხდა. ტაძართან ერთად აშენდა…