fbpx

პრემიერი – დარწმუნებული ვარ, გერმანიის ინტერესი  საქართველოს მიმართ კიდევ უფრო გაიზრდება, როდესაც მიმდინარე წლის ივნისში, საქართველოს ეროვნული ნაკრები სწორედ გერმანიაში მიიღებს ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობას

დარწმუნებული ვარ, რომ გერმანიის ინტერესი  საქართველოს მიმართ კიდევ უფრო გაიზრდება მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის ივნისში, საქართველოს ეროვნული ნაკრები, ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად, სწორედ, გერმანიაში მიიღებს ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობას და ჩვენს გუნდს წარმატებებს ვუსურვებ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გერმანიის ფედერალურ კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ოლაფ შოლცი საქართველოში მოიწვია.

„მინდა, ბატონ ფედერალურ კანცლერს კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო მოწვევისთვის და გულითადი მასპინძლობისთვის. ვსარგებლობ შემთხვევით და ბატონო ფედერალურო კანცლერო, საპასუხო ვიზიტით გეპატიჟებით საქართველოში,“- აღნიშნა პრემიერმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება