fbpx

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა 2025 წლის ბოლომდე გაგრძელდება

იუსტიციის სამინისტრო 2022 წლიდან ახორციელებს მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმას, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით 59 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. რეფორმის ფარგლებში სახელმწიფო მოქალაქეებს უსასყიდლოდ ურეგისტრირებს როგორც საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებულ, ისე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებს. მიმდინარე რეფორმის ამ დროისათვის არსებული შედეგები იუსტიციის სასწავლო ცენტრის სააკაძის სასწავლო ბაზაზე გამართულ ღონისძიებაზე შეაჯამეს. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ; პრეზენტაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით დევიძემ წარადგინა. პროექტის დაწყებიდან დღემდე აიზომა 1 500 000-ზე მეტი მიწის ნაკვეთი, ხოლო საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 1 000 000-ზე მეტ მიწის ნაკვეთზე. გადამზადდა და დასაქმდა 1000-მდე ადამიანი. წარმატებული შედეგების გათვალისწინებით და იმ მიზნით, რომ სახელმწიფოში არ დარჩეს არცერთი დაურეგისტრირებელი ნაკვეთი, სისტემური რეგისტრაციის რეფორმა 2025 წლის ბოლომდე გაგრძელდება. მისი დასრულების შემდეგ შეიქმნება ერთიანი, სრულყოფილი საკადასტრო მონაცემთა ბაზა და საბოლოოდ იდენტიფიცირდება კერძო, სახელმწიფო თუ მუნიციპალური საკუთრება. ღონისძიების ბოლოს იუსტიციის მინისტრმა სტუმრებს რეფორმის განხორციელებისთვის საჭირო ტექნიკა და ინვენტარი, აგრეთვე – ახლად გახსნილი სასწავლო ცენტრი – სააკაძის სასწავლო ბაზა დაათვალიერებინა. მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის შედეგების პრეზენტაციას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, სახელმწიფო რწმუნებულები, იუსტიციის სამინისტროს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, რეფორმის მონაწილე უწყებებისა და თვითმმართველობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თამარ ჩიბურდანიძე: გერმანიის ელჩს ერთ მეგობრულ რჩევას მივცემდით – ტრამპის ლანძღვის არ იყოს, ისე ნუ იზამთ, რომ მერე თქვენივე განცხადებები წაშალოთ. მშვიდობიან რევოლუციას მიიღებთ საკუთარ ქვეყანაში, უკვე ჩამოგეშალათ ხელისუფლება

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე გერმანიის საელჩოს განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. „იმდენად მოსწრებაზე არიან, როგორმე…

სოზარ სუბარი: „ნაცმოძრაობა“ უნდა გასამართლდეს მრავალი მიზეზის გამო და ნურავინ გვეტყვის, რომ ეს დემოკრატია არ არის

„პირობას გაძლევთ, რომ „ნაცმოძრაობას“ აუცილებლად გავასამართლებთ“, – ამის შესახებ მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა. მისი…

ზურაბ ქადაგიძე ენჯეოების მიერ “გამჭვირვალობის კანონის” სტრასბურგში გასაჩივრებაზე: აღქმის დონეზე საქმე შეკერეს და ახლა, გაგზავნას და სამართლებრივ საკითხებს რაღა აზრი აქვს, თან თუ წაგების აბსოლუტური ალბათობა არსებობს?!

მთავარია, რომ თქვეს, ბრიფინგი მიუძღვნეს, ნაც-მედიებმა ატრიალეს მთავარ ამბად და ახლა, გაგზავნიან თუ არა მეათე ხარისხოვანია…

დავით ქართველიშვილი „გამჭვირვალობის კანონის“ სტრასბურგში გასაჩივრებაზე არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარზე- რა თქმა უნდა იცრუეს. დიდი ალბათობით, არც გაიგზავნება

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი „პრაიმ ტაიმის“ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომ სტრასბურგის სასამართლოში ე.წ. მდიდარი ენჯეოების…

იცრუეს თუ არა ე.წ მდიდარმა ენჯეოებმა „გამჭვირვალობის კანონის“ სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრებასთან დაკავშირებით – „პრაიმ ტაიმის“ წყაროს ინფორმაციით, საჩივარი ამ დრომდე არ გაგზავნილა

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის გასაჩივრების შესახებ საზოგადოებას, საიას თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძემ…

გია აბაშიძე: ახლოვდება ის დრო, როდესაც საქართველოს საჯარო სივრცეში კონსტრუქციული ოპოზიციური პარტიები და პასუხისმგებლიანი არასამთავრობოები ხავერდოვნად განდევნიან გარედან დაფინანსებულ მჩხავანა რევანშისტებს

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ეხმიანება, “პრაიმ ტაიმის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას,სადაც საუბარია იმაზე, იცრუეს თუ არა ე.წ მდიდარმა…

ზაალ ანჯაფარიძე-პრაქტიკულად ყველა საერთაშორისო დამკვირვებელმა ცესკოს მიერ არჩევნების ადმინისტრირება შეაფასა ცალსახად დადებითად. შესაბამისად რადიკალური ოპოზიციის მიზანია, როგორმე დასავლეთში ეს აღქმები გააქარწყლონ

„ჩანს, რომ რადიკალურ ოპოზიციას უჭირს და ეხლა ემიგრანტები “გაიყვანეს საქმეში.” ისევე როგორც რადიკალური ოპოზიციის, ასევე “მათი…

ლევან ნიკოლეიშვილი “გამჭვირვალობის კანონის” სტრასბურგში გასაჩივრებაზე: ვინ თუ არა საიამ და მისმა თავმჯდომარემ მშვენივრად იციან, რომ ამ სარჩელს წარმატება არ ელის, ვერანაირად ვერ ამტკიცებენ რა არის ამ კანონში მიუღებელი ან რუსული

ლევან ნიკოლეიშვილი: საიას არათუ არ გაუგზავნია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში “გამჭვირვალობის კანონის” შესახებ სარჩელი, არამედ…

ირაკლი კობახიძე – მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, რეკორდულ ვადებში, მოქალაქეებისთვის სრულიად უფასოდ აიზომა 1.5 მლნ-ზე მეტი მიწის ნაკვეთი, მილიონზე მეტი ადამიანი უკვე გახდა მიწის რეგისტრირებული მესაკუთრე

ოქტომბრის მდგომარეობით, რეკორდულ ვადებში, მოქალაქეებისთვის სრულიად უფასოდ აიზომა 1.5 მლნ-ზე მეტი მიწის ნაკვეთი, ჯამური ფართობით 880…

გლდანში, ნასერალის ქედის ქუჩაზე ასფალტის დაგება სრულდება

გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, კიდევ ერთ პროექტს ახორციელებს. ამჯერად, ნასერალის ქედის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები,…

იძულებით გადაადგილებული პირებისთვის, დასაქმებაში ხელშეწყობის პროექტის განხორციელება იწყება

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის, დასაქმებაში ხელშეწყობის პროექტის განხორციელება იწყება. პროექტის ფარგლებში, 12-დან…

მიხეილ სარჯველაძე სერბეთის გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და ქალთა ეკონომიკური და პოლიტიკური გაძლიერების მინისტრს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი თურქეთში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს. საერთაშორისო სამიტის ფარგლებში,…

მიხეილ სარჯველაძე, თურქეთში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, თურქეთში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მიხეილ სარჯველაძე, სტამბოლში,…