fbpx

პრემიერი ოლაფ შოლცთან შეხვედრაზე – ვისაუბრეთ კანონზე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, აღნიშნული კანონი შეესაბამება ყველა ძირითად პრინციპს და ამ კანონს ცოტა ხნის წინ  ევროკომისიამაც დაუჭირა მხარი

ვისაუბრეთ კანონზე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ და ამასთან დაკავშირებითაც მინდა რამდენიმე სიტყვა ვთქვა. აღნიშნული კანონი შეესაბამება…

ირაკლი ზარქუა სებ-ის საბჭოს წევრების შესარჩევ კომისიაზე- ვინც არიან კომისიაში, მათ ქვეყანას უმუხთლეს, მცდელობა ჰქონდათ ჩამოეშალათ და ეროვნული ბანკის პარალიზება მოეხდინათ, ამ ხალხისგან დაკომპლექტებული კომისიისგან რას უნდა ველოდოთ- არაფერს კარგს

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს ეროვნული…

პრემიერი – დარწმუნებული ვარ, გერმანიის ინტერესი  საქართველოს მიმართ კიდევ უფრო გაიზრდება, როდესაც მიმდინარე წლის ივნისში, საქართველოს ეროვნული ნაკრები სწორედ გერმანიაში მიიღებს ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობას

დარწმუნებული ვარ, რომ გერმანიის ინტერესი  საქართველოს მიმართ კიდევ უფრო გაიზრდება მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის ივნისში,…

პრემიერი – საქართველო გერმანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სანდო პარტნიორია გეოპოლიტიკურად რთულ რეგიონში და განსაკუთრებულ როლს ასრულებს მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების პროცესში

საქართველო წარმოადგენს გერმანიისთვის ძალიან მნიშვნელოვან და სანდო პარტნიორს ამ, გეოპოლიტიკურად რთულ რეგიონში. საქართველო განსაკუთრებულ როლს ასრულებს…

ირაკლი კობახიძე – საქართველოსა  და გერმანიას  მჭიდრო  თანამშრომლობა, პარტნიორობა  აკავშირებთ,რომლებიც საერთო  ღირებულებებს ეფუძნება

საქართველოსა და გერმანიას მჭიდრო თანამშრომლობა და პარტნიორობა აკავშირებთ, რომლებიც საერთო ღირებულებებს ეფუძნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.  როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გერმანია განსაკუთრებულ როლს ასრულებს საქართველოს უმნიშვნელოვანესი საგარეო პოლიტიკური მიზნების შესრულებაში.  „ძალიან სასიხარულოა, ბერლინში ყოფნის შესაძლებლობა რომ მაქვს და პრემიერ-მინისტრის რანგში შემიძლია, გერმანიაში ვიყო. ძალიან დიდი მადლობას გიხდით ფედერალურო კანცლერო, მოწვევისთვის და გულითადი მასპინძლობისთვის. 1990-იანი წლებიდან მოყოლებული გერმანიამ უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასა და მის სახელმწიფოებრივ განვითარებაში. განსაკუთრებული როლი ითამაშა გერმანიამ ასევე ჩვენი ახალგაზრდების მხარდაჭერაში, მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, განათლება მიეღოთ და გაეღრმავებინათ გერმანიაში, ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. როგორც მე, იუსტიციის მინისტრმა, ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და მთელმა რიგმა პოლიტიკოსებმა განათლება მიიღეს გერმანიაში და აქვე დაიცვეს აკადემიური ხარისხი. ჩვენ გერმანიაში ვისწავლეთ, რომ სამართლებრივი სახელმწიფოებრიობა, დემოკრატია არის უზენაესი ძირითადი პრინციპები, რომლებიც დაცვას საჭიროებს და რომლებმაც უნდა განსაზღვრონ ჩვენი სამომავლო განვითარება. ჩვენ მადლიერი ვართ გერმანელი ხალხისა და გერმანიის სახელმწიფოსი მისი ღირებული მხარდაჭერისთვის. ამ კონტექსტში შემთხვევითი არ არის, რომ ბერლინი არის პირველი ევროპული სახელმწიფო ბრიუსელის შემდეგ, რომელსაც მე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში ვსტუმრობ.  საქართველოსა და გერმანიას მჭიდრო თანამშრომლობა და პარტნიორობა აკავშირებთ, რომლებიც საერთო ღირებულებებს ეფუძნება. ჩვენ დიდი მნიშვნელობას ვანიჭებთ ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას. გერმანია განსაკუთრებულ როლს ასრულებს საქართველოს უმნიშვნელოვანესი საგარეო პოლიტიკური მიზნების შესრულებაში და ჩვენი შეხვედრის დროს მადლობა გადავუხადე ფედერალურ კანცლერს მისი პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერისთვის, რომელიც გერმანიამ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ისტორიულ მომენტში გაუწია, რაც გასული წლის დეკემბერში აისახა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

ირაკლი კობახიძე – საქართველოს საშუალოვადიან პერსპექტივას წარმოადგენს ევროკავშირში გაწევრიანება, ევროკავშირში, რომელიც თავისუფალ ხალხებს ლისაბონიდან თბილისამდე აერთიანებს, ისე, როგორც ბატონმა ფედერალურმა კანცლერმა 2 წლის წინ აღნიშნა

საქართველოს საშუალოვადიან პერსპექტივას წარმოადგენს ევროკავშირში გაწევრიანება, ევროკავშირში,  რომელიც თავისუფალ ხალხებს ლისაბონიდან თბილისამდე აერთიანებს, ისე, როგორც ბატონმა…

საქართველოსა და პერუს რესპუბლიკას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა

2024 წლის აპრილიდან ძალაში შევიდა შეთანხმება საქართველოსა და პერუს რესპუბლიკას შორის ორდინარული პასპორტების მფლობელთათვის ტურისტული ვიზის…

ოლაფ შოლცი ირაკლი კობახიძეს – გვიხარია, რომ არსებობს დიდი ინტერესი გერმანული ენის მიმართ, თქვენ თვითონ ძალიან კარგი მაგალითი ბრძანდებით, დისერტაცია დაიცავით დუსელდორფში და შესანიშნავად ფლობთ გერმანულ ენას

გვიხარია, რომ არსებობს დიდი ინტერესი გერმანული ენის და აკადემიური გაცვლის მიმართ. თქვენ თვითონ ძალიან კარგი მაგალითი…

ოლაფ შოლცი – გერმანია თავიდანვე  უჭერდა მხარს გადაწყვეტილებას საქართველოს ევროკავშირის პერსპექტივის  გახსნის შესახებ და ამიტომ, ჩვენთვის  ძალიან მნიშვნელოვანი იყო თარიღი  2023 წლის დეკემბერი, როდესაც საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო

გერმანია თავიდანვე უჭერდა მხარს გადაწყვეტილებას საქართველოს ევროკავშირის პერსპექტივის გახსნის შესახებ და ამიტომ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო თარიღი 2023  წლის დეკემბერი, როდესაც საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო, – ამის შესახებ გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესის იმდენად კარგად ორგანიზება, რომ წევრობისთვის ყველა საჭირო კრიტერიუმი განვითარდეს. „გერმანია თავიდანვე უჭერდა მხარს გადაწყვეტილებას საქართველოს ევროკავშირის პერსპექტივის გახსნის შესახებ და ამიტომ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო თარიღი 2023  წლის დეკემბერი, როდესაც საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესის იმდენად კარგად ორგანიზება, რომ წევრობისთვის ყველა საჭირო  კრიტერიუმი განვითარდეს. აქ მნიშვნელოვანია სამართლებრივი, ეკონომიკური რეფორმები,  მაგრამ პირველ რიგში, სამართლებრივი სახელმწიფო და დემოკრატია. ჩვენ ვიცით, რომ ეს  არა მარტო მთავრობის სურვილი გახლავთ, ევროკავშირში გაწევრიანება და ამ პროცესის დაჩქარება საქართველოს სრული უმრავლესობის მოქალაქეების სურვილია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ ამ სიტუაციაში პრობლემებზეც ვლაპარაკობთ. ჩვენ, ისევე, როგორც მთელი ევროკავშირი ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ ე.წ. კანონს მიმართ აგენტების შესახებ. მას შემდეგ, რაც ეს კანონი შეჩერდა, დიდი იმედი გვქონდა, რომ ის აღარ დადგებოდა დღის წესრიგში. ახალი კანონპროექტი პრაქტიკულად არ შეცვლილა, ის იგივეა, რაც  შარშან და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ კანონს არ მიიღებს საქართველო და პარლამენტი გაითვალისწინებს ჩვენი და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას.  ამიტომ, ჩვენს საუბარში კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობას და ოპოზიციის და მთავრობის თანამშრომლობას, რომელიც მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი განვითარებისთვის“, – განაცხადა შოლცმა

ზურაბ ქადაგიძე: გვარამიამ ხან ღვინოში და ბორჯომში მოისაქმა, ხან ელჩები ლანძღა და ხან პირდაპირ ახდენდა მიუღებელი აზრის დისკრედიტაციას…

„ოღონდ საკუთარი ბითური ეგოცენტრიზმი დაიკმაყოფილოს და ნებისმიერ სფეროს გასვრის და მოწამლავს!“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია…

გურამ მაჭარაშვილი: როცა ამერიკის ელჩი ამბობს, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი მხოლოდ რუსეთმა მოიწონა და ახლა ქართველმა ხალხმა თავად გადაწყვიტოს კანონი რუსულია თუ არა, ეს ნიშნავს, რომ ელჩს კანონთან დაკავშირებით სხვა არგუმენტები არ აქვს

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ამერიკის ელჩის კომენტარის – გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი ამერიკული კანონის…

ოლაფ შოლცი – გერმანია საქართველოს სანდო პარტნიორად რჩება, ჩვენ საქართველოს გზას ევროკავშირის მიმართულებით მომავალშიც  მხარს დავუჭერთ

გერმანია საქართველოს სანდო პარტნიორად რჩება, – ამის შესახებ გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან…

გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ქართველებმა თბილი დახვედრა მოუწყვეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში იმყოფება, სადაც გერმანიის ფედერალურ კანცლერს, ოლაფ შოლცს ხვდება. დახვედრის…

გურამ მაჭარაშვილი: ISFED-მა თქვა, რომ „თუ დონორი ორგანიზაციები უცხოურ თანხებს არ გამოგვაყენებინებს ისე, როგორც აქამდე, ჩუმად და მალულად, მაშინ 2024 წლის არჩევნები ლეგიტიმური არ იქნება“

„ყველამ ვიცით, რომ „ენჯეო“ „სამართლიანმა არჩევნებმა“ 2020 წლის არჩევნების პარალელური დათვლები გააყალბა და დღეს აცხადებს, რომ…

რომან გოცირიძე – საერთაშორისო სავალუტო ფონდის პოზიცია სებ-ის მიერ რეზერვებში ოქროს დამატებაზე არის სამარცხვინო

საერთაშორის სავალუტო ფონდის პოზიცია, რომ გლობალურად, ცენტრალური ბანკების ოქროს რეზერვები ზრდის ტენდენციას აჩვენებს და ამ თვალსაზრისით…