ირაკლი კობახიძე – პროკურატურა აცხადებს, რომ ყველაფერს ჩავეძიოთ, ოღონდ, გვჭირდება ამისათვის ადამიანების გამოკითხვა, რომლებიც ბრალდებას აყენებენ, მაგრამ ეს ადამიანები ან არ მიდიან პროკურატურაში, ან თუ მიდიან, ყოველგვარი ფაქტებისა და მტკიცებულებების გარეშე

პროკურატურა აცხადებს მარტივ რამეს – მოდით, ყველაფერს ჩავეძიოთ, ოღონდ, გვჭირდება ამისათვის იმ ადამიანების გამოკითხვა, რომლებიც ბრალდებას აყენებენ, მაგრამ ხედავთ, რომ ეს ადამიანები ან არ მიდიან საერთოდ პროკურატურაში, ან თუ მიდიან, ყოველგვარი ფაქტებისა და მტკიცებულებების გარეშე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბაქოში განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით,  გამოძიება არჩევნებთან დაკავშირებით  თავსმოხვეული თემაა და  გამოძიებაზე საუბრით ოპონენტები ცდილობენ, მოვლენები წარმოაჩინონ  ისე, თითქოს განსაკუთრებული რისკები უკავშირდებოდა ამ არჩევნებს „რაც შეეხება ზოგადად, გამოძიებას, ცესკომ მიმართა პროკურატურას, პროკურატურას ჰქონდა მყისიერი რეაგირება, დაიწყო გამოძიება, შემდეგ იყო მოწოდება, იგივე სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რომ მას მიეცა შესაბამისი ჩვენება პროკურატურისთვის, სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკეთა ეს მოწოდება, თუმცა ამისგან სალომე ზურაბიშვილმა თავი შეიკავა. ამას აქვს ერთადერთი ახსნა – არის ზეპირი საუბრები, ყოველგვარი არგუმენტების გარეშე და ამიტომ ვერ მიდიან ისინი პროკურატურაში გამოკითხვაზე. არ არსებობს არავითარი არგუმენტი. რაც შეეხება გამოძიების თემას, ესეც რაღაც თავსმოხვეული თემაა, გამოძიებაზე საუბრით ცდილობენ, წარმოაჩინონ მოვლენები ისე, თითქოს რაღაც განსაკუთრებული მოხდა თუ განსაკუთრებული რისკები უკავშირდებოდა ამ არჩევნებს. სინამდვილეში, ეს გამოძიებაც არის თითიდან გამოწოვილი თემა, თუმცა ჩვენ ამ თითიდან გამოწოვილ თემასაც გავყევით. თუ სადმე არის გამოსაძიებელი არჩევნები, ეს არის მაგალითად, მოლდოვაში. როგორც ხედავთ, არავითარი გამოძიება არ წარიმართება მოლდოვაში, მიუხედავად იმისა, რომ იყო ძალიან უხეში ხარვეზები საარჩევნო პროცესში. ასევე აშშ-ში ვხედავდით, რა რეჟიმში წარიმართებოდა საარჩევნო პროცესი. ხმის ფარულობაზე როცაა საუბარი, პრაქტიკულად, საერთოდ არ იყო შტატების დიდ ნაწილში უზრუნველყოფილი ხმის ფარულობა, აღარაფერს ვსაუბრობთ იმაზე, რომ პირადობის მოწმობების გარეშე ხდებოდა ხმის მიცემა ბევრ შტატში და მაინცდამაინც, ისე აღმოჩნდა, რომ შესაბამის შტატში ერთი კონკრეტული პარტიის კანდიდატი იღებდა ხოლმე მეტ ხმას, ვიდრე მეორე კანდიდატი. თუ სადმე არის გამოსაძიებელი, ჯერ სხვა ქვეყნებით უნდა დავიწყოთ, რაც შეეხება ჩვენს მიდგომას, ჩვენ აბსოლუტურად გახსნილი ვართ ყველაფრისთვის, აბსოლუტურად ღია ვართ და ამისი გამოვლინებაა პროკურატურის დამოკიდებულებაც. პროკურატურა აცხადებს მარტივ რამეს – მოდით, ყველაფერს ჩავეძიოთ, ოღონდ, გვჭირდება ამისათვის იმ ადამიანების გამოკითხვა, რომლებიც ბრალდებას აყენებენ, მაგრამ ხედავთ, რომ ეს ადამიანები ან არ მიდიან საერთოდ პროკურატურაში, ან თუ მიდიან, ყოველგვარი ფაქტებისა და მტკიცებულებების გარეშე“, – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერი  – მას შემდეგ, რაც ცვლილებები მოხდა აშშ-ში, თავად ამერიკელები აპირებენ იმ ტიპის კანონის მიღებას, რაც  მივიღეთ საქართველოს პარლამენტში, საქმე ეხება ოჯახურ ღირებულებებს და არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვას

მას შემდეგ, რაც ცვლილებები მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, თავად ამერიკელები აპირებენ იმ ტიპის კანონის მიღებას, რაც…

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციამ სცადა ქუჩაში რაღაც წარმატების მიღწევა, თუმცა არჩევნებში წარმატებასა და ქუჩაში წარმატებას სჭირდება ერთი და იგივე რესურსი, ეს არის საზოგადოების მხარდაჭერა, რაც მათ არ აქვთ

საზოგადოების მხარდაჭერა არის ხელისუფლების, მმართველი გუნდის მხარეს, ოპოზიციის მხარეს კი, პრაქტიკულად ნულოვანი მხარდაჭერა, მთავარი ეს არის…

ირაკლი კობახიძე ილჰამ ალიევს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა. პირისპირ შეხვედრა ბაქოში, გაეროს კლიმატის ცვლილების…

ირაკლი კობახიძე-ილჰამ ალიევთან ვისაუბრეთ საქართველო-აზერბაიჯანის  სტრატეგიულ  პარტნიორობაზე, მეგობრულ ურთიერთობებზე, რომელიც აკავშირებს ჩვენს ორ ქვეყანას

ილჰამ ალიევთან ვისაუბრეთ საქართველო-აზერბაიჯანის  სტრატეგიულ პარტნიორობაზე, მეგობრულ ურთიერთობებზე, რომელიც აკავშირებს ჩვენს ორ ქვეყანას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ  ჟურნალისტებს ბაქოში განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით,  საუბარი შეეხო დარგობრივ თანამშრომლობას და სხვადასხვა მიმართულებით ჩვენი პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას. „მონაწილეობას ვიღებთ გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაში. კონფერენციის ფორმატში გვექნება ასევე შეხვედრების გამართვის შესაძლებლობა. დღეს მოხარული ვარ, რომ მქონდა შეხვედრის შესაძლებლობა ბატონ ილჰამ ალიევთან, სადაც ვისაუბრეთ საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებზე, სტრატეგიულ პარტნიორობაზე,  მეგობრულ ურთიერთობებზე, რომელიც აკავშირებს ჩვენს ორ ქვეყანას. საუბარი გვქონდა მათ შორის, დარგობრივ თანამშრომლობაზე, სხვადასხვა მიმართულებით ჩვენი პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებაზე. გვქონდა ძალიან მეგობრული და პროდუქტიული შეხვედრა ყველა თემასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რაზეც ჩვენ გვქონდა საუბარი,  ეს იყო  ენერგეტიკა და ენერგოუსაფრთხოება, დაკავშირებადობა. ჩვენ გვაკავშირებს ძალიან მნიშვნელოვანი  სტრატეგიული პროექტები,  ასევე ერთად ვმუშაობთ ამ მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებაზე, მათ შორის, შუა დერეფნის ინიციატივის ფარგლებში. რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გაღრმავდება ჩვენი პარტნიორობა“, განაცხადა პრემიერმა.

დავით ქართველიშვილი: საკუთარი ხალხის გამწარებით – ჰარისმაც ვერაფერს მიაღწია. ხელისუფლებაში რომ მოხვიდე, ხალხის გულები უნდა მოიგო

„კომპიუტერ/ტელეფონებში გამარჯვების მიღწევა უფრო პრაგმატულია. რაც შეეხება თბილისელების გამწარებით ხელისუფლებაში მოსვლას – „უკუღმაა ეს ასინეთა, უკუღმა“,…

ირაკლი კობახიძე-გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციის ფარგლებში, პარტნიორებთან ვისაუბრებთ ჩვენს გამოცდილებაზე, ასევე, მოვისმენთ მათ გზავნილებს, საქართველოს მთავრობა ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს გარემოს დაცვის საკითხებს

საქართველოს მთავრობა ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს გარემოს დაცვის საკითხებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბაქოში განუცხადა. პრემიერ-მინისტრი გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციაში (COP29) მიიღებს მონაწილეობას, რომელიც აზერბაიჯანის დედაქალაქში იმართება. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ხელისუფლებამ, თავის დროზე, კონსტიტუციის დონეზე გაწერა შესაბამისი გარანტიები, რაც გარემოს დაცვის სფეროში უფლებებს შეეხება და მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს გამოცდილების გაზიარება, ისე პარტნიორების გზავნილების მოსმენა, კონფერენციის ფარგლებში. „საქართველოს მთავრობა ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს გარემოს დაცვის საკითხებს, ჩვენთვის ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. ჩვენ, თავის დროზე, კონსტიტუციის დონეზე გავწერეთ შესაბამისი გარანტიები, რაც უკავშირდება ეკოლოგიას, ეკოლოგიურ უფლებებს, გარემოს დაცვის სფეროში უფლებებს და, რა თქმა უნდა, ჩვენს გამოცდილებაზეც გვექნება საუბარი ჩვენს პარტნიორებთან. მნიშვნელოვანია, მოვისმინოთ ასევე ჩვენი პარტნიორების გზავნილები აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით,“- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – ევროკავშირის რვა ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების საქართველოში ვიზიტი არ ემსახურება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს

ევროკავშირის რვა ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების საქართველოში ვიზიტი არ ემსახურება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, – ამის…

ირაკლი კობახიძე – უკრაინაში ომი დასრულდება ძალიან მალე და შეიქმნება ყველა პირობა იმისათვის, რომ თვისებრივად გადაიტვირთოს ურთიერთობები როგორც ევროკავშირთან, ასევე აშშ-სთან

გვჭირდება ურთიერთობების თვისებრივად გადატვირთვა როგორც ევროკავშირთან, ასევე აშშ-სთან და ჩვენ ამ გადატვირთვას ვუკავშირებდით არჩევნებს საქართველოში, არჩევნებს აშშ-ში და მესამე იყო  ომის დასრულება  უკრაინაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბაქოში განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, უკრაინაში ომი დასრულდება ძალიან მალე და შეიქმნება ყველა პირობა იმისათვის, რომ თვისებრივად გადაიტვირთოს ურთიერთობები როგორც ევროკავშირთან, ასევე აშშ-სთან. „ჩვენ გვჭირდება ურთიერთობების თვისებრივად გადატვირთვა როგორც ევროკავშირთან, ასევე აშშ-სთან და ჩვენ ამ გადატვირთვას ვუკავშირებდით  სამ მოვლენას – ერთი, ეს იყო  არჩევნები საქართველოში,  მეორე იყო არჩევნები აშშ-ში და მესამე იყო ომის დასრულება უკრაინაში. ორი არჩევნები უკვე დასრულდა და დასრულდა ისე, რომ ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ურთიერთობების გადატვირთვას, რაც შეეხება მესამე თემას, უკრაინაში ომის  დასრულებას, ვფიქრობთ, რომ ომიც დასრულდება ძალიან მალე. შესაბამისად, ძალიან მალე შეიქმნება ყველა პირობა იმისათვის, რომ თვისებრივად გადაიტვირთოს ურთიერთობები როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით და ამის შემდეგ დასრულდება ისეთი ტიპის სპეკულაციები, რასაც ხშირად ვისმენთ ხოლმე გნებავთ კანონებთან, გნებავთ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, მე მგონია, რომ ძალიან კარგად განვითარდება პროცესები, განსაკუთრებით ეს იქნება დაკავშირებული უკრაინაში ომის დასრულებასთან “, – განაცხადა პრემიერმა.

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური აეროპორტის გზის მიმდებარედ, შალვა ჭანკოტაძის ქუჩაზე ხეივანს აწყობს

მიმდინარე პროექტს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მის მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო.…

კახა კალაძე საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნაზე: თქვენ ამ ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას პატივს არ სცემთ?

თბილისის მერის კახა კალაძის შეფასებით, 26 ოქტომბრის არჩევნებთანდაკავშირებით საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნა ჩვენი ქვეყნისკონსტიტუციისა და შიდა ინსტიტუციების…

საარჩევნო პროცესში ფარულობის პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებულ კრიტიკას კახა კალაძე არ იზიარებს და აცხადებს, რომ ამომრჩევლის უმრავლესობამ ხმა არ მისცა ოპოზიციას

„სისულელეა ეს ყველაფერი. უამრავი ფაქტი იქნა მოყვანილი, როგორ ტარდება მოლდოვაში, პოლონეთში. იცით რა არის მთავარი? –…

ამერიკელი ჟურნალისტები საქართველოს ღვინის ტურისტული პოტენციალსეცნობიან

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ამერიკის შეერთებული შტატებიდან ღვინისტურიზმის თემაზე მომუშავე ჟურნალისტებს მასპინძლობს.ბორის ფიშმენი, ნიკოლას ტეილორი ტრიოლო და…

კახა კალაძე: ყველაფერი იქნება ისე, როგორც ჩვენ ქვეყანას და მის მომავალს ეკადრება

თბილისის მერის კახა კალაძის შეფასებით, ქვეყანაში იქნება მშვიდობა დაუახლოეს მომავალში მე-11 მოწვევის პარლამენტიც დაიწყებს მუშაობას.ამის შესახებ…

კახა კალაძე ევროპული დელეგაციის წევრებზე: ეს ადამიანები პატივს არ სცემენ ჩვენს ქვეყანას, სახელმწიფოებრიობას და ქართველ ხალხს, ასეთი ადამიანების განცხადებებს და ქმედებებს ჩალის ფასი აქვს

„ამ ადამიანების განცხადებებს არანაირი ფასი არ აქვს“, – ასე აფასებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე რვა ქვეყნის…