fbpx

გურამ მაჭარაშვილი: ISFED-მა თქვა, რომ „თუ დონორი ორგანიზაციები უცხოურ თანხებს არ გამოგვაყენებინებს ისე, როგორც აქამდე, ჩუმად და მალულად, მაშინ 2024 წლის არჩევნები ლეგიტიმური არ იქნება“

„ყველამ ვიცით, რომ „ენჯეო“ „სამართლიანმა არჩევნებმა“ 2020 წლის არჩევნების პარალელური დათვლები გააყალბა და დღეს აცხადებს, რომ „თუ ეს დონორი ორგანიზაციები უცხოურ თანხებს არ გამოგვაყენებინებს ისე, როგორც აქამდე, ჩუმად და მალულად, მაშინ არჩევნები ლეგიტიმური არ იქნება – წარმოიდგინეთ უტიფრობის დონე“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან საუბარში განაცხადა.

როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ს არ სურს საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შემოღება, რომ არ მოხდეს იმ თანხების გამოაშკარავება, რომელსაც კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციები უცხოეთიდან იღებენ.

„არსებობს ასეთი „ენჯეო“ – „სამართლიანი არჩევნები“ – ყველამ ვიცით, საჯაროდ მათაც აღიარეს, რომ 2020 წლის არჩევნების პარალელური დათვლები გააყალბა და დღეს აცხადებს, რომ „თუ ეს დონორი ორგანიზაციები ჩვენ უცხოურ თანხებს არ გამოგვაყენებინებს ისე, როგორც აქამდე, ჩუმად და მალულად, მაშინ არჩევნები ლეგიტიმური არ იქნება.“ პირდაპირ გეუბნება, რომ 2020 წელს არჩევნების პარალელური დათვლის შედეგები გააყალბა და არავინ იცოდა ვინ აფინანსებდა. ამბობს – „ახლაც იგივე უნდა გავაკეთო და თუ ამის საშუალებას არ მომცემ, ესე იგი შენს მიერ ჩატარებული არჩევნები გაყალბებული იქნება.“ წარმოიდგინეთ უტიფრობის დონე – დადასტურდა, რომ პარალელური დათვლები გააყალბა და სახელმწიფოში ლამის პოლიტიკური ძვრები მოხდა, დღეს კი ისევ აცხადებს, რომ „დიახ, გამჭვირვალე არ უნდა იყოს იმ ინსტიტუტების თანხები, რომლებიც მე მერიცხება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება