fbpx

დავით ქართველიშვილი: „საერთაშორისო დონორი-ფონდი და მის მიერ გამოკვებილი რადიკალური „ენჯეო“ სექტორი, ერთმანეთს იზიდავენ საკუთარი საბანკო ანგარიშების პროპორციულად“

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი საკუთარ Facebook-გვერდზე ეხმაურება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნების საკითხსა და მის შესახებ გამოთქმულ მოსაზრებებს.

როგორც ქართველიშვილი წერს, „საერთაშორისო დონორი-ფონდი და მის მიერ გამოკვებილი რადიკალური „ენჯეო“ სექტორი, ერთმანეთს იზიდავენ საკუთარი საბანკო ანგარიშების პროპორციულად“.

„ქართული რადიკალური „ენჯეო” სექტორის პირადი უკანონო გამდიდრება, უკუპროპორციულია მათ საზოგადო/სოციალურ რეიტინგებთან მიმართებით. ნიუტონის გამოუქვეყნებელი კანონის თანახმად, საერთაშორისო დონორი-ფონდი და მის მიერ გამოკვებილი რადიკალური „ენჯეო“ სექტორი, ერთმანეთს იზიდავენ საკუთარი საბანკო ანგარიშების პროპორციულად და ამ მიზიდულობის გამჭვირვალობის კვადრატის უკუპროპორციულად“, – წერს დავით ქართველიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება